|
მონატრებას ერთი რამ კურნავს- დაბრუნება!!!
ჩემი საახალწლო სურვილია რომ თითოეულ მათგანს ვინც დესპანზე შემოდის მიეღწიოთ თავისი ჩანაფიქრისა 2008 წელში და დაბრუნებოდნენ თვალცრემლიან დედას, მამას, შვილებს, დედმამიშვილებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამშობლოს!
საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...
ვუძღვნი ყველა ემიგრანტს და ვისურვებდი მენახა ისეი ბედნიერი საქართველო რომ ყველა თქვენთაგანის დაბრუნების სიხარულით ყოფილიყოს სავსე.
"აიი, ეხლა მერცხლების ამბავი უნდა გიამბოთ:
-ეეეჰ, წასულან ხედავ მერცხლებიც?! - რაღა დროსია. - არა, ჯერ, არ წასულან.. ტყეში გავიდოდნენ, ჯერ. -რა ტყეში.. ბუდე ცარიელია, ცაც.. ბეღურებიც რაღაც დაგუნდავებულები არიან, სულ ერთად ერთად მიდიან და მოდიან.. - სანამ სულ გაფრინდებოდნენ მერცხლებმა სოფლის გარეთ, ტყეში იციან თავის მოყრა.. მერე რამდენიმე გუნდად გაიყოფიან და ასე გადაფრინდებიან სხვა ქვეყანაში. - ჭკუას ატანენ, მე კი აგერ უკვე მესამედი ვარ საუკუნისა, ისევ მიქრიან.. ჰი, ჰი.. - აქ, ხო იცი გასამრავლებლად რომ მოდიან.. - მარტო გასამრავლებლად? - ხო, იქ ძალიან ცხელა და სიცხეში ვერ მრავლდებიან.. - მეგონა, მხოლოდ სიცივე ახშობდა გრძნობებს. - მერე, ოკეანეს როცა გადაუფრენენ, გემებზე ისვენებენ.. მიჰყვებიან დეპორტირებულებივით, უბილეთო ემიგრანტებივით.. - როცა გემები იძირებიან? - ამიტომაც რამდენიმე გუნდად მიდიან.. - უკან რატომღა ბრუნდებიან? - შენ ხომ ელი? მეც ველოდები ხოლმე.. აბა, პაპის დღიურში ჩაიჭყიტე.. 1960-1983 წწ. 14 მარტი მოფრინდნენ, 16 სექტემბერი გაფრინდნენ. - ჩვენი მოლოდინი აბრუნებთ ჩვენთან. - რა ვიცი... მე კი მგონია, რომ აქ, ყველაზე ლამაზია ცა.. აი, ასეთი ღრუბლები თეთრიიი, დიიდიი, ნაღებივით ტკბილი, მამის ხელივით თბილი სხვაგან არსად არ არის.. ცის მონატრება აბრუნებთ.. მზის. - დაბრუნდებიან! - ჰო, მერცხლები, ჰო..
|