↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
* * *

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

* * *
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

ეს არის უმაგრესი, უძლიერესი და რეალური ლექსი...

http://literatura.iatp.ge./audio/gverdt ... avshvi.wma

მართლა მაგარი ლექსია ! ერთი კარმა ჩემგან შენ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არ ვიცი სად გეძებო,
მთაში თუ ბარის ახლოს,
ფეხით შემოვივლი ფხოვს,
აუცილებლად უნდა გნახო
დღეს ისე ლამაზად თოვს.

_ ნეტავ სად მიპოვნი,
მთაში თუ ბარის ახლოს
ტყუილად რატომ კარგავ დროს,
ფიქრმა თეთრი მთები უნდა გადალახოს,
დღეს ისე ლამაზად თოვს.

ნეტავ რად ჩერდები ასე შორს,
ან ასე ახლოს
თვალებით რატომ ეძებ ფონს,
მსურს ჩემმა თვალებმა დაგანახოს
გარეთ რა ლამაზად თოვს.

_ მე მაინც გიპოვნი,
მთაში თუ ბარის ახლოს
ტყუილად არ ვკარგავ დროს;
ფიქრმა თეთრი მთები უნდა გადალახოს
დღეს ისე ლამაზად თოვს.

სანამ მე გავფრინდები ბარის ახლოს
და ფეხით შემოვივლი ფხოვს,
ჩემი მონატრება დაგანახებს
გარეთ რა ლამაზად თოვს.

ფიფქი, ჩემი ფიქრით გაჟღენთილი
გაუსწრებს, გადაივლის დროს,
შენც ჩემი თვალებით დაინახავ
გარეთ რა ლამაზად თოვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
***

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ
და მოგვადგება კარზე ზამთარი,
შორს, მოლოდინით გათანგულ ხეებს
წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის
მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის მერე
ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,
გთხოვთ, მაპატიოთ, რომ ვერაფერი
ვერ შევასრულე, რაც დამარიგეთ.
ამბოხებული დაცხრნენ ვნებები,
მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი,
გვიანღა მივხვდი, ამქვეყნად ყველას
რომ ბედისწერა უცდის თავისი.
თავისი წილი მზე და იმედი,
თავისი წილი ცა და ოცნება,
სიცოცხლე ერთი წამია, მაგრამ
უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება.
მე ბევრი რამე გამომრჩა, რადგან
ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,
ბედნიერება ჩემი წილხვედრი
კუზიანია, როგორც აქლემი.
მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან
ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის
და გზად ამოსულ ყველა ეკალზე
ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.
მაინც გადავრჩი, ესა ვარ, რაც ვარ,
მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,
ზამთარი მოდის, გთხოვთ შემიფაროთ
პირველ მერცხლების შემოფრენამდე.
მე მოგიყვებით, ამდენი ხანი
საით მატარეს ფრთებით მერცხლებმა,
სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარდა ახლა
მე, ალბათ, არსად არ მიმესვლება.
თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად,
ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს.
მეც არაფერი არ მინდა თქვენგან,
ოღონდ წარსულზე მელაპარაკეთ.
მაგრამ სხვებივით თუ მომიძულეთ,
თუ დაივიწყეთ ჩემი პროფილი
მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში -
როგორც ციხეში უარყოფილი.
შევურიგდები ბედს, თუმცა ზოგჯერ
მაინც დანისლავს თვალებს სისველე,
რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში
ვიცი, არავინ არ გამიხსენებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
* * *

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

ეს არის უმაგრესი, უძლიერესი და რეალური ლექსი...

http://literatura.iatp.ge./audio/gverdt ... avshvi.wma
მაგარი ლექსია, ჩაგეთვალა. ვისია, ანუ ვინაა ავტორი? ჩემგანაც ერთი კარმა შენ.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ისევ იყვავილებ ჩემო მაგნოლია,
ისევ მოირთვები ,როგორც პატარძალი,
გაზაფხულია და გული მით იხარებს,
გული მით იხარებს,გული გადამწვარი..

რად ხარ უკარება, ჩემო მაგნოლია,
ნუთუ გული შენი წარსულს გაჰყოლია,
შენგან დატყვევებულს შვება არ მქონია,
ეს რა მათრობელა სუნთქვა დაგყოლია.

მე ნუ გამიწყრები, თეთრო მაგნოლია,
გულს თუ ოცნებების ჟამი დასდგომია,
ტრფობა რაც ძველია,უფრო სანდომია,
გრძნობა რაც ძველია,უფრო სანდომია...

თხოვნა შემისრულე,ჩემთვის გაიღიმე,
ჩემთვის იყვავილე, თეთრო მაგნოლია.

მაგნოლია, ჩემო თეთრო მაგნოლია,
ეს რა ბედი, ეს რა ბედი დამყოლია,
რომ საგულეს გული აღარ დამდგომია
გაფრენილა და გულისსწორს გაჰყოლია,

მაგნოლია ,იყვავილე,
თეთრი კაბა შეიკერე,
შენს ბადაგში,შენს სურნელში,
შენს სუნთქვაში გამახვიე.

მაგნოლია, არა ვდარდობ,
სხვა გზა ალბათ არც მქონია...
გული? გული მხოლოდ შენი
სიყვარულის გამგონეა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩამოსჭკნებიან ეს ყვავილები,
ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან,
დაეცემიან მთებში ირმები,
გულს სურვილები გაეცლებიან.
ალაზნის ვაზებს დასცვივათ ოქრო,
დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ,
ვინ იჯადოქროს?
უკვდავების დროს
მხოლოდ ლექსები დაესწრებიან".
გოგლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არის ცისფერი თოვლი,
თეთრი ლოცვების გაღმა,
სული ფარული თრთოლვით,
მისდევს სიზმრების დაღმართს.
ისმის ძახილი წვიმის,
ბნელი ოთAხის ახლო.
მივალ, ვეძლევი ღიმილს,
თან სიცოცხლეზე ვნაღვლობ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
როცა წვიმებია, როცა ქარებია,
გული ამღერდება, შენაც ამღერდები,
გული არ გქონია, თუ არ გყვარებია,
თუ არ გყვარებია, მალე დაბერდები.

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი თემაა

ვინ არის კაცი ვაჟა ფშაველა

კაცი ის არის ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში
კაცი ის არის ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს
თუ დაპატიჟე სადილად
დიდ ჯიუტობას არ გასწევს
კაცი ის არისვინაცა
შეჰსტრფის შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა
კაცი ის არის ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს
მეარღნეს აძლევს მანეთსა
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა,იმერეთს.კახეთსა
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა
კაცი ის არის სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურინის შვილადა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეიფი

დამისხი დამალევინე ვაჟა ფშაველა
ე ღვინო ოხერ-ტიალი
ეგების წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია
თვალწინ დამიდგეს ლამაზი
ჟრჟოლა მომგვაროს ტანშია
დეზი ვჰკრა ჩემსა ლურჯასა
გადავერიო ზღვაშია
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია
ვერ მააწონებთ კარგ ყმასა
რაც არ უჯდება ჭკვაშია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ამ ორ დღეში სექტემბერიც მოვა,
შენც გაქრები მოჩვენების მსგავსად,
დეკემბერში დაიწყება თოვა,
თოვლის ფიფქებს მე უშენოდ ვნახავ.
და დაზამთრობს ზამთრის ცივი ქარი,
მე უშენოდ ვერ გავუძლებ ზამთარს;
ჩემთან მოვა თოვლის დედოფალი
და ცივ ხელებს შემომახვევს მაგრად.
დავიწყებას მიეცემი ჩემში,
თეთრ დედოფალს თან წავყვები მარად,
ის ყინულით გამიციებს დარდებს
და ეს წლებიც სულ უშენოდ გავა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
ო ;რა სევდიანი ;ცჰავალ სამარესჰი. ტუ ;არ ცჰამაკოლეტ იასამანი---------------სურათი აღარ არსებობს=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
თქვენ გენათრებათ ლოჟა, პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.
გალაკტიონი 1958

პოცხვერა ვაჟა-ფშაველას ხატის კარს ჩამოვიარე ტუ იცი დადე რა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .
შენ რა ლეკსები გცოდნია და მე არ ვიცოდი --კარმა ჩემიდან კარგი ლეკსია=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი