↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts972
კარმა59
OFFLINEPROFILE
Davinchi ბედნიერი ადამიანი ხარ,თუნდაც იმიტომ რომ ამ ყველაფრის განცდა შეგიძილია...
უბედურია ის ვისაც ეს გრძნობა ერთხელაც არ განუცდია ან კიდევ აღარ შეწევს ძალა განიცადოს( მაგ. მე :( )
ყველაფერი კარგად იქნება და უზომოდ ბედნიერი იქნები ყოველთვის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
კატო wrote:
ციტატა:
Davinchi ბედნიერი ადამიანი ხარ,თუნდაც იმიტომ რომ ამ ყველაფრის განცდა შეგიძილია...
უბედურია ის ვისაც ეს გრძნობა ერთხელაც არ განუცდია ან კიდევ აღარ შეწევს ძალა განიცადოს( მაგ. მე :( )
ყველაფერი კარგად იქნება და უზომოდ ბედნიერი იქნები ყოველთვის...

არასოდეს თქვა არასოდეს!რას გავს შენი საქციელი ამხანაგო კატო?რას ქვია ძალა არ შეგწევს? ჯერ ყველაფერი წინ გაქვს გულს ნუ გაიტეხ :)=fiqri= =fiqri= =fiqri=

ხომ იცი ეს სიმღერა ,,ლუბოვ სლუჩაინა ნაგლიანეტ, კაგდა ივო სავსემ ნე ჟდიოშ" წარმატებები სიხარულო და ეგ მეორედ აღარ თქვა!!!=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts972
კარმა59
OFFLINEPROFILE
guranda23 wrote:
ციტატა:
კატო wrote:
ციტატა:
Davinchi ბედნიერი ადამიანი ხარ,თუნდაც იმიტომ რომ ამ ყველაფრის განცდა შეგიძილია...
უბედურია ის ვისაც ეს გრძნობა ერთხელაც არ განუცდია ან კიდევ აღარ შეწევს ძალა განიცადოს( მაგ. მე :( )
ყველაფერი კარგად იქნება და უზომოდ ბედნიერი იქნები ყოველთვის...

არასოდეს თქვა არასოდეს!რას გავს შენი საქციელი ამხანაგო კატო?რას ქვია ძალა არ შეგწევს? ჯერ ყველაფერი წინ გაქვს გულს ნუ გაიტეხ :)=fiqri= =fiqri= =fiqri=

ხომ იცი ეს სიმღერა ,,ლუბოვ სლუჩაინა ნაგლიანეტ, კაგდა ივო სავსემ ნე ჟდიოშ" წარმატებები სიხარულო და ეგ მეორედ აღარ თქვა!!!=ko= =ko= =ko= =ko=

გენაცვალე გაიხარე გურანდა! ეს სიმღერა ნამდბვილად არ ვიცი ! არ ვიცი წინ რა იქნება, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია გასატეხი ნამდვილად აღარ მაკვს (გულს ვგულისხმობ )
ასე რომ დიდი მადლობა ჩემო კარგო, საკალელი ხარ !=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts162
კარმა52
OFFLINEPROFILE
მ_ინდა გჯეროდეს როგორც არასოდეს,
ე_ ენდე ამ ჩემს გულს, ის ხომ შენია,
ნ_ამდვილი გრძნობებით,ცამდე აგიყვანე,
დ_ასაწერად და სათქმელად ძნელია,
ე_რთხელ გიპოვე ჩემო სიცოცხლე.....
გკოცნის, გეხვევა შენი ფერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
ქვეყნად იმდენი წყვილი ფრთაა, რამდენიც სიყვარული.
ცაც იმდენია,
ვარსკვლავიც იმდენი...

სიყვარულს მიწაზე ვინ დაინდობს, -
ან ვინმეს ფეხქვეშ წაებლანდება,
ან შეაკრთობს ნაგვის ზარი.

არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
თუ არ იფრინა, რა ქნას სიყვარულმა.

გრიგოლ ჭულუხიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
Anti... wrote:
ციტატა:
მ_ინდა გჯეროდეს როგორც არასოდეს,
ე_ ენდე ამ ჩემს გულს, ის ხომ შენია,
ნ_ამდვილი გრძნობებით,ცამდე აგიყვანე,
დ_ასაწერად და სათქმელად ძნელია,
ე_რთხელ გიპოვე ჩემო სიცოცხლე.....
გკოცნის, გეხვევა შენი ფერია.

შენ შემოგევლე ჩემო დახატულო მაგ ტკბილ გულში...

მაგრა მიყვარს შენი გაბრაზება რავქნა...შე ჩემნაირო შხამო.=ko= =ko= =ko= =ko= =rose=ko==ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
არსდროს ვამბობ-მიჭირს.
ოცნების დაიხა ფარდა
ნისლმა დაკემსა გული
შემომეხვია ბალმად

შორს ვარ, ყველასგან მარტო,
ღამეს ვემოყვრე მარად.
გაუცხოების სენი
სულში გამიჯდა მყარად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ხატიას

ნურაფერზე ნუ იდარდებ,ნურასოდეს შეიტან ეჭვს ჩემ შენდამი გრძნობაში,მე მიყვარდი,მიყვარხარ და სანამ შევძლებ მეყვარები უფრო მეტად ვიდრე შენ გგონია,გ პ ი რ დ ე ბ ი...შენს თავს ვერავინ ვერასოდეს ვერ შემიცვლის,შენ ჩემი ცხოვრება ხარ,ჰოო,მხოლოდ ჩემი,გეღიმება არა?შეიძლება ოცნებაა,უბრალოდ ოცნება. ...ყველაფერი რაც იყო კარგად მახსენდება,არის რაღაცეები რაზეც გული მწყდება მაგრამ ეგ არაფერი,დრო თავისას გაიტანს დავივიწყებ,ან კიდევ უფრო მომემატება შენზე დარდი ჩემს გულში,ისევე როგორც ჩემი შენდამი სიყვარული ძლიერდება რაც დრო გადის,ვინ იცის?!თუ გიყვარვარ მეყვარები,მეყვარები,მეყვარები...გამიფრთხილდი და გაგიფრთხილდები გპირდები... გამახარე გამახარე გამახარე,ძალიან გამახარე,იმ წუთიდან ბედნიერი ვარ რაც კარები გამიღე,ჰოო,ასეა...მე შენდამი იმხელა სითბოს ვგრძნობ ხანდახან ყველა გრძნობა ერთმანეთში მერევა,ჩემთვის ბედნიერება,მონატრება,სიყვარული,სითბო,სიხარული,ტკივილი და დარდი შენთან ასოცირდება..ხედავ?მე სხვანაირი ვარ,შენც სხვანაირი ხარ და ამიტომ,ჰოო ამიტომ ვეღარ გშორდები..შენთან მინდა,მინდა მარტო ჩემი იყო ,ხანდახან თითქოს გისაკუთრებ,სიგიჟე მემართება და ვცდილობ გაგექცე ..არ მინდა,არ მინდა რომ ასე ძლიერად დაგისაკუთრო ვერ გამიძლებ..და უსაზღვროდ მეშინია ჩემი შენდამი გრძნობის გამოხატვა... შემიყვარდი,შემიყვარდი,შემიყვარდი...გეღიმება არა??? მეც მეღიმება... უზომოდ მიყვარხარ ბაჭია
სურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეს ამბავი შენთვის მინდოდა მომეწერა...

სურათი აღარ არსებობს

ბნელი ღამე, ქარის სისინი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...ასეთი ღამე მოგონებებს აღძრავს ხოლმე...ფანჯარას მოცილდა ქალი. ქურთუკი ჩამოიღო და იმ ხეებისკენ გაემართა სადაც ასეთ საღამოებში უყვარდა ჯდომა..ეს ორი ხე მისი მესაიდუმლე იყო, უკვე რამდენი წელია მათ ესაუბრებოდა,მათით ივსებდა ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს,ვინ გაუგებდა მათზე უკეთესად?! ბევრი რამე ახსოვთ ამ ხეებს მისი , ახსოვთ სიყვარულით გაცისკროვნებული სახე, მხირული კისკისი ,მოპარული კოცნის სიტკბო, შეფარკლული ღაწვები და ჩურჩულით წარმოთქმული ფიცი...ის გაკვირვებაც ახსოვთ , რომ ვეღარ გაიგეს რა მოხდა ,რატომ აღარ აფარებდა თავს ქალაქის გრიალს და უცხო თვალს მათ ტოტებს ლამაზი წყვილი...ვერ გაიგეს და ელოდნენ, ელოდნენ მათ დაბრუნებას..დიდ ხანს ელოდნენ.შემდეგ გამოჩნდა ქალი...დაბრუნდა და მხრებჩამოყრილი , ეულად ჩამოჯდა სკამზე...დააკვირდნენ და შეკრთნენ ხეები..მასში ის თავნება , ნებიერი და ცელქი გოგონა ამოიცნეს კისკისით რომ აფრთხობდა ჩამომსხდარ ფრინველს, ტიკტიკით ახალისებდა გარემოს..ვერაფერი კითხეს ,გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს , ტოტები გადააჭდეს და ეცადნენ სიცივისგან მათ მაინც დაეფარათ ..ის კი იჯდა ჩუმად, შეჰყურებდა ვარსკვლავებით გადაპენტილ ცას და ფიქრობდა სიყვარულით გასხივოსნებულ თვალებზე,ლამაზად გატარებულ წუთებზე. ხის კენწეროზე ნაღვლიანი იჯდა სიყვარულის მფარველი ანგელოზი, ქვედა ტოტებზე კი აბუზულნი ჩამომსხდარიყვნენ ფრთებდაჭრილი ოცნებები..და ასე მეორდებოდა ყოველ ამ დროს. წლებმა გაიარა, სევდა ჩაიკირა და გულმა ჩუმად ტირილი ისწავლა... უკვე რამდენი წელია 20,25, 30..წლების სათვალავი არეოდათ ხეებს. ასე, იგივე თვეს, იგივე რიცხვში და იგივე დროს მიდიოდა მათთან ქალი, იჯდა და ფიქრობდა ისე როგორც დღეს ...
დღეს?! დღეს კიდევ აღმართს მიყვება მრავალი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული კაცი, მიყვება ნაცნობი ხეებისკენ, ნატრობს ისინი მაინც დახვედროდნენ ადგილზე და ფიქრობს, ფიქრობს წარსულზე....იგონებს -როგორ სულის შეკვრამდე უყვარდა, უყვარდა სიცოცხლეზე მეტად, უფრთხილდებოდა საკუთარ თავზე მეტად, სადღაც მეცხრე ცაზე ცხოვრობდა, ყოველდღიურობაზე მაღლა იდგა,ზღაპარქვეყანაში სახლობდა და მასთან გატარებული წამებით და წუთებით საზრდოობდა. დარდობდა , რომ ამასობაში ვერ გაიგო როგორ შემოიპარა მის გრძნობებში ავსული ეშმა, ჩანერგა და გააღვივა წყეული ეჭვი... სიყვარული მიჩქმლა და ბატონობა დაიწყო...ეს იყო ადრე...დიდი- დიდი ხნის წინათ, ვერ უპატრონა, ვერ მოუფრთხილდა, დანაპირები ვერ შეუსრულა...ეხლა კი, რაოტმღაც ამ ღამემ, თვემ და რიცხვმა მოგონებები აღძრა, სევდა გაუმძაფრა , მშობლების სახლში არ გააჩერა, გარეთ გამოიყვანა და ხეებისკენ მიმავალ აღმართს შეუყენა ეული კაცი....

გაუფრთხილდით სიყვარულს!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არ ვიცი გულს როგორ უნდა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?!..სისულელეა..
გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს-ეს სიკვდილია, გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის.
გაჩერება-სიკვდილია, არა სიკვდილი არა!ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება,
ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან უფრო მაღალში, სააქაოდან საიქიოში...
გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები!!!
კარგია, ძალიან კარგი, როცა იცი ამ ტანჯული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება-სამუდამო სასუფეველი,
სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე..
დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით...კივის, გაქცევა უნდა...
სად წავა? ვინ გაუშვებს? სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია...
იცოცხლე სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება...
რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა,
ვისაც შორიდან შეახედეს-ისიც ისეთ საოცრაბებს ჰყვება იქით მოგინდება...
მოგინდება - ეგრე სად არის?! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოიმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ
ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს...
რა გამოცდას?ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ...ჩვენი ცხოვრება ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ,
ვინ როგორ,ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით რომლის გამოცდასაც აქ ჩავაბარებთ...
ყველაფერი გამოცდაა: ყველა წუთი,წამი,ყველა სიტყვა, გამოხედვა, ქცევა,.
ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს გამოცდები...
ძნელია, ძალიან ძნელია ისე იცხოვრო უფლის მცნებები რომ არ დაარღვიო:კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ,
მშობლებს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რახან მარჯვენაში გამარტყი მარცხენაშიც შემომილაწუნეო.
ძნელია...ერისკაცებისთვის კი არა, ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა...
ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვა...
ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის..
მადლობა, რომ" ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში,
რომ ასეთი არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა, რომ მყავს უმაგრესი ძმა თავისი ლამაზი ოჯახით,
რომ მყავს არაჩვეულებრივი სანათესაო და სამეგობრო, და რაც მთავარია უდიდესი მადლობა ჩემი ულამაზესი შვილისთვის-მარიამისთვის,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს,
მადლობა, უფალო, რომ სიყვარულის ნიჭი უხვად მომმადლე, მადლობა ყველაფრისთვის!
გამაძლიერე,უფალო,მომეცი ძალა ცხოვრების,გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში...უცხო, უცხო, უცხო...ეს არაა საუცხოო!!!მეტიჩრები ვართ ქართველები,
რატოა ყველაზე კარგი -საუცხოო?! რა აქვთ ამათ კარგი?!ლაპარაკი? კულტურა? ქცევა? ადათი? სიყვარული?
მეგობრობა? სტუმარ-მასპინძლობა? ცეკვა-სიმღერა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო?
ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი!!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის მდიდარი ცხოვრების გარდა...
ჩვენთან რომ სიყვარული იციან, დედა-შვილობა, მეგობრობა, სიმღერა, ქეიფი,სტუმარ-მასპინძლობა,
ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის ამათ არც მოელანდებათ! რა იციან ამათ კარგი ღვინის და საჭმლის ფასი??

ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა, მიეცი ძალა ცხოვრების, ყველა გადახვეწილი ქართველი დააბრუნე თავის ოჯახში და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან!
ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის!
ჩვენ ეს ყველას გვჭირდება!!!ამინ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
თურმე ერთი წამი ყველაფერს ცვლის,ყველაფერს,....მთელს შენ ცხოვრებას... მხიარული სევდიანად გადაიქცევი,სევდიანი მხიარულად, მომცინარე მტირალად, მტირალა მომცინარედ.. და ასსეეეე... ..............
ტელეფონზე ზარია, ...... გპასუხობ ცოტა ხნით მადროვე დაკავებული ვარ, დაგირეკავ..... გავიდა ცოტა ხანი..... გირეკავ არ პასუხობ ტელეფონს,ისევ გირეკავ,ისევ უსასრულო ზუმერის ხმა,ისევ და ისევ.... უსასრულოდ, რა მოხდა?? ვეკითხები ჩემ თავს,... პასუხს ვერ ვპოულობ,.... ვცდილობ ვიპოვო,მაგრამ ..... ვერ ვპოულობ.... გელოდები,იქნებ თვითონ დარეკოს,ეტყობა გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა..... ხავს ვეჭიდები.... მაგრამ არ ჩანხარ..გადის დრო,ისევ გელოდები, მაგრამ ისევ......... გაუთავებელი ხმა ტელეფონში... არ იღებ ტელეფონს,არავინ არ იღებს.... ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი,მაგრამ გონება დამებინდა,ვეღარ ვაზროვნებ.... ვზივარ უღონოდ,......გაშეშებული,....უმოქმედო,............აზრს თავს ვერ ვუყრი....... გადის დრო და შენი წერილი:" ხვალ გეტყვი ყველაფერს"........... ველოდები "ხვალს"... დროც იწელება,თითქოს მთვრალიაო და ტაატით,ნელა, ზლაზვნით გადის,თეთრად გათენებული ღამე... უამრავი ფიქრი,უამრავი სევდა,უამრავი ტკბილი მოგონება,.................. დაააააააააააააა.............. შენი წერილი "დამივიწყე"...........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
.. ბედნიერი ვარ..მართლა ბედნიერი ვარ...ერთი შენი ხმის გაგონება იყო საჭირო რომ მეგრძნო რა ლამაზია ცხოვრება...ერთი შენი სიცილის გაგონება იყო საჭირო რომ გამეგო რა კარგია რომ არსებობ...მივხვდი რომ შენს გვერდით ყოფნა ბედნიერებაა.. ძალიან საყვარელი ხარ იცი?!...შენი თბილი საუბარი ჩემთვის ყველაფერია...რა კარგი ყოფილა შენი მონატრება..იცი?! მენატრებოდი...ძალიან მენატრებოდი...სიგიჟემდე...მარიამობა მხოლოდ შენ მომილოცე იმათგან ვინც მინდოდა მოელოცათ...იცი როგორ გამიხარდა?!..იმ წუთას ყველა ჩემი დარდი...თითოეული ჩემი ცრემლი დამავიწყდა...რა კარგი ყოფილა შენთან ლაპარაკი... იცი?!.. კიდევ მენატრები...შენი ხმა მენატრება...შენი თბილის საუბარი.. შენი თბილის სიტყვები,რომლითაც გინდოდა გამეღიმა...შენი გვერდით დგომა...მომენატრე...შენს გარეშე რა მელის?...ალბათ შენი მონატრებით ვიცხოვრებ...ძალიან მომენატრები...ამაზე ძალიან .. ერთი სიტყვით შემოხვედი ჩემს გულში და ვერ შევძელი შენი გაგდება..იცი რატომ?!...კარგი ხარ... ვერ შევძელი...არ მინდოდა.. მუდამ იქ იქნები...შენ თუ არ იქნები ჩემს გვერდით,შენი მონატრება ხომ იქნება?....არ მინდა უშენობის ატანა..მინდა ჩემს გვერდით იყო...არ მინდა უშენობა...მინდა მუდამ მესმოდეს შენი ხმა...მუდამ...არ მინდა მენატრებოდე...მინდა სულ გვერდით მყავდე...არ მიყვარს მონატრება...მძიმეა...ძნელია..ვიტანჯები მონატრებით...იცი?!..მენატრები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ჰო,საშინელი დღეა,ყველაზე ძნელი და ტკივილით სავსე ჩემს ცხოვრებაში.იცი-არასდროს დამავიწყდები და შენც არ უნდა დამივიწყო იმიტომ,რომ მე სულ ჩემს გულში მეყოლები და გაგიფრთხილდები.აუ,ძალიან ცუდად ვარ და მეტირება.ჯერ გათვითცნობიერებული არ მაქვს,რომ შეიძლება ისე გავიდეს დღეები-შენი ტკბილი ხმა არ გავიგო და ვეღარასდროს გაგანდო ჩემი გრძნობები.მენატრები,ძალიან,უაზროდ,სი გიჟემდე და შენ,რომ გიხსენებ სევდა მაწვება-სუნთქვა კი მიჭირს.ყველაზე მაგრად შენი ბედნიერება მინდა,თუნდაც ჩემ გარეშე იყო ბედნიერი.უბრალოდ,მენანება ის დრო,როცა არ გეფერებოდი და იმას არ გეუბნებოდი,რასავ ვგრძნობდი.ახლა,მარტო უშენობასა და სიმარტოვეს ვგრძნობ.ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აუხდენელი და ყველაზე თბილი ოცნება.ეკლესიაში უფალს შენს კარგად ყოფნას ვთხოვ და იცი-იმ წუთს შენს სიახლოვეს ვგრძნობ.ძალიან ძლიერი და სასიმაოვნო გრძნობაა ,მაგრამ როცა სახლში მარტო ვრჩები ისევ ის რეალობა წარმომიდგება,რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით.უკვე 8თვეა,რაც შენ არ გაგიხარებივარ ,,დილა მშვიდობისათი,, და ,,ტკბილი ძილით,,.უაზროდ მიყვარხარ,უაზროდ და უმიზნოდ მეყვარები ყოველთვის.მაინტერესებს შენ როგორ გრძნობ თავს და თუ გახსოვარ?..აუ,მინდა ისევ ერთად ვსეირნობდეთ და ერთმანეთზე ვსაუბრობდეთ.კიდევ შენი ტუჩები და შენი ღიმილი მინდა.ვფიქრობ, და ეს ცხოვრება უშენოდ სრული უაზრობა მგონია.მინდა,რომ გახსოვდე,უბრალოდ გახსოვდე-მეტს ვერაფერს მოგთხოვ.ჩემი პირველი და ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი გრძნობა ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგი თემაა ქეთი :) ჩემს შეთხვევაში წერილი ყოველთვის მიდიოდა ადრესაატთან და არც არასდროს გადამიგდია სანაგვეში :)

წერილებზე გამახსნდა ოტია იოსელიანს აქვს ერტი კარგი ნოველა ცეცხლთან თამაში გავთ ვინემს წაკითხული? :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი