zvigeni wrote:ციტატა:
მე მეგონა უფრო სხვა ნაწარმოებზე გაკეთდებოდა აქცენტი. ხევისბერი გოჩა კარგი ნაწარმოებია ... მტავარი ამ ნაწარმოებში ისაა რომ ადამიანი ზღვარს არ უნდა გადასცილდეს და სიყვარულის გულისათვის, მეგობარი, მშობელი და სამშობლო არ უნდა გასწიროს. რამხელა პატრიოტიზმია ხევისბერის ქმედებაში რომელმაც თავის შვილს არ აპატია ის რისი პატიებაც არ შეიძლებოდა, აპატიებდა მეგობრის ღალატს, მისი ავტორიტეტის შელახვასაც მაგრამ სამშობლოს ღალატს ვერ აპატიებდა ხალხო!!!!!!!!!!! დიახაც რომ ყველამ უნდა ისწავლოს და გაითავისოს რა განძია სამშობლო. სამშობლო თავად ღმერთიაო გალაკტიონს დავესესხები, ხოდა ღმერთისა და ხატის შემაგინებელს ხევისბერი არ შეინდობდა!
სამშობლოსათვის არ უღალატია, პირიქით თავი შეაკლა კინაღამ სამშობლოს. სამშობლოს ღალატი სხვა რამეა.
უბრალოდ მადლისთვის გვაქვს ჩვენ ისეთი მარგალიტები სადაც მართლაც რომ ჩანს სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, თავდადება, რაინდობა (სტუმარმასპინძელი, ალუდა ქეთელაური.... ვაჟას ნებისმიერი ქმნილება) რომ არაფერი ვთქვა ილიაზე, აკაკიზე..... ხევისბერში კი კონკრეტულად მის ქცევაში მე ვერ ვხედავ სამშობლოს სიყვარულს. ბოდიშით მაგრამ ეს ჩემი აზრია