↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
♥♥♥ მონატრება ♥♥♥


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 266 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
საერთოდ რა არის მონატრება ?
როგორ გამოხატავთ ამ გრძნობას ?
ვინ და რა გენატრებათ?

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.

შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
:( ვინაიდან .დიდი ხანია ცამოსული ვარ. ცჰემი კვეკნიდან; კველაფერი მენ ატრება.ისიც კი რისტვისაც;არასოდეს მიმიცია მნსჰჰვნელობა.იკ ცხოვრების. დროს.მონატრება განსაკურტებიტ ახალ ცელს მიზლიერდება.11 ცელია მარტო ვხდები ახალ ცელს.მეტრება კველანი. ვინც ცავიდა ზალინ ადრე. ვიც მე მელოდება. ახალ ცელს მხიარულიც ვარ და სევდიანი. ცელსაც მარტო გავატარებ. მაგრამ ვუსურვებ ცჰემ ტავს. რომ მომავალი ახალი ცელი ცჰემ სახლსჰი გამატენებინოს. მეც და ტკვეც. ცჰვენ ახლობლებტან. ცჰემი ბუხარი მენატრება.დილიტ ;რომგცივა და რომ გაგატბობს.ტოვლი ;რომ მოდის .რომ უკურებ ცას და ისეტი გრზნობა გაკვს რომ ცასჰი დაფრინავ..-------------=tavfx= =ko= =ko= =tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
"თურმე იყო სიზმრის გროვა,
ღამეები,- "მრუმეები",
პაწაწინა ფიცრის ოდა,
ათას რამე -რუმეებით...
თითქოს იყო მონატრება
ღიმილით და ცრემლით სავსე,
ვუმზერ ბავშურ მოკრძალებას,
ჩავლილს მტვრიან შარაგზაზე...
ქარში, დარში თუ ავდარში,
მოშრიალე მწვანე ყანა,
აქვე სადაც სოფლის თავში,
ჩაუვლია ათას მაყარს...
სად ოდიდან გაპარული,
ბნელ ღამეებს ვათენებდი,
ბალახებში ჩაფანტული -
თეთრი ციცინათელები...
შუა გზაზე მცხრალ კოცონთან,
ტაროებით სავსე კალთა,
- ფეხშიშველა ის გოგონა
ღმერთო როგორ მომენატრა...
თურმე იყო სიზმრის გროვა
ღამეები,- "მრუმეები"
პაწაწინა ფიცრის ოდა
ათას რამე -რუმეებით"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
:( ვინაიდან .დიდი ხანია ცამოსული ვარ. ცჰემი კვეკნიდან; კველაფერი მენ ატრება.ისიც კი რისტვისაც;არასოდეს მიმიცია მნსჰჰვნელობა.იკ ცხოვრების. დროს.მონატრება განსაკურტებიტ ახალ ცელს მიზლიერდება.11 ცელია მარტო ვხდები ახალ ცელს.მეტრება კველანი. ვინც ცავიდა ზალინ ადრე. ვიც მე მელოდება. ახალ ცელს მხიარულიც ვარ და სევდიანი. ცელსაც მარტო გავატარებ. მაგრამ ვუსურვებ ცჰემ ტავს. რომ მომავალი ახალი ცელი ცჰემ სახლსჰი გამატენებინოს. მეც და ტკვეც. ცჰვენ ახლობლებტან. ცჰემი ბუხარი მენატრება.დილიტ ;რომგცივა და რომ გაგატბობს.ტოვლი ;რომ მოდის .რომ უკურებ ცას და ისეტი გრზნობა გაკვს რომ ცასჰი დაფრინავ..-------------=tavfx= =ko= =ko= =tavfx= =tavfx=

გეთანხმები ლი,იქ უმნიშვნელო-აქ მნიშვნელოვანია.
=ko= ღმერთმა გისმინოს.მომავალ ახალ წელს ყველა საყვარელ ხალხთან ერთად სამშობლოში შევხვდეთ =mt

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
დედა მენატრება,შვილი მენატრება,საქართველო მენატრება.სიამოვნებით შემოვივლიდი ფეხით თბილისის ქუჩებს.ყველაფერი მენატრება:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...

და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების.

მირზა გელოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მენატრება ყველაფერი, რასაც ჩემი წარსული ქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
მენატრება ყველაფერი, რასაც ჩემი წარსული ქვია.

ბაზი ჩემო საყვარელო, ვხვდები რომ შორს უნდა იყოთ საქართველოსგან და საყვარელი ხალხისგან, მაგრამ ღმერთი მაღალია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მტელი ოჯახი აქ მყავს გვერდით მაგრამ , თქვენსავით მენატრება ყველაფერი ის რასაც წარსულის სახელი დაერქვა უკვე. პირველ რიგში საქართველო, ღმერთმა იცის კიდევ როდის მეღირსება , რუსთაველზე ბეღურების ჟრიამულის მოსმენა.
უფალი შეგვეწიოს.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
აი სწორედ,სწორედ მასე მენატრები...
მონატრება ცრემლებამდე გაგიგია?
ცრემლეად დავდნი სწორედ ის მენატრები...
მონატრება კივილამდე გაგიგია?
ქალაქს შევძრავ ისე ძლიერ მენატრები...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი .......
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი..........
მ ე ნ ა ტრ ე ბ ი......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
რა მენატრება? ვინ მენატრება? პირველ რიგში ჩემი ულამაზესი თბილისი მენატრება, თავისი ქუჩებით, სითბოთი, განსაკუთრებით ღამით... ჩემი საკალელო დედიკო მენატრება:( ყველა ის ვინც ჩემგან შორსაა... მე კი ასე ვზივარ და შორიდან ვეფერები ყველას და ყველაფერს რასაც კი მონატრება ქვია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
sharlotta wrote:
ციტატა:
რა მენატრება? ვინ მენატრება? პირველ რიგში ჩემი ულამაზესი თბილისი მენატრება, თავისი ქუჩებით, სითბოთი, განსაკუთრებით ღამით... ჩემი საკალელო დედიკო მენატრება:( ყველა ის ვინც ჩემგან შორსაა... მე კი ასე ვზივარ და შორიდან ვეფერები ყველას და ყველაფერს რასაც კი მონატრება ქვია...

მე კიდე გუშინ შენ მომენატრე =ang

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
sharlotta wrote:
ციტატა:
რა მენატრება? ვინ მენატრება? პირველ რიგში ჩემი ულამაზესი თბილისი მენატრება, თავისი ქუჩებით, სითბოთი, განსაკუთრებით ღამით... ჩემი საკალელო დედიკო მენატრება:( ყველა ის ვინც ჩემგან შორსაა... მე კი ასე ვზივარ და შორიდან ვეფერები ყველას და ყველაფერს რასაც კი მონატრება ქვია...

მე კიდე გუშინ შენ მომენატრე =ang

გეხუტუნე შენო :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მენატრები,მონატრებამ გამომფიტა,
ფანჯარაშიც მხოლოდ სევდის თოვლი მოდის
და ქარიც კი დამზუზუნებს თეთრი ციდან,
თურმე როგორ მყვარებიხარ,არ ვიცოდი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ოოოო, მძიმე სურათია.

რა მენატრება? ყველაზე მაგრად მენატრება დედაჩემი და მამაჩემი. ეს ვაჟკაცები სურათიდან რო მიბღვერენ. მერე ერთი კაცი =tavfx= ,რომელიც ძალიან მიყვარს და მეგობრებიიიი. ჩემი პატარა ბინა.
ეხლა რო თბილისში დამსვა =000= აუუ რას ვიზამდი...
ჩავიკეტებოდი 2-3 დღით და ვიძინებდი და ვიძინებდი =ena= =ena=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 266 posts ] 
♥♥♥ მონატრება ♥♥♥
დესპანი