სვასტიკა და ნაციზმი
ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1920 წლის აგვისტოში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო (ერთი ვერსიით იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ კლაუს ჰოფერს, ჯერ კიდევ ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების ”ტულეს საზოგადოების” 1919 წ. დაარსების დროს რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი). ამ სიმბოლომ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რაზეც ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: ”ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა”. მან სვასტიკა დაუკავშირა ”არიული რასის” სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო სიცრუეზე დაფუძნებული ნაცისტური იდეოლოგია ააგო.
გერმანული ოკულტური ორგანიზაციის "ტულეს საზოგადოების" ემბლემა.
http://up.pixgeo.com/out.php/i3918_78px ... lempj5.jpg
1933 წლის ნაცისტური მოძრაობის დროშა
http://up.pixgeo.com/out.php/i3919_120p ... 933nx9.jpg
სვასტიკა ქრისტიანულ სამყაროში
http://up.pixgeo.com/out.php/i3920_120p ... vastik.jpg
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იატაკი.
ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო - სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე.
ისრაელი
სემიტურ სამყაროში სვასტიკის გამოსახულება საკმაოდ ხშირად გვხვდება. მას აქაც წმინდა და საკრალური დანიშნულება აქვს. შესაძლოა ეს კავშირი სათავეს შუმერიდან იღებდეს, რადგან სემიტური კულტურა შუმერული კულტურის წიაღიდან აღმოცენდა. სვასტიკამ განსაკუთრებული დანიშნულება მოიპოვა ძველ ისრაელში. აქ მზისა და კოსმიური მოძრაობის ამ უნიკალურ ნიშანს ხშირად იყენებდნენ სინაგოგების მოჩუქურთმებისას. ძველი ისრაელის უმთავრეს ტაძარშიც კი - სოლომონის ტაძარში - გვხვდებოდა სვასტიკის მისტიური ორნამენტი.
[img]
http://up.pixgeo.com/out.php/t3921_150p ... astika.jpg[/img]
სვასტიკის მოზაიკა სინაგოგაში.