↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
dorado-ს წერილებში ვერ ვნახე ვერანაირი არასწორი, მცდარი ან რეალობას მოკლებული აზრი. ყოჩაღ! დორადო, ძალიან მძიმე ტვირთი გაქვს ამ საიტზე ნატვირთი და მეცოდები, იმიტომ, რომ ამ საიტზე უფრო მეტად საქართველოსთვის კარგად ცნობილი ტრადიციული ოპოზიციონერები აქტიურობენ და არავის აზრს არაფრად არ მიჩნევენ, გარდა თავისა. მიგულეთ თქვენს გვერდით და არ შეგეშინდეთ, თქვენ ძალიან ბევრი მკითხველი გამჩნევთ და გაფასებთ. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. თქვენი შეხედულებების სისწორე მხოლოდ შორეულ მომავალში გახდება ნათელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
თქვენ ამ ხალხს ტრადიციულ ოპოზიციონერებს უწოდებთ,ისინი ცოტა სხვანაირად ფიქრობენ,რომ მოუსმინოთ კარგი იქნებოდა,თუ არ მოუსმენთ ეგეც თქვენი ნებაა,უბრალოდ დაუფიქრებელი სიტყვების წარმოთქმა თქვენი მხრიდან ცოტა არასწორია...თქვენი უფლებაა მოიწონოთ ან არ მოიწონოთ ვინმეს ნაწერი,ამას არავინ გართმევთ,უბრალოდ სხვების მიმართაც თუ გამოიჩენთ ცოტა პატივისცემას კარგი იქნება...ყველას აზრს მივესალმები გულითა და სულით,მე მაპატიეთ თუ ყველასი მისაღები არ არის ჩემთვის...რაც შეეხება ქვიშას და წყლის დინებას,მაგ ქვიშებზე მოგუდული თევზიც ბევრი უნახავთ,ეს ისე...არავის ცუდად არაფერს ვეუბნები,უბრალოდ ამ ანდაზაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება...თუ ვმსჯელობთ და ვფიქრობთ,ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს,ეს არ ნიშნავს იმას,რომ ერთმანეთს რაიმე ფორმით მაინც მივაყენოთ შეურაცხყოფა,ძალიან გთხოვთ გამოხატეთ აზრი და სხვების აზრსაც ეცით პატივი ტრადიციული ოპოზიციონერები იქნებიან თუ პოზიციონერები(არსებობდეს მაინც იდეაში ასეთი რამე...):) :) :)

=ko= =ko= =ko= დღეს მორჩება საგანგებო მდგომარეობა,ვნახოთ რა შეიცვლება რეალურად....=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
ninochka, მე ექსპერიმენტი ჩავატარე! როცა მთავრობა შევაქე - კარმა დამაკლდა, როცა ოპოზიცია შევაქე - კარმა მომემატა, როცა ოპოზიცია კარგად არ მოვიხსენე (შეურაცყოფა ნამდვილად არ მიმიყენებია ისეთი, როგორიც თვითონ იციან)- კარმა ისევ დამაკლდა! ახლა უკვე ადვილად ვხვდები ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს. ისე საინტერესოა, მაგ ოპოზიციონერებს მსგავს "ჭკუის დასარიგებელ" წერილებს უწერ ხოლმე თუ მხოლოდ ჩემნაირ "გაუნათლებელ" ხალხს არიგებ ხოლმე ?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
და არამარტო კარმა,ზოგიერთი ოპოზიციონერი ჩასაფრებულია დესპანის სხვადასხვა ტოპიკებზე, მაგ. "რას შეცვლიდით"'"ქალი და მამაკაცი" და ა.შ. ისინი აგროვებენ პირად ინფორმაციას სპეციფიკურად იმ ხალხის შესახებ,ვინც მატ აზრს არ იზიარებს და ეს გადააქვთ პოლიტიკურ ტოპიკებში პირადული დამცირებისთვის და თან ისე, რომ იხსენიებიან"სტუმრებად" და თავს არ ამხელენ.
მაგალითისთვის, ერთი ასეთი "სტუმარი"-მას შემდეგ რაც ნახა ჩემს მიერ გამოთქმული აზრი ტოპიკში"რას შეცვლიდით"
სრულიად დაუკავშირებელი, განყენებული თემიდან ამოკრებილი ინფორმაციით "მებრძვის" უკვე სხვა, ვებ-ტV-ის გვერდზე-"კიდევ კარგი რომ ჩვენც თქვენნაირად არ ვმსჯელონთ, თორემ ხომ გაგვიხდებოდა ცხოვრება თავიდან დასაწყები"-ო...და ამ ხალხს კიდევ დემოკრატიის პრეტენზიები აქვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამოდის, რომ ძალიან პოლიტიზირებულია "დესპანზე" თავმოყრილი საზოგადოება. რას ვიზამთ, ესეც საქართველოა, ალბათ ამისი ეშინია მტერს და ფიქრობს: ქართველები ერთმანეთს არ ინდობენ და ჩვენ რომ შევიდეთ, ჩვენ რა დგეს დაგვაყრიანო". გამოსავალზე ბევრჯერ მიფიქრია და რა დასკვნამდეც მივსულვარ, იმას რა მათქმევინებს, კარმები კი არა ალბათ დედამიწაც აქეთ დამრჩება!
dorado, მადლობა თქვენ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
და საერთოდ, რა უბედურებაა ეს "სტუმარი", უკეთესი იქნება, თუ წერილები გამოქვეყნდება მხოლოდ დარეგისტრირებული სახელებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან ვთხოვ ყველას ვაიკითხოთ ილია მეორის ქართველი ერის აღსარება რომელიც დაწერა სინას მთაზე.

"მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და დაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: „მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Nov 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვეხმაურები პეტერს, მე ვარ ემიგრანტი და ძალიან გთხოვ ვიღაც ერთ არაკაცშიყველას ნუ გაგვრევ. აღშფოთებულები ვართ ამ ვანდალიზმით. 6- ში ღამეს საქართველოში რომ დაარბიეს მოშიმშილეები, აქ ამერიკაში შუაღამე იყო, ისე შემომათენდა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა არა მარტო მე მრავალი ჩემო მეგობარიც ამ დღეში იყო, იყო რეკვები საქართველოში და რა ვიცი რა. შემდეგ იმედი რომ გათიშეს ხომ სულ გავგიჟდით.ამ ყველაფერს ვისაც ინტერნეტი გვაქვს ყველამ ვუყურეთ. ეს იყო საშინელება. პეტერ. მაგ ემიგრანტების სახელით მე მგონი , ეგ უმრავლესობის მარიონეტები არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩვენ გელათშიც გვახსოვს
ფიცი შენი,
ბრწყინვალება ატლასის და ფარჩის,
ეჰ, ამდენი დაპირების მერე
ბოკერიას პრეზიდენტად
დარჩი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
asdf wrote:
ციტატა:
ninochka, მე ექსპერიმენტი ჩავატარე! როცა მთავრობა შევაქე - კარმა დამაკლდა, როცა ოპოზიცია შევაქე - კარმა მომემატა, როცა ოპოზიცია კარგად არ მოვიხსენე (შეურაცყოფა ნამდვილად არ მიმიყენებია ისეთი, როგორიც თვითონ იციან)- კარმა ისევ დამაკლდა! ახლა უკვე ადვილად ვხვდები ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს. ისე საინტერესოა, მაგ ოპოზიციონერებს მსგავს "ჭკუის დასარიგებელ" წერილებს უწერ ხოლმე თუ მხოლოდ ჩემნაირ "გაუნათლებელ" ხალხს არიგებ ხოლმე ?:(

შენი ექსპერიმენტები შენი საქმეა ჩემო კარგო,მეც დამაკლდა კარმა,მაგრამ რა ვქნა ვერც თავს მოვიკლავ,ვერც ნერვებს ავყვები,რათქმაუნდა,მშვენიერია ბევრი კარმა,მაგრამ რას ვიზამთ...იმას ვწერ რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ იმას რასაც ვხედავ,არც არავის მხარეს წარმოვადგენ!!!რაც შეეხება ჭკუის დარიგებას,ჩემგან თუ ეს აქ ვინმეს გინდათ(რაც ნაკლებად მგონია)ვეცდები რამე მოვახერხო:)))))ეს ხუმრობით რათქმაუნდა,მე აქ არავის ჭკუას არ ვარიგებ,ეს როლი ძალიან არ მომწონს,უბრალოდ ვაფიქსირებ აზრს,ისე ნება თქვენია ამას რაც გინდათ ის უწოდეთ...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
asdf wrote:
ციტატა:
ninochka! საქართველოს მდგომარეობა რომ არ აწუხებდეს მე ასეთი ქართველი არ მგონია რომ არსებობდეს! არავის არ ეგონოს, რომ ქვეყნის მართვა შეიძლებოდეს მსხვერპლის გარეშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
asdf wrote:
ციტატა:
ninochka, მე ექსპერიმენტი ჩავატარე! როცა მთავრობა შევაქე - კარმა დამაკლდა, როცა ოპოზიცია შევაქე - კარმა მომემატა, როცა ოპოზიცია კარგად არ მოვიხსენე (შეურაცყოფა ნამდვილად არ მიმიყენებია ისეთი, როგორიც თვითონ იციან)- კარმა ისევ დამაკლდა! ახლა უკვე ადვილად ვხვდები ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს. ისე საინტერესოა, მაგ ოპოზიციონერებს მსგავს "ჭკუის დასარიგებელ" წერილებს უწერ ხოლმე თუ მხოლოდ ჩემნაირ "გაუნათლებელ" ხალხს არიგებ ხოლმე ?:(

ძალიან ცუდი დასკვნები გამოგაქ ძვირფასო, მე კიდევ მთავრობაზე რომ გამოვთქვი პრეტენზიები სწორედ მაშინ დავკარგე კარმები და თანმიმდევრობით ყოველ 6 საათში მაკლდებოდა. სამწუხაროდ ეხლაც ისე უსინდისოდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე მაკლებს ვიღაცა კარმებს, მიუხედავად იმისა რომ არავისთან შეხება არამაქვს არანაირი და საერთოდ შევეშვი პოლიტიკაზე საუბარს.
ძალიან დამწყდა გული თქვენი და კიდევ რამდენიმეს კომენტარები რომ წავიკითხე. საკმაოდ კარგად იგესლებით და თან ვითომდა აქ არაფერიაო შენიშვნებსაც არ კადრულობთ.
სხვათაშორის კარმები დიდად არ მაღელვებს რამდენიც გინდათ წაიღეთ.:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
asdf wrote:
ციტატა:
asdf wrote:
ციტატა:
ninochka! საქართველოს მდგომარეობა რომ არ აწუხებდეს მე ასეთი ქართველი არ მგონია რომ არსებობდეს! არავის არ ეგონოს, რომ ქვეყნის მართვა შეიძლებოდეს მსხვერპლის გარეშე.

ძალიან ცუდია თუ მართლა ასე ფიქრობთ,მასეთი ქართველი ძალიან ბევრია,ამაში ბევრი შემოგედავებათ,ნამდვილად...რაც შეეხება მეოპრეს,მანდ მსხვერპლსაც გააჩნია მგონი რომ...

პიკასო მე გაჩუქებ შენ კარმას,ეს ისე,ზოგადად,მხოლოდ ამ კონკრეტული წერილისდა გამო არა...=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
pikaso22
ძალიან ცუდი დასკვნები გამოგაქ ძვირფასო, მე კიდევ მთავრობაზე რომ გამოვთქვი პრეტენზიები სწორედ მაშინ დავკარგე კარმები და თანმიმდევრობით ყოველ 6 საათში მაკლდებოდა. სამწუხაროდ ეხლაც ისე უსინდისოდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე მაკლებს ვიღაცა კარმებს, მიუხედავად იმისა რომ არავისთან შეხება არამაქვს არანაირი და საერთოდ შევეშვი პოლიტიკაზე საუბარს.
ძალიან დამწყდა გული თქვენი და კიდევ რამდენიმეს კომენტარები რომ წავიკითხე. საკმაოდ კარგად იგესლებით და თან ვითომდა აქ არაფერიაო შენიშვნებსაც არ კადრულობთ.
სხვათაშორის კარმები დიდად არ მაღელვებს რამდენიც გინდათ წაიღეთ.

შენი კარმები მე არაფერში არ მჭირდება, არც კამათი არ მინდა შენთან,საერთოდ არ მჭირდება შენისთანა ავანტიურისტებთან და "გესლიან" ხალხთან ურთიერთობა. ძალიან "კარგად" გაქვს წარმოჩენილი შენი თავი დესპანზე, მასე გეჭიროს! ალბათ მიხვდი რატომ არ გწერ პასუხებს, მოპაექრეს მხოლოდ ღირსეულს ვესაუბრები (გინდა ოპოზიციონერი იყოს და გინდა პოზიციონერი) და არა შენისთანა უზრდელებს. და კიდევ, იცოდე რომ მე პოსტებს შენს წასაკითხად არ ვწერ და არც პასუხს ველი შენგან, მანამ სანამ უზრდელობისთვის ბოდიშს არ მოიხდი. თან გაფრთხილებ, თუ ჩემს მოთხოვნას არ დაემორჩილები, იმ დღიდან მხოლოდ შენი კარმების დაკლებაზე ვიმუშავებ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი
დესპანი