შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521861
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
გურიის სამთავრო
გურიის სამთავრო XIV საუკუნიდან არსებობდა, თუმცა პერიოდულად სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ხოლმე. XV საუკინიდან საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
გურიის მთავრები იყვნენ გურიელები (წარმოშობით ვარდანისძეები): კახაბერი გიორგი I მამია I როსტომი გიორგი II ვახტანგ I მამია II სვიმონ I მალაქია I ვახტანგ II ქაიხოსრო I დემეტრე გიორგი III მალაქია II მამია III გიორგი IV ქაიხოსრო II მამია IV გიორგი V ვახტანგ III სვიმონ II მამია V 1462-1483 1483-1512 1512-1534 1534-1564 1564-1582 და 1587-1600 1582-1587 1600-1625 1625-1626 1626-1639 1639-1641 1641-1658 1658-1665 1665-1684 1684-1688 1688-1714 1714-1716 და 1717-1726 1716-1717 1726-1765 და 1772-1776 1765-1772 და 1776-1790 1790-1797 1797-1804 1804-1826 გურიის ზოგი მთავარი პერიოდულად იმერეთის მეფეც ხდებოდა ხოლმე მაგ. დემეტრე (1666-1667წწ.); გიორგი III (1681-1683წწ.); მამია III 1701წ, (1711-1712) და (1713-1714წწ.); გიორგი IV (1716-1717წწ.). 1826 წელს გურიის სამთავრო გააუქმა მეფის რუსეთმა.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521863
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
ჰერეთის სამეფო
ჰერეთის სამთავრო შეიქმნა IX საუკუნის დასაწყისში უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში, მისი დედაქალაქი იყო გიში. 893 წლს ჰერეთის მთავრებმა ''მეფის'' ტიტული მიიღეს.
ჰერეთის მეფე-მთავრებია:
საჰილ იბნ სუმბატი ადარნასე I გრიგოლ ჰამამი საჰაკ სევადა ადარნასე II პატრიკი იშხანიკი იოანე სენექერემი დაახლ.815-840 დაახლ.840-865 865-897 897-911 911-944 944-951 951-959 959 წელს ჰერეთი შეიერთა კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე II-მ.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521864
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
იბერიის (ქართლის) სამეფო
ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია:
არტაშესიანთა დინასტია: არშაკ I არტაგ I ბარტომ I მირდატ II არშაკ II არტაგ II 170-145 145-143 143-125 125-110 110-95 95-60
ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით): არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია): ქართამ I კაოსი ქართამ II არმაზელი არტაგ III 60-30 30-20 ძვ.წ.20-ა.წ.5 5-25
მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია): ბარტომ II ფარსმან I არშაკ III მირდატ III 60-40 40-25 ძვ.წ.25-ა.წ.5 5-25
ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები: მირდატ III ფარსმან II მირდატ IV ფლავიუს დადე მირდატ V ფარსმან III ქველი ქსეფარნუგი ფარსმან IV ამაზასპი 25-35 35-68 68-76 76-120 120-170 170-200 200-230 230-265
სასანიანთა დინასტია: რევ მართალი (ჰორმიზდაკი) მირიანი წმ. ბაკურ I მირდატ VI ასფაგური (ვარაზ-ბაკური) 265-285 285-335 335-355 355-364 364-368
368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ: საურმაგ II ბუზმირ I ბუზმირ II 368-380 380-406 406-430
ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ: ასფაგური (ვარაზ-ბაკური) ბაკურ II ფარსმან V მირდატ VII არჩილი 368-385 385-396 396-412 412-429 429-434
დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია. მირდატ VIII ვახტანგ I გორგასალი დაჩი უჯარმელი ბაკურ III ფარსმან VI გურგენი ძამანარსე ფარსმან VII 434-449 449-494 494-506 506-512 512-519 519-523 523-535 535-537
ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან:
მირდატი (ფარსმან II-ის ძმა) 36-51 რადამისტი (ფარსმან II-ის ძე) 51-54, 56-59
შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521866
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
იმერეთის სამეფო
1258 წლიდან, როცა დავით 6 ნარინი დასავლეთ საქართველოში გაექცა მონღოლებს - არსებობას იწყებს იმერეთის სამეფო.
იმერეთის პირველი მეფეები: დავით I (VI) ნარინი კონსტანტინე I მიქაელი 1258-1293 1293-1327 1327-1329 1329 წლეს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და იმერეთის სამეფო სამთავროდ ''გადაკეთდა'' იმერეთის მთავრები: ბაგრატ I ალექსანდრე I გიორგი I კონსტანტინე II დემეტრე ბაგრატ II 1329-1372 1372-1389 1389-1392 1392-1414 1414-1455 1455-1463 1463 წელს ბაგრატ II-მ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იმერეთის მეფე გახდა მალე (1466წ.) მან ქართლი დაიკავა და ქართლ-იმერეთს განაგებდა ბაგრატ VI-ის სახელით. 1478-1484 წლებში ქართლ-იმერეთს განაგებს კონსტანტინე II ქართლის ბაგრატიონთა შტოიდან, ხოლო 1484 წლოდან იმერეთი საბოლოოდ ხდება დამოუკიდებელი, ცალკე სამეფო იმერეთის მეფეები: ბაგრატ II (VI) კონსტანტინე III (II) ალექსანდრე II ბაგრატ III გიორგი II ლევანი როსტომი გიორგი III ალექსანდრე III ბაგრატ IV უსინათლო
ვახტანგ ჭუჭუნაშვილი არჩილი
დემეტრე გურიელი გიორგი გურიელი ალექსანდრე IV გიორგი IV გოჩია სვიმონი მამია გურიელი გიორგი აბაშიძე გიორგი V
გიორგი გურიელი (II) ალექსანდრე V გიორგი VI სოლომონ I დიდი დავით II სოლომონ II 1463-1478 (1466-78 ქართლ-იმერეთი) 1478-1484 (ქართლ-იმერეთი) 1484-1510 1510-1565 1565-1586 1586-1590 1590-1605 1605-1639 1639-1660 1660-1661, 1663-1665, 1667-1678 და 1679-1681 1661 და 1665-1666 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და 1697-1698 1666-1667 1681-1683 1683-1690 და 1691-1695 1696-1697 1698-1701 1701, 1711-1712 და 1713-1714 1701-1703 და 1704-1707 1703-1704, 1707-1711, 1712-1713, 1714-1716 და 1717-1720 1716-1717 1720-1740 და 1741-1752 1740-1741 1752-1784 1784-1789 და 1790-1791 1789-1790 და 1791-1810 17 საუკუნის დასაწყისიდან იმერეთი ოსმალეთის მოხარკე იყო. 1660-1752 წლები განუწყვეტელი სამოქალაქო ომების ხანაა იმერეთის სამეფოში. 1757 სოლომონ I-მა გადააგდო ოსმალეთის უღელი. 1810 წელს იმერეთის სამეფო გააუქმა და შეიერთა რუსეთის იმპერიამ.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521867
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
კახეთის სამეფო
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII საქართველოს დაშლის შემდეგ კახეთში გადავიდა და იქ დამოუკიდებელი სამეფო დააარსა. კახეთის სამეფო 1466-1762 წლებში არსებობდა. გიორგი I (VIII) ალექსანდრე I გიორგი II ავგიორგი ლევანი ალექსანდრე II დავით I კონსტანტინე I ხანი თეიმურაზ I
როსტომი არჩილი ერეკლე I ნაზარ ალი ხანი დავით II იმამ ყული ხანი კონსტანტინე IIმაჰმად ყული ხანი თეიმურაზ II ერეკლე II 1466-1476 1476-1511 1511-1513 1518-1574 1574-1605 2.08.- 21.10.1602 12.03.- 22.10.1605 1605-1616, 1625-1633 (ქართლ-კახეთი) და 1634-1648 1648-1658 (ქართლ-კახეთი) 1664-1675 1688-1703 (ქართლ-კახეთი) 1703-1722 1722-1733 1733-1744 1744-1762 კახეთის სამეფო ირანის მოხარკე იყო: 1518-1524, 1538-1578, 1625-1625, 1633-1634 და 1648-1747 წლებში. ოსმალეთის მოხარკე 1578-1605 წლებში. ირანის შაჰებს არაერთხელ უცდიათ კახეთის სამეფოს გაუქმება და მისი რიგით სახანოდ გადაქცევა. კახეთის ყიზილბაში გამგებლები: ფეიქარ ხანი სალიმ ხანი სელიმ ხანი ბეჟან ხანი 1616-1625 1633-1634 1658-1664 1675-1688 ქართლ-კახეთი ამა ტუ იმ მიზეზის გამო ხშირად ერთიანდებოდა ხოლმე: 1513-1518, 1625-1633, 1648-1658, 1688-1703წწ. 1762 წელს ქართლ-კახეთი საბოლოოდ გააერთიანა ერეკლე II-მ.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521869
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
კახეთის სამთავრო
კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკინის მეორე ნახევარში, თავიდან მისი დედაქალაქი იყო თიანეთი, ხოლო 959 წლიდან თელავი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს ხოლო 1014 წლიდან კი კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს.
კახეთის მეფე-მთავრებია: ჯუანშერი გრიგოლი ვაჩე (დაჩი) სამოელ დონაური გაბრიელ დონაური ფადლა I კვირიკე I ფადლა II კვირიკე II დავითი კვირიკე III დიდი გაგიკი აღსართან I კვირიკე IV აღსართან II 761-787 787-827 827-839 839-861 861-881 881-893 893-918 918-939 939-976 976-1009 1014-1037 1037-1058 1058-1084 1084-1102 1102-1104 959 წელს კახეთს შეუერთდა ჰერეთი, 1009-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო 1104 წელს იგი საბოლოოდ შეიერთა დავით IV აღმაშენებელმა.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521870
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
კლდეკარის საერისთავო
კლდეკარის საერისთავო IX საუკუნეში დააარსა არგვეთიდან ჩამოსახლებულმა ლიპარიტ ბაღუაშმა. ბაღუაშთა საგვარეულო 1102 წლამდე ფლობდა ამ ერთ-ერთ უძლიერეს საერისთავოს, ლიპარიტ I .... ლიპარიტ II რატი I ლიპარიტ III რატი II ლიპარიტ IV ივანე ლიპარიტ V რატი III 876 დან. .... დაახლ. 940-960 დაახლ. 960-988 დაახლ. 988-1005 დაახლ. 1005-1021 დაახლ. 1021-1059 დაახლ. 1059-1074 დაახლ. 1074-1095 დაახლ. 1095-1102 1102 წელს დავით IV აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521872
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
კოლხეთის (ეგრისის) სამეფო
კოლხეთის პირველი სამეფო (კოლხა) წარმოიქმნა რიონისა და ჭოროხის აუზში დაახლ. ძვ.წ.XV-XIV საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო აია ანუ დღევანდელი ქუთაისი. კოლხეთის ამ სამეფოს მეფეებიდან ცნობილია მხოლოდ ლეგენდარული აიეტი რომელიც ძვ.წ.XIII საუკუნის შუა წლებში მეფობდა. ძვ.წ.VIII საუკუნის 50-იან წლებში კოლხამ დაიპყრო თავისი მეზობელი დიაოხი, მაგრამ მალევე განადგურდა მომთაბარე ტომების კიმერიელების და სკვითების შემოსევების შედეგად (დაახ. ძვ.წ.730-720წწ). ძვ.წ.ძვ.წ.VI საუკუნეში ხელახლა ჩნდება კოლხეთის სამფო (დედაქალაქი ციხე-გოჯი), რომლის მეფეებიდან (თუ მმართველებიდან) ცნობილნი არიან:
იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302 წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფი ხდება. ძვ.წ.II საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს. ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე არისტარხე მართავდა. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს ''მესამე კოლხური სამეფო'' ლაზიკეს სახელს ატარებდა. II საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:
მალახა რომის იმპერატორ ადრიანეს(117-138) თანამედროვე ბაკური რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე
ა.წ.III-IV საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო V საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი მეფეებიდან ცნობილია:
გუბაზ I სამნაღირ I სამნაღირ II წათე I გუბაზ II წათე II დაახლ.440-465 დაახლ.465-490 დაახლ.490-520 დაახლ.520-529 დაახლ.529-554 დაახლ.554-562
ეგრის-ლაზიკე განუწყვეტლივ ბრძოლებს აწარმოებდა ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. 562 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დასავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმა. ამიერიდან ეგრისს ერისთავები განაგებდნენ, მათგან ცნობილია სერგი ბარნუკისძე, რომლის დროს 697 წელს ბიზანტიელთა ბატონობა არაბების ბატონობამ შეცვალა. 778 წლიდან ეგრისი ე.წ. ''აფხაზთა სამეფოში'' შევიდა.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521873
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
ქართლის ერისმთავრები
537 წელს ირანელთა მიერ ქართლში (იბერიაში) მეფობის გაუქმების შემდეგ, მას ირანელი მარზპანები განაგებდნენ, მათგან ყველაზე ცნობილნი არიან არვანდ გუშნასპი და ვეჟან ბუზმირი. მალე 571-572 წლებში ამიერკავკასია ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა, ეს იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი.
ქართლის ერისმთავრები: გუარამ I კურაპალატი 572-586 ჯუანშერ I 586-591 სტეფანოზ I 591-606 ადარნასე 606-639 სტეფანოზ II 639-663 გუარამ II 663-675 ნერსე I 675-685 არშუშა 685-700 ვარაზ-ბაკური 700-711 სტეფანოზ III 711-735 მირი 735-738 არჩილი 738-762 ჯუანშერ II 762-771 ნერსე II 771-776 სტეფანოზ IV 776-786 აშოტ I ბაგრატიონი 786-813
656 წლიდან ქართლში არაბები გაბატონდნენ, ხოლო 736 წლიდან კი თბილისში თავიანთი ამირა დასვეს. 813 წელს აშოტ I-მა დატოვა თბილისი და ტაო-კლარჯეთში თავისი სამეფო დააარსა, თბილისი მთლიანად დარჩათ არაბებს.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521874
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
ქართლის სამეფო
ქართლის სამეფო 1478-1762 წლებში არსებობდა. მას 1478-1625 და 1633-1658 წწ. განაგებდა ბაგრატიონთა პირდაპირი შტო, 1658-1727 წწ. მუხრანბატონთა შტო, ხოლო 1625-1633 და 1744-1762 წწ. კახეთის ბაგრატიონთა შტო. ბაგრატ VI (ქართლ-იმერეთი) კონსტანტინე II დავით X გიორგი IX ლუარსაბ I სვიმონ I დიდი დავით XI დაუდ-ხანი გიორგი X ლუარსაბ II წამებული ბაგრატ VII ბაგრატ-ხანი სვიმონ II სვიმონ ხანი თეიმურაზ I როსტომი ვახტანგ V შაჰნავაზი გიორგი XI ერეკლე I ნაზარ ალი ხანი ქაიხოსრო იესე ალი ყული ხანი ვახტანგ VI თეიმურაზ II 1466-1478 1478-1505 (1478-84 წწ.ქართლ-იმერეთი) 1505-1525 (1513-18 წწ.ქართლ-კახეთი) 1525-1527 1527-1556 1556-1569 და 1578-1599 1569-1578 1599-1606 1606-1614 1616-1619 1619-1625 1625-1633 (ქართლ-კახეთი) 1633-1658 (ქართლ-კახეთი) 1658-1675 1675-1688 და 1703-1709 1688-1703 (ქართლ-კახეთი) 1709-1711 1711-1716 და 1724-1727 1716-1724 1744-1762 ქართლი ირანის მოხარკე იყო: 1518-1524, 1569-1578, 1606-1625, 1633-1723 და 1735-1744 წლებში; ოსმალეთის მოხარკე იყო: 1578-1606 და 1723-1735 წლებში. ხანდახან იარანი და ოსმალეთი ცდილობდნენ ქართლში მეფობის გაუქმებას და აქ თავიანთ ხანებს და ფაშებს სვამდნენ გამგებლებად. თუმცა ამაოდ. ქართლის ირანელი (ყიზილბაში) გამგებლები: გიორგი სააკაძე .... ალექსანდრე (ალი მირზა) სეფი ხანი ხაჯან ხანი ასლამაზ ხანი იმამ ყული ხანი ყოჯა ხანი ალი ხანი აჯი ხანი 1614-1616 .... 1735-1736 1736-1737 1737-1738 1738 წ. ივლისი-ოქტომბერი 1738-1742 1742-1743 1743 წ. მაისი-აგვისტო 1743-1744 ქართლის ოსმალო გამგებლები: ისაყ ფაშა ოსმან ფაშა 1727-1732 და 1733-1735 1732-1735 1744 წელს ირანის შაჰმა ნადირმა, ქართლის ტახტი კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს ჩააბარა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II გაამეფა. 1762 წელს თეიმურაზ II-ის სიკვდილის შემდეგ ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე გახდა ერეკლე II. ქართლ-კახეთის მეფეები: ერეკლე II გიორგი XII დავით XII (გამგებელი) 1762-1798 1798-1800 1800-1801 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო რუსეთის იმპერიამ და ქართლ-კახეთში მეფობა გააუქმა. იგი რუსეთის გუბერნია გახდა.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521876
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
ქსნის საერისთავო
ქსნის საერისთავო წყაროებში XIII საუკუნიდან ჩანს. XIII_XIV საუკუნეებში ქსნის ერისთავები იყვნენ ქვენიფლეველები: როსტომი ლარგველ I დემეტრე ვირშელ I შალვა I ლარგველ II ვირშელ II წითლოსანი ქვენიფლეველი ივანე ვირშელ III დაახლ. 1250-1260 დაახლ. 1260-1275 დაახლ. 1275-1280 დაახლ. 1280-1290 დაახლ. 1290-1315 დაახლ. 1315-1325 დაახლ. 1325-1345 დაახლ. 1345-1354 დაახლ. 1354-1374 დაახლ. 1374-1390 დაახლ. 1390-1410 ქსნის ერისთავების ახალი გამოსვლა დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება XVI საუკუნის შუა წლებიდან. ელიზბარ I შალვა II იასე I ზაალი იასე II ელიზბარ II იასე III დავით I შანშე დავით II გიორგი დაახლ. 1555-1585 დაახლ. 1585-1605 1605-1629 1629-1633 1633-1645 1645-1661 1661-1676 1676-1717 1717-1753 1753-1774 1774-1777
1777 წელს ქსნის საერისთავო გააუქმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521878
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
რაჭის სამთავრო
ეს საერისთავო არსებობს XI საუკუნიდან, XII-XIII საუკუნეებში მას განაგებდნენ განაგებდა კახაბერისძეთა გვარი.
კახაბერისძეთა ზოგიერთი წარმომადგენელი: კახაბერ I ნიანია კახაბერ II კახაბერ II გარდ.1088 დაახლ. 1088-1120 დაახლ. 1175-1210 დაახლ. 1245-1278 1278 წელს დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო, მაგრამ XIV საუკუნის შუა წლებიდან იგი კვლავ აღდგა ჭარელიძეთა დინასტიით სათავეში: აღბუღა გიორგი I ცაცი ქველი გიორგი II XIVს. XIVს. XIV-XVსს. მიჯნა XVს. XVს. რაჭის ერისთავთა ბოლო დინასტიაა ჩხეტიძეები, ისინი XV საუკუნიდან მკვიდრდებიან რაჭაში: ივანე კახაბერ IV ბედიანი შოშიტა I .... პაპუნა I შოშიტა II პაპუნა II შოშიტა III გრიგოლი ვახტანგი როსტომი დაახლ. 1465-1485 დაახლ. 1485-1510 დაახლ. 1510-1534 1534-1565 ..... 1651-1661 1661-1684 1684-1696 1696-1731 1731-1741 1741-1749 1749-1769 1769 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა გააუქმა რაჭის საერისთავო, მისი შემდგომი აღდგენის ცდები უშედეგოდ დამთავრდა.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521879
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
სამცხე-საათაბაგო
სამცხის სამთავრო ერთიანი საქართველოს ფარგლებში XI საუკუნიდან არსებობდა 1268 წლიდან მთავარმა სარგის I-მა მონღოლთა ხელშეწყობით ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამცხე-საათაბაგოს სათავეში იდგნენ ჯაყელთა დინასტიის წარმომადგენლები:
სარგის I ბექა I სარგის II ყვარყვარე I შალვა აღბუღა I ივანე აღბუღა II ყვარყვარე II ქაიხოსრო I მზეჭაბუკი მანუჩარ I ყვარყვარე III ქაიხოსრო II ყვარყვარე IV მანუჩარ II მანუჩარ III 1268-1279 1279-1308 1308-1334 1334-1361 1361-1374 1374-1391 1391-1444 1444-1451 1451-1498 1498-1500 1500-1515 1515-1518 1518-1535 1545-1573 1573-1581 1581-1607 1607-1628 1451 წლიდან სამცხე-საათაბაგო აბსილუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1535-1545 წლებში სამცხე შეერთებული ჰქონდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს. 1545-1578 წლებში სამცხე ირანის ქვეშევრდომი იყო, 1578 წლიდან კი ოსმალეთის, 1628 წელს ოსმალეთმა საბოლოოდ შეიერთა სამცხე-საათაბაგო და იმპერიის რიგით საფაშოდ აქცია. 1795 წლამდე მას გამაჰმადიანებული ჯაყელი ფაშები განაგებდნენ. საფარ ფაშა (ბექა III) იუსუფ ფაშა I როსტომ ფაშა ასლან ფაშა იუსუფ ფაშა II სალიმ ფაშა ისაყ ფაშა იუსუფ ფაშა III ჰაჯი აჰმედ ფაშა ჰასან ფაშა იბრაჰიმ ფაშა საულეიმან ფაშა 1628-1635 1635-1647 1647-1659 1659-1680 1680-1690 1690-1701 1701-1741 1741-1747 1747-1758 1758-1759 და 1761-1767 1759-1761 1767-1795 სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია ნაწილობრივ 1828 წელს დაუბრუნდა საქართველოს.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521881
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
სამეგრელოს სამთავრო
სამეგრელოს სამთავრო XII საუკუნიდან არსებობდა დადიანების დინასტტით სათავეში, დროთა განმავლობაში დადიანები სეპარატისტულ პოლიტიკას დაადგნენ, XV საუკუნისთვის მათ უკვე ფაქტიური დამოუკიდებლობა აქვთ მოპოვებული, რაც 1550 წელს ფორმალურადაც გაცხადდა.
დადიანთა დინასტია: ბედიან I ცოტნე I შერგილ I ცოტნე II (კოხტასთავის გმირი) ვარდანი ბედიან II შერგილ II გიორგი I მამია I ცოტნე III გიორგი II ვამყ I მამია II ლიპარიტ I შემადავლე ვამიყ II ლიპარიტ II მამია III ლევან I გიორგი III მამია IV მანუჩარ I ლევან II დიდი ლიპარიტ III ვამიყ III ლევან III ლევან IV 1185-1191 1191-1215 1215-1239 1239-1248 1248-1255 1255-1285 1285-1305 1305-1323 1323-1345 1345-1365 1365-1386 1386-1396 1396-1414 1414-1469 1469-1474 1474-1482 1482-1512 1512-1533 1533-1572 1572-1582 1582-1590 1590-1611 1611-1657 1657-1658 1658-1661 1661-1680 1680-1691 1691 წელს შეწყდა ძველ დადიანთა საგვარეულო და სამეგრელოს ტახტზე ადის გიორგი ლიპარტიანი (ჩიქოვანთა გვარიდან), მან გვარი გადაიკეთა ჩიქვანად. ჩიქვანი დადიანების დინასტია: გიორგი IV ლიპარტიანი კაცია I ბეჟანი ოტია კაცია II გრიგოლი მანუჩარ II ტარიელი ლევან V დავითი ნიკოლოზი 1691-1704 და 1710-1715 1704-1710 1715-1728 1728-1758 1758-1788 1788-1792, 1795-1802 და 1803-1804 1792-1795 1802-1803 1804-1840 1840-1853 1853-1857 1804 წლიდან სამეგრელო რუსეთის იმპერიის ''მფარველობაში'' შევიდა, ხოლო 1857 წელს საბოლოოდ იქნა გაუქმებული.
Re: ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია#521883
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
სამუხრანბატონო
ეს დიდი ფეოდალური ერთეული 1512 წელს ჩამოყალიბდა ქართლის სამეფოში. ამ სათავადოს მმართველნი იყვნენ ბაგრატიონთა გვერდითი შტოის წარმომადგენლები (მუხრანბატონები). ბაგრატი ვახტანგ I ერეკლე I თეიმურაზი I ქაიხოსრო ვხტანგი II (მეფე ვახტანგV) კონსტანტინე I თეიმურაზ II აშოთანი პაპუა კონსტანტინე II ერეკლე II ლევანი მამუკა კონსტანტინე III სვიმონი იოანე კონსტანტინე IV 1512-1539 1539-1580 1580-1605 1605-1625 1625-1629 1629-1658 1658-1667 1667-1688 1688-1692 1692-1696 1696-1701 1701-1717 1717-1727, 1736-1739 1727-1736 1739-1756 1756-1778 1778-1801 1801-1802
სამუხრანბატონო გაუქმდა 1802 წელს ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ.