nanano wrote:ციტატა:
უკაცრავად გოგონი,რომ შემოგეჭერით,ბაზის არ ეწყინება თუ ვიტყვი მის მაგივრად რომ კარგად არის,მინდა რომ ასე იყოს.

მე ორთავეს გეთანხმებით იქედან გამომდინარე რომ დედა ვარ,და ასევე სანამ დედა მყავდა საჭიროდ მიმაჩნდა რომ გარკვეულ საკითხებში აუცილებელი იყო მისი რჩევა გამეთვალისწინებინა.რა თქმა უნდა არც მე და არც თქვენ უხეში ჩარევების თანახმა არა ვართ.
რა ასაკიდან მოგაჩნია ადამიანი ასაკოვნად?
NJ-Maiko არამიშავს, დღეს ცოტა დაკავებული ვიყავი.
NANANO-რთული საკითხია თუ რა ასაკიდან არის ადამიანი ასაკოვანი, თანაც რას გულისხმობ ასაკოვანში.
თუ გულისხმობ ასაკოვანში ზრდასულს, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, იმოქმედოს და საკუთარ ქმედებებძე პასუხიც აგოს-რთული დასადგენია. მართალია კანონმდებლობით ადამიანი ზრდასრულად ითვლება მაშინ, როდესაც მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა. თუმცა რეალობა სხვაგვარადაა. ზოგიერთი ადამიანი ზრდასრული მთელი ცხოვრების მანძილზე ვერასდროს ხდება.
და ,თუ ასაკოვანში გულისხმობ ხანდაზმულობას, სიჭარმაგეს, სიბძნეს და გამოცდილებას, ესეც პირობითია. ზოგი გვიან ბერდება და ზოგი ადრე. ზოგი ახალგაზრდაც ბებერია და ზოგი მოხუცი ბოლომდე ინარჩუნებს ახალგაზრდულ სულს და შემართებას.
ჩარლი ჩაპლინის ფილმების ყურებისას რა გრძნობები ჭარბობს შენში სიბრალულის თუ უბრალოდ კარგად ერთობი,იცინი?