mancho2007 wrote:ციტატა:
bazi2002 wrote:ციტატა:
მენატრება ყველაფერი, რასაც ჩემი წარსული ქვია.
ბაზი ჩემო საყვარელო, ვხვდები რომ შორს უნდა იყოთ საქართველოსგან და საყვარელი ხალხისგან, მაგრამ ღმერთი მაღალია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მტელი ოჯახი აქ მყავს გვერდით მაგრამ , თქვენსავით მენატრება ყველაფერი ის რასაც წარსულის სახელი დაერქვა უკვე. პირველ რიგში საქართველო, ღმერთმა იცის კიდევ როდის მეღირსება , რუსთაველზე ბეღურების ჟრიამულის მოსმენა.
უფალი შეგვეწიოს.

ბედნიერი ქალი ყოფილხარ, ყველა შენთან ერთად არის. ჩემო ძვირფასო, ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს!
კი, ძალიან შორს ვარ.მამშვიდებს მხოლოდ ერთი რამ-ვიცი რომ მათ არრაფერი უჭირთ ჩემი მონატრების(ვიმედოვნებ) გარდა.
დარწმუნებული ვარ, არცერთი ჩვენთაგანი გულზე მჯიღის დაკვრით არ ფიცულობდა სამშობლოს, მაგრამ როდესაც "კარგავ" აცნობიერებ მის მნიშვნელობას. სამშობლო მხოლოდ მიწა არ არის. სამშობლო შენი სახლია, შენი პატარა ქუჩაა,ის გაუბედავი მზის სხივია გამთენიისას რომ შემოგინათებს საძინებელში ;ის სიოა, აივანზე გასულს მთაწმინდიდან მობერილი რომ მოგელამუნება, შენი სახლის წინ აჩურჩულებული ჭადრის ფოთლებია,შენი სამსახური და პროფესიაა და რაც მთავარია, ის ადამიანებია, რომლებიც შენი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი იყვნენ. ახალი წლის დამდეგს ეს გრძნობები უფრო მწვავდება -ხოლმე.
გილოცავვ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით! მაშ გაუმარჯოს მ ო ნ ტ რ ე ბ ა ს და ყველაფერ იმას რაც გ ვ ე ნ ა ტ რ ე ბ ა !!!!!!!!!

