↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი,თეთრად დასახული,
ასე თეთრად,გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს,
ეს ზამთარიც,დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპაროსებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუჩქები ვერის ბაღში შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
იდგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც,ქარიც უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ,კარგო,შენისთანა არაფერი!

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
ფიცი
თუშეთის მთებში ავიდგი ფეხი,
მათი სპეტაკი მირონი მცხია,
თოვლიან მწვერვალთ სიდარბაისლე,
შეუპოვრობა ჩანჩქერი მქვია.

ვფიცავ ნაპრალებს და ჯანღის ქულებს,
რიჟრაჟზე შურთხის სტვენასა ვფიცავ,
რომ თუ დაგჭირდა, სამშობლოვ ჩემო,
ზვავზე ნაწრთობი მკერდით დაგიცავ.

ეს არის თუშის უტეხი სიტყვა,
ფუჭი არაა, წინაპრებს ვფიცავ,
ომში ფარად და ხანჯლად მიგულე,
შრომაში გუთნად, მშობელო მიწავ!

თუნდაც სიცოცხლე დაგჭირდეს ჩემი
შენს დღეგრძელობას გადავედები
და თუ ვერ შევძელ წამლად დაგედო,
მუწუკად მაინც არ დაგედები!

ბახვა ბაიხოიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყვავილს რა უნდა ქოთანში,
ვეფხვს როგორ იტევს გალია,
ქარქაშში როცა ისვენებს,
მითხარით, ის რა ხმალია?
მწამს, ყვავილს მინდვრად ვხედავდე,
ვეფხვს - ჯუნგლში მშიერს მადაზე,
ხმლის პირს სისხლის ღვრა უხდება,
ჯიუტი ხელი - ვადაზე.
ორივეს ცხენად ნუ ჩავთვლით,
ცირკისას - ფაფარბაფთიანს,
და კლდეზე ნალების მკვესავს,
მხედრიანს, ჩოხანაბდიანს.
გუთანი, ქედზე უღელი
სამკაულია ხარისა,
ვით ყელსაბამი ლამაზი -
გასათხოვარი ქალისა.
არწივის მეფურ დიდებას
მხოლოდ ჭიუხი ინახავს,
დამწყვდეულ ჯიხვის მნახველო,
არ სთქვა, რომ ჯიხვი გინახავს.
ბუნებამ ყველას ურჩია
თავის საფერი სტიქია,
თუ არ სჩანს გამონთებული,
აბა, ის რაღა ჯიქია?
ტყეს შველი ამკობს, შველს კი ტყე,
ალამაზებენ ერთმანეთს.
ვირს უნდა ბარგი ეკიდოს,
ძაღლი ცხვარს უნდა მწყემსავდეს,
დამწყვდეულ ღამურასა ჰგავს
ძაღლი - ოთახში მყეფარე.
ბეტონზე ჩანჩქერს ვერ შეჰქმნი,
მწამს მხოლოდ კლდეზე მჩქეფარე.
შველი ლაღია მშობელთან,
ნუ დავაობლებთ მშობლიანს,
ცოდვის ხელს ნუ ვყოფთ ბუნებას,
უშნოდ ნუ გავხდით შნოიანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეგ ყორნისფერი თვალები ღია
დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
ალაპარაკდი, მითხარი რამე.
ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
და იდუმალად შრიალებს ღამე.
ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?!
იყავ ღადარზე უმხურვალესი
და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა.
აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი,
ჩამოიშალა ჯანღები მთიდან.
რატომ ჩააქრე ცეცხლი ვნებათა
ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?!
მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა,
თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის.
მორჩა ეს ღამეც წაიშლება და
ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი.
და მოვიგონებ ოდესმე, კიდევ,
როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს,
როგორ წამართვი სულის სიმშვიდე,
და მოლოდინით როგორ დამღალე;
დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს,
ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს.
1940 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...

როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...

იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა,
რა ლამაზი ხარ ვიწრო კაბაში
შენ ..გაზაფხულო...და შემოდგომა.

ლამაზი სახით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ვნების კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს...სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძის ფერი ტანი.

მოდი...
იხუვლე...
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები
მე...ცარიელი... ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარული იცი რაა,
პაწაწინა ფერია.
ვისაც არ გამოუცდია,
მისთვის არაფერია.
ბიჭისთვის პროსტა იაა,
გოგოსთვის ისტორიაა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
'შენ შეიდძება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა,
მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად,
შენ შეიძლება შეგიყვაროს ცემზე ძლიერმა,
მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს ჩემზე ძლიერად!'

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ასჯერ ავანთე სანთელი
ასჯერ ჩამიქრო ქარმა
ასჯერ გითხარი მიყვარხარ
ასჯერ მითხარი არა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცხოვრაბა რაა?სიკვდილთან დავა,
ხან უკვდავების ატარებს ნიღაბს,
ცხოვრება რაა?ფინჯანიყავა
შევსვავთ და ფსკერზე დავეძებტ იღბალს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ დააპურე ჩემი ფიქრი და იდუმალი,
გულისთქმა ჩემი აღმოცენდა შენს თბილ უბეში,
ყოვლის მხილველი, ყოვლის მცოდნე,მაგრამ მდუმარე
შენა ხარ ქვეყნად ერთადერთი ჩემი ნუგეში.
შენ არაერთხელ გახურებულ შუბლს მიგრილებდი,
და შენმა მკერდმაც ჩემი ცხარე ცრემლიც იწვნია...
ო,მაპატიე სიყვარულის ყველა ილეთი
თუ ისევ შენზე, მხოლოდ შენზე გამომიცდია...
შენთან გავლიე ნახევარი ჩემი ცხოვრების
და მინდა დარჩეს ეს ამბავი როგორც თქმულება,
რადგან შენსავით საიმედო და ახლობელი
კაცი და რჯული მე ამქვეყნად არ მეგულება..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გიყვარდეს...ნებდებოდე...და ბრალი გედებოდეს,
ვერც მან გაიგოს და ვერც სხვამ...
თეთრი რომ შავდებოდეს, დილა რომ ბნელდებოდეს,
ჯუჯა რომ ღმერთდებოდეს..შენ რა?!
ენთოს და ჩაუმქრალი იყოს ჰარმონია
და გრძნობა დასჯილი კუთხეში ეგდოს,
დაე, დაიფაროს ქმრითა და შვილებით
ქალი,რომელიც გიყვარდა ერთდროს...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი