თოვლის ბაბუ, თეთრო ბაბუ!
რამდენი ხანია შენთვსი არაფერ მომიწერია..არაა, კი არ დამავიწყდი...შენს ლამაზ საჩუქრებს, შენი დანახვის სურვილით გათენებულ ღამეებს , შენთვის თავმოსაწონად ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს რა დამავიწყებს..უბრალოდ, გავიზარდე..გავიზარდე და მომერიდა შენი შეწუხება,შენ ხომ ამდენი ლამაზი ბავშვი გელოდება მოუთმენლად.. ეხლა შენთვის გამოგზავნილ წერილებს გადავავლე გონების თვალი და უცებ მივხვდი,რომ ყოველთვის , ყველა წერილში რაღაცას გთხოვდი, რაღაცას გეხვეწებოდი და არასოდეს მითქვამს როგორ უზომოდ მიყვარდი..
მიყვარდი კი არა, ეხლაც მიყვარხარ, უზომოდ მიყვარხარ...მიყვარს შენზე მოგონებები, შენზე ფიქრები...იცი, აი ის ბარბის სახლიც მაქვს შენახული 10 წლისას რომ მომიტანე...როგორ გამახარე მაშინ...

ეხლა მინდა მოგეფერო, ჩაგეხუტო და უდიდესი მადლობა გითხრა, თითოეული იმ ლამაზი წუთისთვის შენ რომ მჩუქნიდი, თითოული იმ ლამაზი მოგონებისთვის შენგან რომ დამრჩა...მიყვარხარ თოვლის ბაბუ...გვიყვარხარ ყველას ყველას...
იცოცხლე დიდხანს, იყავი მარად, ჩვენი ბავშვობის ტკბილო მოგონებავ, ჩვენი ახალიწლის მშვენებავ...
გკოცნი და გეფერები...
უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით
ქეთა
პ.ს. და რომ არ იფიქრო ქეთას გონია დავბერდი და აღარაფერს მთხოვსო..
თუ შენთვის ძნელი არ იქნება,გთხოვ რომ ახალი წლის ღამეს თოვდეს...