↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (მ)

მაღალაშვილი

ესენი არიან იმერეთიდგან მოსრულნი საქართველოსა შინა დროსა მეფისა ალექსანდრესა ქრისტეს აქეთ 1415 და მეფემან ალექსანდრემ მიიღო ესენი აზნაურად და უბოძა იოწის ძის (?) მამულიდგან, ნაწილი და შესწირა მცხეთის ეკლესიასა, ვითარცა წერილ არს გუჯარსა შინაცა და დაასახლა მეტეხსა შინა, ხოლო უკანასკნელ მეფემან ირაკლი უბოძა თავადობაი ამილბარ მაღალაშვილსა ქრისტეს აქეთ 1783-სა და არიან თავადათ: 1) ამილბარის შვილები, ხოლო 2) დავითის შვილები და სხვანი ამათნი სახლის კაცნი აზნაურად: 1) სვიმონის შვილები, 2) ნიკოლაოზის შვილები, 3) იოსების შვილები, 4) გაბრიელის შვილები, 5) ივანეს შვილები, 6) გიორგის შვილები და სხვანი.

მაყაშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან მეორისა ხარისხისა თავადნი მისივე ჩოლაღას გვარისანი და ამათაცა აქვთ მამული ნაწილი ირუბაქის ძისავე და არიან ესენი მოსახლედ 1) ლუარსაბის შვილები, 2) იოსების შვილები, 3) გოშპარის შვილები, 4) ზურაბის შვილები, 5) სვიმონის შვილები.

მაჩაბელი

ამათნი უკვე გვარნი არიან უფრო ძველად კავკასიის მთით შთამოსულნი ანჩაფაიძედ წოდებულნი თავადნი, რომელნიც პირველ მოსახლეობდნენ აფხაზეთ შინა. ხოლო დროსა მეფესა ალექსანდრესასა, განიყო რა საქართველო სამ სამეფოდ და მართავდნენ ძენი მის ალექსანდრესნი და უკანასკნელ რა მოკვდა ძე ალექსანდრესი ვახტანგი და დაიპყრეს იმერეთი შთამომავლობათა რუსუდანისათა, იქმნა მაშინ აღრეულობა, რომლისა გამო აიყარნენ ანჩაფაძეები, გამოვიდნენ ქართლსა, დაეშენენ აჩაბეთს ადგილსა და მერმე მეფემან გიორგი მიიღო ანჩაფაიძეები ესე და უბოძა ადგილი ლიახვის ხეობასა შინა და შესცვალა გვარი მათი მაჩაბელად, ვინაიდგან მაჩაბელი ნიშნავს სახელსა, რომელ არს ხევის ბერი, ხოლო თათრულად სულთანი, რომელ ესენი ავაზაკთა და ქურდთა კაცთა იყვნენ შეპყრობილ და დამსჯელ და ჯარიმათა გარდამხდევინებელ. ხოლო შემდგომად ამისა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ დროსა მეფისა თეიმურაზისა და ირაკლისასა წელსა 1733-სა რომელ ჟამსა ამას შინა ეპყრათ ქართლი ოსმალთა, მაშინ არა მცირედსა ვნებასა ძლევდა ზაალ მაჩაბელი და სხვანი თათართა და არცა მორჩილებდნენ ბრძოდენ შლისა გამო პატივცემულ იყო მეფეთაგან. ხოლო აწ არიან მაჩაბელნი მოსახელად: 1) ზაალის შვილები, 2) გიორგის შვილები, ხოლო მეორე რევაზის შვილები და სხვანი კიდევ მდაბალნი გვართა ამათგან. პირველსა აქვს ადგილი და ხარისხი პირველისავე თავადისა, ხოლო სხვათა მეორისა და მესამისა ეგრეთვე ამათნი გვარისანი პირველადვე არიან ბორტის შვილები თავადნი ესენიცა ქრცხინვალის ხეობაზედ მოსახლე და არიან ორ სახლად: 1) ბარძიმის შვილები, ხოლო 2) ზაზას შვილები და სხვანი ბეღელას შვილები მდაბალნი.

მელიქისშვილი

ესენი პირველ იყვნენ სომეხნი ლორის მელიქთა ნათესავთაგანი აზნაურნი და ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი ერევანს მხედრობითა დიდითა და მუნ იხილა მეფე გიორგი ქართველთა და ალექსანდრე მეფე კახთა და ბრძვეს ოსმალთა ერევანს და აღიღეს ციხე ერევნისა და განდევნეს ოსმალნი. შემდგომად შააბაზმან გამოართო მეფეთა ლორე თვისთა ხეობითა და დაადგინნა მხედრობანი თვისნი, მაშინ მუნებური მელიქი მივიდა წინაშე შააბაზისა და მიიღო მამადიანობა, რომლისათვის ჯილდოდ შააბაზმან გაათავადა და მისცა გვარად მელიქობაი და მამული ლორის ხეობასა შინა სახასოთაგან მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 1601. და მუნიდგან იწოდებიან თავადად მელიქის შვილებად. აწ არიან მოსახლედ: 1) ავთანდილის შვილები, 2) თეიმურაზის შვილები და სხვანი.

მიქელაძე (იმერეთის თავადნი)

ვაკის თავადი 1690 წ. მიქელ მთავარი იყო მოსახლე ვანისა და აზრუმის საშუალ ადგილისა ტარონსა შინა. ესე მიქელ მსახურებდა ალექსი კეისარსა, რომელსა მისცა დაი თვისი ცოლად და ამათგან იშვნენ ორნი ძენი: გრიგოლ და იოანე, რომელნიც იწოდებოდნენ პროსსებესტოდ 1085 წ. მერედ შემდგომ თურქთაგან დაპყრობისა ამათნი გვარნი მოვიდნენ იმერეთს და მიიღო მეფემან მიქელაძეებად თავადებათ, მათნი მდაბალნი სახლის კაცნი მიქელაშვილებად, აზნაურად. პირველნი ცხოვრობენ იმერეთს, მეორენი ქართლსა.

მუხრან ბატონი

ესე არს აშოტანისა ბაგრატიონისა შთამომავლობანი მეორისა ხარისხით ბაგრატოანად წოდებულნი და პირველნი თავადნი, რომელნიცა ოჯახსა მათსა შინა არის უპირველესი შვილი მათი. ხოლო სხვანი მეორისა და მესამისა ხარისხის თავადობის ხარსხისანი და იწოდებიან: 1. კონსტსნტინეს შვილებად; 2. ბაგრატის შვილებად; 3. სვიმონის შვილებად. 4. ივანეს შვილებად და სხვანი.

მხეცია (ოდიშის თავადნი)

მხექუც თავადი სომეხთა - მოვიდნენ დროსა თურქთაგან დაპყრობისასა და მეფემან მიმიღო თავადად მხეციად და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მისთა მხეციაშვილობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ნ)

ნიჟარაძე (იმერეთის თავადნი)

არიან სპარსთაგან ნიჟადის შვილნი, რომელნიცა დაშთნენ იმერეთს და მის გამო იწოდებიან ნიჟარაძედ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ო-ზე და პ-ზე არ არის

თავადთა გვარების წარმომავლობა (ჟ)

ჟიჟავაძე (იმერეთის თავადნი)

ესენი იწოდნენ ჟიჟავის ადგილისა გამო გურიისა კერძოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (რ)

რატის შვილი

ესენი არიან გვარით ქსნის ერისთავნი, რომელიც ზემორე აღვსწერეთ და რომელიცა დამდაბლდნენ და რომელნიმე ასწყდენ ქსნის ერისთავთაგან და გამოიდევნენ ქსნიდგან და დაეშენნენ ქსოვრის სამუხრანოსა ადგილსა შინა. ხოლო ამა რატისშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნა მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისაგანვე აღყვანებულ სათავადობისა ხარისხსა შინა. ხოლო ერთი ამათგანი სცხოვრებდა რუსეთსა შინა, ხოლო აწ არიან თავადად ბეჟან რატიშვილი, რომეელიცა ვახტანგ დროსავე იწოდებოდა თავადად წელსა 1724 და მეფის ირაკლის დროს წელსა 1783-სა და აწ არიან ბეჟან რატიშვილები, ხოლო სხვანი არიან აზნაურად შალვას შვილები და სხვანი.

რუსიშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან დროსა თამარ მეფისასა, რომელიცა მოჰყვნენ რუსთა მეფისა ძესა ვსევოლოდიისსა სვიაჯად წოდებულის ქალაქით, რომელიც ექორწინა თამარ მეფესა ქრისტეს აქეთ 1177-სა და თამარ მეფემენ ამა რუსი შვილს რუსოვად წოდებულსა გვარითა უბოძა რუსისშვილობა და თავადობა და აწ არიან შილდას მოსახლენი ესენი: 1) ბამარის შვილები, 2) ქაიხოსროს შვილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ს)

საგინაშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი შთამამავლობანი არიან სპარსთ მთავრისა საგად წოდებულისა რომელიც საგ მთავარი დაადგინა ხალილ არაბმან ამირად წოდებულმან ესე საგ დაადგინა ტფილისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787-სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამამავლობანი იწოდნენ საგინა შვილად თავადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხითსა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა.

სიდომონისშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან გვარით არაგვის ერისთვის შთამამავლობისანი, რომელიც დავსწერე ზემორე არაგვის ერისთავთათვის და შთამამავლობათა მათთათვის.

სოლოღაშვილი

ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინა-პარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელითაც მიიღეს მამადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და აირან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა.

სუმბატისშვილი

ესენი არიან ძველადვე სომეხთა მეფეთა თავადნი, რომელ სუმბატ იყო ლალა უკანასკნელ მეფისა არტაშერისა არშაკუნიანისა, წელსა ქრისტეს აქეთ 68-სა. შემდგომად ამისა, ოდეს მოიწია მხედრობითა დიდითა ბაღდადის კერძოდგან ამირ არაბი და აღაოხრა სომეხთა სამეფოთა ადგილი, წელსა ქრისტეს აქეთ 882-სა, ამათ სუმბატთა ნათესავთა ანიდგან განივლტნენ აზრუმისა და ტრაპიზუნის მხარეს და დაშთნენ მუნ. შემდგომად მოვიდნენ დროსა მეფისა გიორგისასა შთამამავლობანი მათნი და მიიღო მეფემან გიორგი თავადობისა ხარისხითა სუმბატის შვილებათ წელსა ქრისტეს აქეთ 923. და იწოდებიან მუნიდგან სუმბატის შვილებად და აწ არიან ერთ სახლად, პაატას შვილებად, ხოლო შვილი შვილნი ამათნი: 1) თომას შვილებად, იოანეს შვილებად და სხვანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ტ)

ტუსის შვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან ძველადვე ზედგინისძეთა შთამამავლობანი ვითარცა ავღწერეთ ზემორე ამილახვარიანთათვის და გაუგვარდათ სახელისა გამო, რომელსა ამათ წინა-პართაგანსა ეწოდა სახელად თუს, და ამის გამო მიიღეს ტუსის შვილობა. ამათნი გვარნივე ჰჩნდნენ დროსავე ალექსანდრე მეფისასა წელსა 1469-სა და არიან მცხოვრებნი კახეთსა შინა ახმეტას და გაღმა მხარში: 1) არიან შიოშის შვილები, 2) ქაიხოსროს შვილები და სხვანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
უ-ზე არ არის

თავადთა გვარების წარმომავლობა (ფ)

ფალავანდის შვილი

ესენი იყვნენ მოსახლენი, პირველ ნახჩევანის ნაწილსა შინა ყრინჯაქად წოდებულსა და სცხოვრობდენ მუნ ქრისტეს აქეთ 1184-სა, ხოლო უკანასკნელ ამათი წინაპარი სიავკაცისა გამო მეფემან სომეხთამან გამორეკნა და მოვიდნენ ახალციხის და მუნ სცხოვრებდენ. შემდგომად ამისა, წელსა 1600, რა დაიპყრეს საათაბაგო თურქთა, მაშინ მათგანი რომელნიმე გათათრდნენ და დარჩნენ ახალციხეს, ხოლო სხვანი გარდმოვიდნენ და მეფემან ლუარსაბ უბოძა მამული ძაღინის ხეობასა და დაასახლა მუნ და ვინაიდგან ძველადცა იყვნენ კეთილნი და მესამის ხარისხის თავადათცა იხსენებოდნენ. ამა მეფემან ლუარსაბმან მესამისა თავადობისა ხარისხითა წელსა ქრისტეს აქეთ 1615-სა შინა და იწოდებიან ფალავანდიანად, ვინათგან ამათგან გვართა პირველ ჟამსვე ფალავანობისა გამო გაუგვარდათ და აწ არიან ესენი მოსახელეთ: 1) გლახას შვილები, 2) ზურაბის შვილები, 3) როსტომის შვილები, 6(?) ზაალის შვილები, 7(?) ბერის შვილები, ხოლო რომელნიმე სახლობენ იმერეთს.

ფალვენიშვილი

ძველად არიან ესენი მხარგრძელის შტამომავლობისანი, რომელნიც იყვნენ მხარგრძელნი უკანასკნელი მეფისა სპრსთასა ეზდიგარისა გვარისანი; ამათნი უკვე გვარნი განდევნილ იქმნენ სპარსთაგან და მივიდნენ ასურისტანსა შინა და მუნ დაეშენნენ და მერე მიიღო ამათგან წინაპარმან სარწმუნოება სომეხთა და აიესტანიდგან გადმოესახლნენ და იქმნა ამათ გვართა შინა წარჩინებული სერგის მხარგრძელი და შემდგომად ამისა განდიდებულ იქმნა ზაქარია მხარგრძელი და იოანე ძმა მისი დროსა თამარ მეფისასა წელსა 1174-სა, რომელნიც მიღებულ იქმნენ სპასპეტებად და უკანასკნელ ზაქარია აღყუანებულ იქმნა ხარისხსა შინა ათაბეგობისასა. ხოლო მამულად აქვნდათ დვინი ერევან, რომელიც არს აწ გარნიჩაი და ფლობდენ თამარ მეფისა დროსა შინა, ოდეს იოანე მხარგძელმან მიიღო მართლ-მადიდებელთა ბერძენთა სარწმუნოება დროსავე თამარ მეფისასა, მაშინ იგი უმეტეს ახლდა თამარ მეფესა განუშორებლად და შემდგომ ამისა, ოდეს მოვიდნენ თურქნი საქართველოსა ზედა სულთანითურთ თვისით და სძლო მეფემან დავით ბაგრატიონმან მეუღლემან თამარ მეფისამან, მას ჟამსა თანა ჰყვა ზაქარია მხარგრძელი იოანეთურთ და რა ძლევაი შეიმოსა მეფემან, მაშინ მიუბოძა ზაქარიას სასაფლაოდ მონასტერი სომეხთა საინი და მუნ სოფელი, ხოლო იოანეს უბოძა თავისი საზაფხულო სასახლე სოფლითურთ ერედვად წოდებული, რომელ იოანესა შთამომავლობანი სცხოვრობდენ მუნ და შემდგომად თამარ მეფისა შვილის შვილისა დავით მეფისა დროსა, იქმნა რა აღრეულობა საქართველოსა შინა და დაიპყრეს ჩინგიზთა საქართველო და ნოინთა, მაშინ ყრმა ერთი მათგანი მხარგრძელი მოიტაცეს ოსთა და მუნ კავკასიასა შინა, თავადმან თაგაურთაგანმან, ფალვენად წოდებულმან, აღზარდა შვილად თვისად, ვინაიდგან არა ესვა შვილი და მისცა ასული თავისი ცოლად და უწოდა სახელი თავისი მხარგრძელსა მას ფალვენა, და მოიყვანა მამულადვე თვისა და მუნიდგან იწოდებიან ესე მხარგრძელნი ფალვენისშვილებად. მუნ ჟამიდან წელსა 1244-სა და აწ არიან სხვა და სხვა სახელად განყოფილნი: 1) შოშის შვილებად, 2) თეიმურაზის შვილებად, 3) ივანეს შვილებად, 4) იორამის შვილებად და კიდევ სხვად და აქვნდათ პირველის შვილისას ხარისხი პირველისა სახით, სხვანი მეორისა და მესამისა სახით.

ფაღავა (ოდიშის თავადნი)

ფაღრაგულ ანუ ფაღაუმც, იყო ორბელიანთა გვარი, რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად, წელსა 1271.

ფხეიძე (იმერეთის თავადნი)

არიან სალიპარტიანნი, ორბელიანთა ნათესავი (იხილე ორბელიანი. იმათი დროინდელნი არიან).

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ქ)

ქობულაშვილი (კახეთის თავადნი)

ამათი წინა-პარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი სომეხთა მეფეთა დროსვე და მოსახლენი ანსა ქალაქსა შინა, ოდეს სუმბატ მეფე განძევებულ იქმნა ამირ არაბისაგან წელსა ქრისტეს აქეთ 882-სა. მაშინ ესე ქობულის ძენიცა განივლტნენ მასთანა და მეფე მივიდა აფხაზეთსა და სხვანიცა მრავალნი მისთანა და უკანასკნელ ამა ქობულთა შვილთაგანი დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად მეფემან დავით კახთამან შეირთო ცოლად გურიელის ასული თინათინ. ამას მოჰყვა ზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობითა მიიღო მეფემან თავადობის ხარისხსა შინა და დაასახლა რუის პირსა ადგილსა. ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა თეიმურაზისა და ირაკლისასა წარჩინებულ იქმნა ოთარ ქობულოვი და მიუბოძა მდივნობა კახეთისა და იწოდებოდენ მდივნის შვილებადცა, რომელნიცა არიან აწ: 1) დავითის შვილები, 2) იოანეს შვილები, 3) სვიმონისა, პართენისა და სხვანი.

ქოჩაქიძე (ოდიშის თავადნი)

ქუშანგ ანუ ქოჩანგ, არის ადგილსა ხორასნის მხარეს ხორაზმისასა და, ოდეს ზაქარია მხარგრძელმან ბრძო ხორასნელთა დროსა თამარ მეფისასა, მაშინ ქოჩანველი მთავრის ძე, მცირე ყრმა მოიყვანა მძევლად; ესე ყრმა მონათლეს ქრისტიანად და დაასახლეს ოდიშში და იწოდა თავადად ქოჩაქიძედ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღ-ზე არ არის

თავადთა გვარების წარმომავლობა (ყ)

ყარალაშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ თურქისტანელნი დროსა ლანგ თემურისასა და ამა თემურლანგისა სარდალი იყო ყარაალთი. ხოლო ოდეს მოიწია საქართველოსა ზედა მხედრობითა დიდითა ლანგთემურ მაშინ ტყვედ დაშთა ამ ყარაალთისა ნათესავი ყრმა ჭაბუკი დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1396-სა და მერე შემდგომად ამა ყარაალთისა ნათესავმან მიიღო მართლმადიდებლობისა სარწმუნოება და მეფემან თავადობისა ხარისხითა ყარალაშვილად და დაამოყვრა ჩოლოყაშვილს და მისცეს მამული გაღმა მხარსა შინა და დაასახლნა მუნ და არიან ვიდრე აქამომდე თავადნი ყარალაშვილად წოდებულნი.

გაგრძელება იქნება, ახლა წასასვლელი ვარ. ბოდიშით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (შ)

შალიკაშვილი

ესენიცავე არიან საათაბეგოდგანვე მოსრულნი შემდგომად განდგომისა ათაბეგისა და არიან მონათესავენი შორიელნი ათაბეგისა და ესენი მიღებულ იყვნენ პატივით დროსა სვიმონ მეფისასა წელსა 1550-სა და ესრეთვე უწოდებენ როჭიკაშვილებათ სახელისა გამო ამათ წინა-პარსა. ესენი სცხოვრებენ გაღმა მხარს ქართლისა სკრად წოდებულისა და არიან აწ ორ სახლად: 1) ვილახლას შვილები, 2) ბეცია შვილები, გვართა ამათგანნი, რომელნიმე გარდასახლებულ არიან რუსეთსა შინა ადრითვე და რომელნიმე სახლობენ ახალციხესა შინა.

შარვაშიძე

ესენი არიან გვარითვე აფხაზთა მთავრისა შარვაშიძეს მონათესავენი და მუნითგან მოსრულნი საქართველოსა შინა დროსა გიორგი მეფისასა ქრისტეს აქეთ წელსა 1325-სა, რომელმაც მიიღო კარგად და უბოძა ადგილნი თეგამის (*) ხეობასა ზედა და არიან მუნიდგან. ხოლო დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნა ელიზბარ შარვაშიძე, რომელიც დროსა ნადირშაისასა თანა წარყვა მეფე ირაკლის ინდოეთსა და ახლდა მუნ და ოდეს მუნიდგან მოვიდა მეფე ირაკლი და შეაერთა ქართლი და კახეთი, მაშინ იყო არაგვის ერისთავის მოადგილედ და აგრეთვე უბოძა მოლარეთ უხუცესობისა ხარისხი და აწ არიან მისი შთამამავლობანი ორ სახლად: 1) მალაქიას შვილი და 2) ივანეს შვილი.
(*) ეხლა თეძამის ხეობას უწოდებს ხალხი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ჩ)

ჩერქეზისშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან მისივე დროსანი მოსრულნი ჩერქეზ ქიმონიდგან და ადგილსა გამო მიიღეს გვარად ჩერქეზის შვილობა და თავადობა თამარ მეფისსავე დროსა და აწცა არიან მოსახლედ მანავს: 1) რამაზის შვილები, 2) ჯანასლანის შვილები, 3) გიორგის შვილები, 4) ნიკოლაოზის შვილები და სხვანი.

ჩიჩუა (ოდიშის თავადნი)

ძველად იყვნენ ესენი ჩიქოანის გვართაგან, რომელიც იყო ოჰან ვინმე სომეხთა თავადი და მან დაუტევა სომეხთა სჯული და იქმნა მართლმადიდებელი და ამის გამო სომეხთა უწოდეს ჩიქოჰან, ესე იგი წყეული ანუ შეჩვენებული ოჰან და მის გამო გაუგვარდათ ჩიქოანობა წელსა 1335 დროსა მეფისასა და ესენიც დაესახლნენ ოდიშშია.
ჩიქოანი (ოდიშის თავადნი)

ჩოლაყაშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან ძველად გენუზიელნი (რომელ არიან ერნი იტალიისანი და ამათი დიდი ხალხი მოვიდნენ და დაიპყრეს ყირიმი წელსა ქრისტეს აქეთ 1100 და შემდგომად მიუღეს ვენეციელთა წელსა 1297-სა და ვაჭრობდენ პონტოიისა ზღვიდგან ვიდრე კასპიის ზღვამდისაცა და ამათგანმან ვინმე წინამძღომელმან მოიწონა ადგილი გემრი დაღისტანის მხარეს და გარდმოსახლდა მუნ ერითა მრავლითა, რომელსა აწცა უწოდებენ გენოელთა და ქოფაჩთა და მთავარსა მას გენელთასა უწოდეს დაღესტნელთა ჩოლაღად, ვინაიდგან ჰყვა მრავალი ცხოვარი და ზროხა და ვაკე ადგილთა ხმარობდა იგი და აწუხებდა მუნებურთა ამა მიზეზისათვის მუნებურთა უკვე ხალხთა აღიღეს შური ჩოლაღაზე, იავარ ჰყვეს ყოვლითურთ და ასე გააღარიბეს, რომელ ერთისა ხარისა საკიდარითა ძლივღა მოვიდა სახლეულობითა თვისითა დარუბანდის გზით მეფისა გიორგისა თანა წელსა ქრისტეს აქეთ 1320-სა და ამა მეფემან მიიღო იგი ფრიად, რადგან აქვნდა პირველვე საქართველოს მეფეთა ზედა სამსახური ამათა წინა-პართა და შემდგომ ამა ჩოლაღასაცა და ამისთვის მეფემან შეიწყნარა და მიიღო თავადად ჩოლაღადვე გვარად და უბოძა კახეთსა შინა მამულნი ბეითალმანი თავადის ირუბაქის ძისა ( რომელიც იყო ირუბაქ კახოსის შთამამავლობათაგანი ძველადვე ადგილსა (სენორის ხეობასა მდგომარე) და უბოძა მუნ სოფლები და აგრეთვე ახმეტას და თიანეთს ნაწილნი მამულნი და არიან მუნიდგან თავადნი პირველნი თითქმის კახეთსა შინა. ესენი აწ არიან განყოფით მოსახლენი: 1) დურმიშხანის შვილები, 2) ჯარდანის შვილები, 3) გივის შვილები, 4) ქაიხოსროს შვილები, 5) ჯიმშერის შვილები, ქაიხოსროს შვილები შვილები, 6) ერასტის შვილები, 7) დიმიტრის შვილები, 8) ჯამასპის შვილები.

ჩხეიძეები

ესენი არიან ძველადვე თავადნი იმერეთისა საერისთაოსა ჩიხორად წოდებულისა, რომელიცა იყვნენ დროსა ნარინ დავითისა ბაგრატიონისასა ცნობილნივე თავადად წელსა ქრისტეს აქეთ 1237-სა და რომელ უკანასკნელ ამათნი სახლის შვილნი იწოდნენ ერისთავად რაჭისა, ხოლო შემდგომად ამისა ამა ერისთავთაგან დამდაბლებულნი სახლის კაცნი თვისნი მივიდნენ ქართლსა შინა და მეფემან ვახტანგმან მიუბოძა ადგილნი სურამის კერძოდ და დაასახლა წელსა 1668-სა და არიან მუნიდგან მოსულნი ქართლში და აგრეთვე იმერეთში დაშთომილნი ჩხეიძენი და სხვა სახლად მოსახლენი.

ჩხეიძე (იმერეთის თავადნი)

თავადნი გამოჩენილნი თეიმურაზ და როსტომის დროს 1636 წ. ბაგრატ მეფემ 1535 წ. შოშიტა ჩხეიძე დასვა რაჭის ერისთავად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ც)

ციციშვილი

ამათნ წინაპარნი არიან ურიასტანიდგან მოსულნი. ძველადვე მდიდარნი კაცნი და ესენნი მოვიდნენ დაეშენნენ ახალციხის ადგილსა ნაწილსა შინა ფანასკერტად წოდებულს, ამათთა შთამომავლობათა უკვე მსახურეს მეფესა თამარს და იყვნენ მეგობარიცა სპასპეტის მხარგრძელის ზაქარიასი და მის შუამდგომლობითა უბოძა მეფემან თამარ თავადობაი და ადგილისა მის ფანასკერტისა ზადამხედველობაი და მამულნი მუნ. ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა იყო წარჩინებულ მხედართა წინამძღომი ზაქარია ფანასკენტელი, რომელსა უწოდდნენ ზაზად და ამან უკვე დიდად მსახურა დროსა მოსვლისა ლანგ თემურისასა, რომელიცა ბრძოდა მეფესა და ვინაიდგან წარჩინებულ იქმნა ზაზა ფანასკენტელი, აიძულა მეფემან და გადმოასახლა საქართველოსა შინა და მიუბოძა მძოვრეთისა ხეობასა შინა სოფლები და განაყოფთა ამათთა უბოძა ნიჩბისის ხეობაზედ სოფელნი და დაასახლნა მუნ. ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა ზაზა, დაშთა ძე ციცით წოდებული, რომელმანცა მეფესა კონსტანტინეს ამანცა ფრიად მსახურა სხვათა და სხვათა ბრძოლათა შინა და ჯილდოდ ამისა მეფემან უბოძა შვილთა ამისთა და თვით მას გვარად ციციშვილობა, და აგრეთვე სახლის კაცთა და განაყოფთა ამათთა და მუნითგან იწოდებიან ციციშვილებად წელსა ქრისტეს აქეთ 1488 ესრეთ: ზემო ციციანად და ქვემო ციციანად. ზემო ციციანნი არიან, რომელნიც მძოვრეთის ხეობას მცხოვრები არიან. ხოლო ქვემო ციციანნი ნიჩბისის ხეობაში სახლობენ და ზემო ციციანნი არიან აწ მოხელეთ: 1) მოურავის შვილები, 2) მეორე ნიკოლოზისა, 3) ამილბარის შვილები, 4) გლახას შვილებად, 5) პაატას შვილებად, 6) გიორგის შვილებად, 7) ზაქარიას შვილებად და სხვანი; ხოლო ქვემო ციციანნი: 1) დიმიტრის შვილებად და აწ ცხოვრობენ მოსკოვს; 2) მდივანბეგის შვილებად; 3) ზაზას შვილებად, 4) კიდევ ზაზას შვილებად, ხოლო ამათში პირველის ოჯახისა შვილი იყო პირველ ხარისხის თავადად. ხოლო სხვანი მეორე და მესამე თავადის ხარისხისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძ-ზე არ არის

თავადთა გვარების წარმომავლობა (წ)


წერეთელი (იმერეთის თავადნი)

არიან გვარით მონათესავენი წადარის ბეგისა დაღისტანს, რომელიცა ჰფლობდა წადაარს და სხვათა მახლობელთა მისთა. ოდეს მოვიდა ლანგ თემურ და აიძულა მუნებურთა გამაჰმადიანება ამათ დაუტევეს ადგილი თვისი და მოვიდნენ ჩერქეზს და მუნიდგან გადმოვიდნენ იმერეთს მეფის ბაგრატის დროს 1395 წ. და მან მიიღო პატივით, მისცა საჩხერე და უწოდა თავადად და აწცა არიან მუნ ჟამიდგან აქამომდე, გიორგი მეფის დროს 1709 წ. შეიქმნენ უმეტეს წარჩინებულნი.

წულუკიძე (იმერეთის თავადნი)

გიორგი მეფის დროს თავადნი 1605წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ჭ)

ჭავჭავაძე (კახეთის თავადნი)

არიან ორ გვარად, პირველნი რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინა. იგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფესა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნი, რომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა, 2) მელქისადეგისა შვილები. ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდამ მოსრულნი, რომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსა. გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლესა მეფესა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ირაკლი პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემან ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნიდგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდენ მამუჩის შვილებად და რომელიცა ახლაცა იწოდებიან მამუჩის შვილებად: 1) ივანეს შვილები, 2) ბერი ნაზირის შვილები და 3) გარსევანის შვილები და სხვა.

ჭილაძენი (იმერეთის თავადნი)

ჭიხფაგ, ანუ ჭიხბაგ არის ადგილისა გამო, რომელიცა არის ალვანის მხარეს ლეკთა და არის ეგე გვარი შერაცხილი აზნაურად და თავადად მეფისა თამარის დროს, გარნა თავადნი არვინღა არიან გვარნი მისნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ხ)

ხერხეულიძე

ესენი არიან ძველად სამცხესა შინა ადგილის ხერხეთის მცხოვრებნი და მათის ხეობისა მოსახლენი, დროსავე თამარ მეფისასა და ამათ ნათესავთაგანიცა იყო მოხელედ კავკასიასა შინა, ადგილსა ნარად წოდებულსა, რომელმანაცა მუნებურისა კარგისა გვარისა ოსისა გორჭიშვილისა ქალი შეირთო ცოლად და მის გამოცა შვილთა მათთა უწოდდნენ გოჭიანად, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა დიდისა თეიმურაზისა, ოდეს სპარსნი მოვიდნენ ურიცხვთა მხედრობითა საქართველოსა ზედა და ბრძო მეფემან თეიმურაზ ადგილსა მარაბდად წოდებულსა, წელსა ქრისტეს აქეთ 1633-სა, ამა ბრძოლასა შინა მხნედ გამოჩნდა აღათანგი ხერხეულიძე, რომელიცა იქმნა წარჩინებულ და მერე შთამომავლობანიცა იყვნენ პატივ-ცემულ მეფეთაგან და მოხელენიცა იყვნენ სხვა-და-სხვა სამსახურსა შინა, და აწ არიან ხერხეულიძენი სხვა-და-სხვა სახლად: 1) დავითის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) ჯამასპის შვილები, 4) აღათანგისა და მისის ძმისწულის შვილები და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა.

ხიდირბეგის შვილი

ესენი არიან გვარათ ამილახვრიანი გვარისანი, ვითარცა აღვწერეთ ზემორე. ხიდირბეგის შვილობა მიიღეს მათ რომელ გათათრდა ამათი წინაპარი ახალციხეს დროსა დაპყრობისა თურქთაგან, და უწოდეს სახელად ხიდირბეგ და ამის გამო მიიღეს მისთა შთამომავლობათა ხიდირბეგის შვილობა. ხოლო ამა ხიდირბეგისა შვილნი მოვიდნენ ქართლსა შინა სურამის ხეობის ადგილას ხაშურსა შინა და მუნ მიუბოძა მეფემან ადგილი იგი წელსა 1630-სა და ნათელ იღეს ამათ და იწოდენ გვარად ხიდირბეგის შვილებად და არიან ზოგნი ამათნი გვარნი დაშთომილნი ახალციხეს ხიდირბეგის შვილებად, თათრებად და სხვანი ქართლში მამუკას შვილებად და სხვანი კვალად ხიდირბეგის შვილებად.

ხიმშიაშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე არიან თავადნი აჭარისანი და ოდეს დაიპყრეს თურქთა ახალციხე და მიიღეს მუნ მრავალთა მახმადის ჰსჯული ამათნი გვარნი რაოდენნიმე აიყარნენ მუნიდგან და მოვიდნენ კახეთს დროსა დიდისა ლეონ მეფისასა წელსა 1605-სა და დაეშენნენ საგურამოს თავს საგნაკორაისა ადგილსა და არიან მუნ ჟამიდგან თავადნი რამოდენიმე სახლად განყოფილნი და სხვანი არიან აჭარას და ახალციხეს ბეგებად წოდებულნი ხიმშიაშვილები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი