როცა ძალიან მენატრები...
თუ დააკვირდები,შეამჩნევ.
როდესაც მუსიკას უსმენ და ამ დროს მუსიკასთან ერთად რაღაც მოდის...
და ვერ გაგიგია რა არის?!
ან კიდევ,როცა ბაღში დასეირნობ,სრული სიჩუმეა,ნიავიც არ იძვრის.
უცებ ფოთოლი მოწყდება და შრიალით შენს ფეხებთან დაეცემა.
ფოთოლი კი სულაც არ არის გათვითლებული,არც დამჭკნარი და შეიძლება
გაიფიქრო კიდეც,რატომ ჩამოვარდა.
მაგრამ მალე გავიწყდება და შემდეგ სულ სხვა რამეზე ფიქრობ...
ან კიდევ,როცა გძინავს დაძალიან ლამაზ სიზმარს ხედავ-გამოიღვიძებ და
აღარ გახსოვს რა იყო,მაინც გრჩება რაღაც სასიამოვნო,პატარა,გაურკვეველი გრძნობა.
ან კიდევ,როცა ფანჯარასთან ზიხარ და ხედავ პაწაწინა მზის სხივი შემოპარულა ოთახში
და იატაკზე გაშოტილა...
შეამჩნევდი ნამდვილად...
ის მე ვარ!
მე ვარ,როცა ძალიან მომენატრები.

