↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე თუ გავგიჟდი-გავგიჟდები შენი ყურებით...
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს,
ეგ ბაგეები ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები_
სიმწიფით მკლავენ...
ვჭვრეტ მშვენიერი მშვენებით ბურვილს,
მისმენ?-ვედები ღობეს და ყორეს...
ვცემ თაყვანს ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს_
შენდამი ძალსა და ღონეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
იწვის სანთელი და ჩრდილები ვნებით კრთებიან,
ღამეულ ფიქრებს შენს სახლის წინ ჩასძინებიათ,
ცაზე ვარსკვლავნი ამოდიან,მერე ქრებიან,
შენს ნაზ თვალებზე ბუტბუტებენ,მერე ყვებიან.
იწვის სანთელი... არ ადარდებს სიკვდილის მოსვლა,
იწვის ცრემლებში,მაგრამ მაინც უსინანულოდ,
მე ვერ ავიტან მარტოობას,ეულად ყოფნას,
მეც დავიწვები სანთელივით უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ოქროსთმიანო
სარკმელიდან გადმოიხედე!
ლაღი სიმღერა მესმის შენი
და გულს მიხარებს...
კითხვა შევწყვიტე,
დახურულ წიგნს გავუშვი ხელი
და იატაკზე ცეცხლის ცეკვის
დასაწყისს ველი;
მე მივატოვე ჩემი ბინა,
და ცემი წიგნი...
შენი სიმღერა შემომესმა
ბნელიდან შიგნით.
მღერი და მღერი
და სიმღერით კვლავ გულს მიხარებ,
ოქროსთმიანო
სარკმელიდან გადმოიხედე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ოქროსთმიანო
სარკმელიდან გადმოიხედე!
ლაღი სიმღერა მესმის შენი
და გულს მიხარებს...
კითხვა შევწყვიტე,
დახურულ წიგნს გავუშვი ხელი
და იატაკზე ცეცხლის ცეკვის
დასაწყისს ველი;
მე მივატოვე ჩემი ბინა,
და ცემი წიგნი...
შენი სიმღერა შემომესმა
ბნელიდან შიგნით.
მღერი და მღერი
და სიმღერით კვლავ გულს მიხარებ,
ოქროსთმიანო
სარკმელიდან გადმოიხედე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცაზე ღრუბელი შეირხევა...
მინდორს გადმოაწვიმს ლელიანს,
შენი შეყვარება ადვილია,
მაგრამ დავიწყება ძნელია;
ცის თაღი ხმაურით შეირხევა,_
ელვა ცას ჩამოჰკრავს ცულიანს,
შენი დასიზმრება შეიძლება,
ცხადად ახდენა კი ძნელია...
მერე ამინდი შეიცვლება,
მზე ამ ზღაპარივით ძველია.
ვიტირო_ ყოველთვის შეიძლება,
ვიყო ბედნიერი_ძნელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღრუბლებში ფარფატით დავფრინავ,
ოცნებებს
ფარდაგად ვკეცავ,
მინდა_
გადავიქცე დედოფლად
და ოქროს ქოშები მეცვას!
ნაძვის კიბეებით დაშვება
არ მინდა, მიწაზე_არა!..
მე_ცაში ნავარდი მინდა მ
მარტო სიარული კმარა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნაღალატევი სიყვარული ბავშვობას გაჰყვა,
ეხლა მე ვეტრფი ცისფერ ზღვას და ვარდისფერ სივრცეს,
და ჩაიფერფლა გრძნობა ჩემი,ჩაიწვა გაქრა...
ბარათაშვილის "სულო ჩემო" - შენ რაღას მირჩევ?
მე კვლავ მაწუხებს ტკივილი სულის და ჩემი ხორცის,
ვგრძნობ,სიმარტოვემ შემარჩია მემკვიდრედ,შვილად...
ვიღაც მპირდება გაზაფხულზე უხილავ ქორწილს,
მე არა მჯერა,მაგრამ მაინც ვიჯერებ ხშირად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემი სიყვარული ამაყია_იგი მოწყალებას არ გთხოვს,
შენი მოგონება ჰყოფნის,შენი თვალის სხივი ათბობს.
ჩემი სიყვარული ამაყია!_მას ვერ დააჩოქებს დარდი,
ქვეყნად არაფერი გააჩნია... ქვეყნად ფეხშიშველა დადის.
ჩემი სიყვარული ამაყია!_იგი მართალია ცამდის,
ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა შენი ნაჩუქარი ვარდი.
ჩემი სიყვარული ამაყია!_თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს!
ბევრი უხეშობა გაპატიე,კიდევ გპატიობ რამდენს!
ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა დაცინვამ წუთისოფლის,
მაინც ჩემი გრძნობა ამაყია!_მარტო მოლოდინი მყოფნის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენ ამ ჩარდახში ვეღარ მომისწრებ,
თუმც მესმის შორით შენი მგზავრული,
დგას გულწასული შემოდგომის დღე,
როგორც ბესიკი და სიყვარული...
ეს დღე ტოტივით უნდა მომიტყდეს,
დღეს უფრო მშვიდი,უფრო კრძალული,
დგას გაძარცვული შემოდგომის ტყეც,
როგორც დემონი და სიყვარული...
არა!-დიდება არ იგვიანებს,
ო,სულსწრაფობა ისევ ფარული...
და მიმაცილებს ჩარის გრიალით,
როგორც სასჯელი და სიყვარული!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნეტავ რომელი შეინახავს სიყვარულს უფრო?-
ისე მხურვალედ,ისე მორცხვად,ჩუმად და ნაზად...
ქალი,რომელსაც უბრდგიალებს ვარდის ასაკი,_
თუ?...
ქალი,რომელიც გადასცილდა ჩიტლეღვას ასაკს?
ნეტავ რომელი მოიხურავს ღამეულ ვნებებს?
ყრუ სიბნელეში გაიანჩხლებს რომელის რაზა?
ქალის,_რომელიც მოლოდინმა გამოაღამა,_
თუ?...
ქალის, რომელიც მიეფარა ბალზაკის ასაკს?!.

"ნეტავ და ნეტავ"_
მაბოჟირებს ეჭვი მუდამდღე,
მზის მოძალებაც გაფიტრებულ გაზაფხულს წინდავს,
ღმერთო!_ამ ორი დედაკაცის ცოდვას ნუ დამსდებ,
სხვა დანარჩენი_როგორც გსურს დარამდენად გინდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნაკადულნი მდინარეებს ერთვიან,
მდინარენი ოკეანის ბოლოს,
ღვთიურ ქართა საწადელიც ერთია_
მარად რელვას შეეხლართონ მხოლოდ.
არაფერი აღარ არის კენტად,
ღვთის კანონმა ყველა წყვილად შეჰყარა,
ყველაფერი თუ წყვილდება, ნეტა_
რატომ მე და შენ არა?!.
მთა ცას კოცნის,ნახეთ მაღლა წასული,
ტალღა ტალღას არის გადაწყობილი,
ვინ შეინდოს ეს ყვავილი _ასული,
რომ არ ყავდეს მას პატარა ძმობილი?!
მზის სხივები ჩვენს მიწაზე იხრება,
მთვარეს შუქმა ზღვასაც კოცნა ახარა...
რა ფასი აქვს ასეთ კოცნას ,მითხარი_
თუ მე და შენ აღარა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუ მოგატყუოს ცხოვრებამ დიდად-
ნუ შეშინდები!_ნურც იწყებ გლოვას!
მწუხარების დროს იყავი მშვიდად,
სიხარულის დღე - გჯეროდეს მოვა!
გულს მომავალი აცოცხლებს მხოლოდ,
აწმყო ყოველთვის სევდით სავსეა,
ყველა ამბავი გაივლის ბოლოს
და რაც გაივლის ის ძვირფასია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
"სულშჰი ჩაგეღვენთოს" (ძალიან მიყვარს!)

თმა ნათავთუხარი,შუადღის ხანძარი
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი...ცისფერი უძირო.
გონგადარეული როდესაც გიყურებ
მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ მქნა,
რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა
ან რა დიდოსტატის ყალამმა ცამოგქნა?!
წამს გაოგნებული ნეტა თუ ენება
მზერას გამოსტაცოს ფარული გულისხმა,
ენს ხატზე ვილოცებ თუკი ეს მშვენება
არის აჟღერება შენეულ სულისა.
მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის დაღრევა
რა საკადრისია?.. რა მოსატანია?..
წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა
გონების მახვილ თვალს ვერ აუტანია!
უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო
ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,
იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი
მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას!
მრუდე განვირიდე,ფიქრების ნაკადი,
მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი
შენს მაღალ მშვენებას,დედოფლის საკადრისს
სულის სისპეტაკე შეჰშვენის ღვთისმშობლის!
და შენმა სახელმა იცისკროს,იბრძოლოს,
საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით,
სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ:
დედა მარიამი,ქეთევან,თამარი!

მ.კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე ვენაცვალე!

ტყვიას მიზანში ნასროლს,
ისარს-გულს ზედ რომ აზის,
ნიავს ტყეს-ველად ნაქროლს,
სევდიან ტირილს ვაზის,
ნამიან სიზმარს მინდვრის,
ცისკარზე მამლის ყივილს,
ფიქრად დარჩენილ ფიქრის
მოუშუშებელ ტკივილს,
იმედს გაფრენილს ცაში,
ქრისტეანთ ლოცვას ჯვარზე,
გაუხედნავი რაშის
დაუღლელ ხტუნვას გვარზე,
და ირმის ყივილს მთაზე
და მის ხეტიალს კენტად,
სტუმრისთვის ღია კარებს,
პურ-მარილს გულთან ერთად,
პოეტის წილხვედრ მწარეს
და მის საუბარს ღმერთთან,
რწმენას,სიყვარულს ურყევს
ენის,ერის და რჯულის
სიტყვას ნაღდსა და ურღვევს
და გზის არჩევას რთულის,
ხანძრის გაჩენას ცეკვით,
ჩაქრობას მხოლოდ ტაშით,
ცურვას-ოცნების გემით
თავისუფლების ზღვაში,
ღვინით შევსებას ჯამის,
სიმღერას მრავალხმიანს,
ქალის უწმინდეს მანდილს,
ვაჟკაცის გრძნობებს ფხიანს,
ნატვრის ხეს ცოდვით სოველს,
ოცნებებს ლაღს და ფრთიანს_
მე ვენაცვალე ყოველს,
რასაც ქართული ქვია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ანდუყაფარო,
ლიპარიტო,_
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო_ტატანო
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო.
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ,ახლახანს გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარეულო,
ტიბაანო,_
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო;
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო,
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ_
თუნდაც ჩამქოლონ...
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს_
ფრთები მასხია თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ!..

მ.მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი