↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (წ)

წითელაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე იყვნენ არაგვის საერისთოს ადგილის სახასო აზნაურნი, რომელნიცა იწოდებოდენ წითლაძეთ და ოდეს ვახტანგ მეფე წარვიდა რუსეთად, თანა გაყვა წითლაძე და მსახურებდა მუნ მეფესა და მან დაუმტკიცა 1726 წელსა წითლაძე შვილობა და მერმე მეფეთაგანცა არიან მიღებულ აზნაურად და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი გვარნი, რომელნიმე დაშთნენ რუსეთს და სხვანი არიან ქართლსა შინა.

წინამძღვრისშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ პირველ ბათუმის ადგილიდგანვე ძველად და მუნებური აზნაურთაგანნი იქმნა მღვდლად და ოდეს მოუკვდა ცოლი, იქმნა მღვდელ მონაზონი და მიიღო ხარისხი წინამძღვრობისა, რომლისა გამო შთამომავლობათა მისთა გაუგვარდათ წინამძღვრის შვილობა და არიან ცნობილ დროსა თამარ მეფისავე წელსა 1202-სა და იწოდებიან მუნ ჟამიდგან წინამძღვრისშვილებად და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
შენიშვნა. სხვა ვარიანტში ჩამატებულია: ესე ბერ-მონაზონი იქმნა წარგზავნილ დაღისტნის გზით გიორგის მიერ მეფისა არჩილ მეფისადმი 1667 წ., შეპყრობილ იქმნა შამხლისაგან და უკანასკნელ მონაზონმან ამან განკურნა სნეულობისაგან შამხალი იგი და მან განუტევა კვალად. ამან ზავ-ჰყო მეფისა და შამხალისა შორის და მსახურებისა ამისათვის ებოძა წინამძღვრობა, ხოლო შვილთა მისთა - აზნაურობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ჭ)

ჭარუაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ჭარუაანნი თუმცა იყვნენ ძველად სომეხთა მდაბალი აზნაურნი, გარნა ასწყდნენ გვარნი მათნი და მეფემან მეორემან ირაკლიმ განაახლა გვარი ამათი და უბოძა აქიმსა თვისსა და იწოდებიან მუნიდგან აზნაურად და მოხსენებულ არიან ტრაკტატსა შინაცა, აწ იწოდებიან აქიმოვებათ.

ჭაშიაშვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

იმავე ჭაშიტაშვილის ქვეყნიდამ არის.

ჭაშიტაშვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ჭარი არის ქალაქი მახლობელ ეარამანიისა ადგილისა. წელსა 130 იქიდამ მოვიდა ჭაისელი და უწოდეს ჭაშიტაშვილი.

ჭვიმეტიძე (საფალავნეს შვილნი აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი და მიღებულნი მცირე აზნაურად და ცნობილნი დროსა როსტომ მეფისასა და მოხსენებულნიც ტრაკტატსა შინა.
ჭილაშვილი (იმერეთის აზნაურები)

ჭილაძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

არიან ესენი ძველადვე არაგვის მოსახლე მსახურნი კაცთაგანი შთამომავლობით, ხოლო უკანასკნელ მიიღო მეფისა ირაკლისაგან აზნაურობა ბაბანად წოდებულმა მსახურებისათვის, რომლისა გამო შვილთა ბაბანასთა უწოდებენ ბაბანაშვილებად, მოსულან ბაგრატ მეფის დროსა 1535 წ. იმერეთიდგან, საჭილაოდგან. ხოლო უმეტეს მეფის ძემ ვახტანგმა აღიყვანნა პატივსა შინა გლახა ბაბალა შვილი და უბოძა მამული და სოფელი და აწ მოსახლეობენ დუშეთსა შინა გლახა-შვილებად წოდებულნი და რომელნიმე ამათნი სახლის კაცნი მოსახლეობდნენ კახეთს კონდოლსა სოფელსა შინა, რომელნიმე მოსდოგსა შინა, რომელ ამათაც მისცა მეფემან აზნაურობისა ხარისხი ცალმოგვად, ვინადგან პირველ არა ჰყავთ ყმანი და არიან ესენი ივანეს შვილები და ვასილის შვილები.

ჭიწინაძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პარნი იყვნენ მთავრად დადგენილი ვანსა შინა, რომელსა ეწოდა წიწერან და მერე ამათმან შთამომავლობათაგანმან ვართაპეტმან, წიწერანის ძედ წოდებულმან, მოასვენა ხატი წმინდისა ღვთის-მშობლისა დროსა მეფისა დიმიტრისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1278, და მოართო მეფესა ხატი იგი, რომელსა ჯილდოთ მის ვართაპეტის შვილებსა უბოძა წიწერანის ძეობა გვარად და აზნაურობა და სახასოთა ადგილთა შინა მამული და აგრეთვე იმერეთსა შინა, რომელნიცა იწდებიან ქართლსა შინა წიწინაძედ, ხოლო იმერეთსა შინა ჭიჭინაძედ და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ხ)

ხაბარაძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მოსახლენი ადგილსა სოფელსა ხარბალად წოდებულსა, რომლისა გამო ხარბალაძეობა გაუგვარდათ ადგილისა გამო და არიან მცირე აზნაურნი დროსავე მეფისა როსტომისა და ვახტანგისასა და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
შენიშვნა: ოდეს განუდგა მეფესა ვახტანგს შანშე ერისთავი, მსახურა მეფესა და მსახურებისათვის მიიღო აზნაურობა 1719 წ.

ხაინდრავა (ოდიშის აზნაურნი)

არის ორთა გვარნი აზნაურნი.

ხანდამისშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ხანარანდ არის სახელი კაცისა. ესე იყო სომეხი საბერძნეთსა შინა მოხელედ ანტიოქიისა კერძოდ 555 წ. ამათნი გვარნი მოვიდნენ შემდგომად დაპყრობისა თათართაგან ადგილთა მათ, მიიღო მეფემან აზნაურისა ხარისხითა და მუნიდგან ეწოდებათ ხანდარანის მაგიერ ხანდამის შვილები.

ხაშანაძე (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ხუშაკუნიკ არის სოფელი ნახჩევნის მხარისა, გუსტანის ადგილის საშუალ, და მუნებურნი არიან ხაშანაძეები. ოდეს სპარსთაგან წარხდა სომეხთა ადგილნი, მაშინ მოვიდნენ და დაესახლნენ სურამის საერისთავოსა შინა.
ხეიძე (იმერეთის აზნაურები)

ხირსელაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ხირსადგან არიან ქიზიყისვე ადგილად ხირსელნი და ამის გამო გაუგვარდათ ხირსელაშვილობა.

ხმალაძე (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძველად ახალ-ციხესა მცხოვრებნი და აბჯართა ათაბაგისათა მცველნი, რომლისა გამო ეწოდათ ხმალთა მცველნი, მოსულან როსტომ მეფის დროს 1635 წ. და მერე შთამოვიდნენ ქართლსა და უწოდეს შვილთა მათთა ხმალაძე და გაუგვარდათ, რომელნიცა მოხსენებულ არიან ტრაკტატსა შინაცა.

ხუციაშვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

ესენი არიან იმერეთიდამ მოსრულნი ძველნი აზნაურნი მეფის კარის ხუცესის შვილნი, რომელთაც მსახურებისთვის მეფისა მიიღეს აზნაურობა.

ხუცისშვილი (სადიასამიძოს აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ხუციას შვილებად წოდებულნი, რომელნიცა იმერეთს მკვიდრობდენ და მუნიდგან მოვიდნენ ქართლსა და დასახლდნენ ვახტანგ მეფის დროს 1705 წ. და ხუციას შვილობა გაუგვარდათ ხუცისშვილებად და არიან მცირე აზნაურნი რომელნიმე აწ ჰსცხოვრებენ იმერეთს და რომელნიმე ქართლს და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ხუცისშვილი ანუ ტუცის შვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

იხილე ზემორე. დიასამიძის სახლის-კაცთა შორის არიან მცირენი აზნაურნი და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ჯ)

ჯავარაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძველად 1039 წ. ახალციხის კერძო ჯვარის ციხის მოურავად და ოდეს მიიღო თურქმან ახალციხე, მაშინ მოვიდა ჯავარა ვინმე ამათი წინა პარი და დაესახლა გაღმა მხრის სათარხნოს ადგილთა შინა სამეფოსა ადგილსა და ესენიც ცნობილ იყვნენ დროსა სვიმონ მეფისასავე აზნაურად და აწ რომელნიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა ჯავარაშვილად მოხსენებული ჯავარის გამო სახელისა.

ჯავარაშვილი (სათარხნოს აზნაურნი)

იხილე ზემორე სამეფო აზნაურებში. ჯარაშვილებისა არიან მონათესავენი და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულნი.

ჯანიაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ჯაან, ანუ ჯააბ სევადას შვილი, გვარით სომეხი ავღანელი. ესენი იყვნენ 861 წ. ესენი მოვიდნენ შემდგომად სომეხთა მეფობისა და დაშთნენ ქართლსა შინა.

ჯაფარიძე (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან შთამომავლობით ჩინგიზთა სულთნისა, ჯაფარად წოდებულისა, რომელნიცა ჩინგიზთაგან დადგინებულ იყო ჯაფარ სულთანი გამგეთ რაჭისა ადგილთა, რაჭიდამ მოსულან ქართლს არჩილ მეფის დროს 1634 წ. და ოდეს განდევნილ იქმნენ ჩინგიზნი საქართველოდამ, დაშთნენ გვარნი მათნი და მიიღეს მართლ-მადიდებლობაი და დაშთენ თავადობისა ხარისხითა რომელნიმე და რომელნიმე ამათგანნი აზნაურად და არიან მუნიდგან-მუნ მცხოვრებნი და რომელნიმე მდაბალნი ამათნი გვარნი მოსრულნი ქართლსა შინა, რომელნიც მოხსენებულ არიან ტრაკტატსა შინა.

ჯაფარიძე (კახეთის სამეფო აზნაურნი)

(იხილე ზემორე)

ჯაფარიძე (იმერეთის თავადები და აზნაურები)

ჯაჯანაშვილი (სათარხნოს აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი ჯანალის ძეები და გაუგვარდათ ჯაჯანის ძეობა და არან ესენი დროისა არჩილ მეფისავე წელსა 1675 და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა.

ჯომარჯიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

არიან ძველადვე მოსრულნი ახალ-ციხიდან 1655 წ. მეფე ვახტანგის დროს, მონათესავენი მეღვინეთ-ხუციანთი, ვითარცა ზემორე დავსწერეთ. რომელნიმე სახლობენ კახეთს და რომელნიმე ქართლში და ესენიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ჯღერიაშვილი (იმერეთის აზნაურები)

არის ძეღვანელნი სოფლიდამ მხარესა კაძეღაანისასა, მუნიდგან მოსულნი და იწოდნენ ჯღერიაშვილად. ესე ადგილი არს ყარსის მხარე, შარაქად წოდებული და იყო მუნ მეუფროსედ ჯღერან ვინმე გვარისა ყირგიზთაგან და ამის გამო იწოდნენ ჯღერიაშვილებად 533 წელსა.

ჰ-ზე არ არის.
აგრეთვე დავდებ სხვა საინტერესო ინფორმაციებს, მომწერეთ თუ ვის რა გაინტერესებთ და შეძლებისდაგვარად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
გოგო: შენი აზრით ლამაზი ვარ?
ბიჭი: არა
გოგო: როდესმე გამიელვებია შენს აზრებში?
ბიჭი: არა
გოგო: მოგწონვარ?
ბიჭი: არა
გოგო: გინდივარ?
ბიჭი: არა
გოგო: რომ მიგატოვო იტირებ?
ბიჭი: არა
გოგო: ჩემს გამო რაღცას გააკეთებ?
ბიჭი: არა
გოგო: ცხოვრება გირცევნია თუ მე?
ბიჭი: ცხოვრება
გოგო ტირილით გაიქცა... გული საშინლად ჰქონდა ნატკენი! ბიჭი დაედდევნა ხელიტ დაიჭირა და უთხრა: ლამაზი იმიტომ არ ხარ, რომ მშვენიერი ხარ! იმიტომ არ გაიელვებია ჩემს აზრებში, რომ სულ ჩემს ოცნებებში ხარ! იმიტომ არ მომწონხარ, რომ მიყვარხარ! იმიტომ არ მინდიხარ, რომ მჭირდები! რომ მიმატოვო იმიტომ არ ვიტირებ, რომ მოვკვდები! შენთვის რაგაცას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ! სიცოცხლეს იმიტომ ავირჩევ, რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
chveni megobroba chveni siyvaruli, gmerts vtxov sul ucvleli yofiliyos... chveni megobruli siyvaruli, sxvebisatvis magaliti yofiliyos... chveni mxiaruli saatebi mcuxarebit arasodes shecvliliyos... chveni ucodveli nabijebi sxvebisatvis magaliti yofiliyos... gachirvebashi tu sixarulshi sul mudam ertad vyofiliyot... cxovrebis mkacri kanonebi, chveni megobrobit dagvezlios... xelchakidebulebs gvevlos da sxvebistvis xeli gagveshvelos... gmerti gvfaravdes da misi morchilbi vyofiliyot...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
.................ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
.................ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
.................ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
.................ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
.................ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
.................ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
.................ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
.................ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
.................ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
.................ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
.................ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
.................ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
.................ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
.................ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
.................ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული
................. ..........სადა ხარ?!
დავშორდით?!?!?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს. მე სიყვარულზე უფრო ძლიერი სიყვარული მიბოძა ღმერთმა.შენგან მოვდივარ მენატრები,თვალს მოგაშორებ მენატრები.მონატრებაზე დიდმა მონატრებამ სამუდამოდ შენად მაქცია..ჩემი სიყვარული დედამიცაზე დაიბადა და გაიზარდა,ის არამარტო ცნობიერების არამედ ყოფიერების შვილიცაა..მე არ ვეძებ მადლობას,მე არ ვეძებ სამაგიეროს,მადლობაზე დიდი მადლობა არის ჩემთვის შენი სიცოცხლე!რომ ხარ და არსებობ.მე შენ დაგელოდები სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები სიცოცხლის იქით თუ შეიძლება ლოდინი იქაც დაგელოდები! ხო ასე მგონია: ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყველა წამის შენთან გათარება მინდა,უგონოდ მიყვარხარ ყვირილი მინდა,შენი ბაგე მინდა,შენი კოცნა მინდა.შენთვის შფოთვა მინდა,შენთვის სუნთქვა მინდა.შენი ცოდვა მინდა..შენს თავს გეფიცები შენთან ყოფნა მინდა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა...
-- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
-- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ!
-- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს....
--ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!....
............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......
...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
რაც თავი მახსოვს მე ვეძებდი ჩემი სულის წამკითხველს: სულის ნაწილს, შეშლილის ვნებით. უბრალოდ ჭკვიანს _ ამ ყველას ერთში დაგვიანებულ ბარათიდან შევიტყვე ახლა, როგორ მხვდა მე წილად საუკუნის სიყვარული. გულს ვერ ვგრძნობ მკერდში, რადგან დამხატე როგორც მირაჟი შენი სულის. შენი შემოდგომა პირველი მიპარული ფოთოლისფერი თვალები, იყო მწუხრის ლოცვა ჩემს გვერდით... უკვე დაისია. მაშინ მივხვდი რომ აღარასოდეს ამერევა ღვთაება ღმერთში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
უცბად ავიხედე და ლურჯ ცაზე დიდი ცისარტყელა დავინახე. . . ალაგ-ალაგ ღრუბლებიდან მზეც ჩანდა. . . თვალს მიკრავდა. . . მათბობდა და "მეფერებოდა". . .
გავუყევი გზას. . . ისევ იგივე რაც ყოველთვის. . . არაფერი ახარებს გულს. . . არც არაფერი ახარებდა სანამ. . . მოსახვევიდან გამოანათე. . . გული აჩქარდა. . . სიხარულმა იმატა მაგრამ რა? მაინს ისე ჩამიარე ვითომც არაფერი, არ ვყოფილიყავი. . . არც შემომხედე. . . ასე ქარივით ჩამიქროლე როგორც არარაობას. . .
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლაც ვიყავი არარაობა, რომელიც უიმედოდ იყო შეყვარებული მეორე არარაობაზე, რომელსაც თავისმხრივ არ ადარდებდა პირველი არარაობა. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე....
შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად.... შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი.... გიყვარდი და სხვა არავინ გინდოდა. ...მეც მასე ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე....სად ვიყავი? მიწაზე? არა რადგან აქ სიბოროტე და შურია.
აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
წვიმს...ზეცა ცრის...მზე სულ მაღლაა,ღრუბლებზე ზის... წვიმს... მიწას ეცემა წვეთები წყლის... შხაპუნობს, დის, წუთში წამს თვლის... წვიმს... წვიმს... წვიმს...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი