↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ დავიწყე შენზე ფიქრები მართლა არ მახსოვს...
ისიც არ ვიცი შენ როცა მიცქერ გული რას ამბობს.
ზამთრის სუსხია შენზე ფიქრები მე ისევ მათბობს...
რომ თეთრ ღამეში მკრთალი შუქი ითხოვდა ამბორს.
თუ ჩემთან არ ხარ ,შენი სურნელი მე მაინც მათბობს...
როგორ დავიწყე შენზე ფიქრები მართლა არ მახსოვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემგანაც კარმა კარამელკას.მაგარიაააა გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
ჩემგანაც კარმა კარამელკას.მაგარიაააა გაიხარე

უღრმესი მადლობა! სხვათაშორის ჩემს ლექსებთან დაკავშირებით საინტერესო გეგმები მაქვს! დარწმუნებული ვარ თითოეულ დესპანელს ძალიან გავახარებ ამით! ძალიან მიყვარხართ! კიდევ ერთხელ მადლობთ მაგნოლია! =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენი საიტერესო გეგმები გაგენხორციელებინოს კარამელკა. აბა გელოდებით როგორ გაგვახარებ?)))))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძალიან დიდი მადლობა საყვარელო! ღვთის წყალობით ვეცდები!:) =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
აი კიდევ ერთ ლექსს მოგიძღვნით საყვარელო დესპანელებო!:

ფიფქები

ნუ ეხებით ფიფქებს ხელით,
ნუ ეხებით!_
თორემ უმალ ცივ ხელებში ჩაგიკვდებათ...
ნუღარ კოცნით ფიფქებს ბაგით,
ნუღარ კოცნით!_
თორემ წამსვე თბილ ბაგეზე დაგიდნებათ...
ფიფქებს ასე მონდომებით ნუღარ აფრთხობთ
და მხრებიდან უმოწყალოდ ნუ ჩამოგაგვთ!
თორემ გული, დამიჯერეთ მათაც უძგერთ,
შეიძლება გულში დარდი ფიფქებსაც აქვთ!
თუ სახეზე დაგეფინათ ცის ფანტელი,
პაწაწინა,თავნება და უსუსური,
არ შეეხოთ!..არ შეეხოთ ფანტელს ხელით,
კვლავ გაუშვით,შეუბერეთ უმალ სული!
ღმერთო ჩემო! ნუღარ ადგამთ თოვლში ფეხებს,
თორემ ფეხქვეშ გათელილი გაგიქრებათ!
ნუ ეხებით ფიფქებს ხელით,
ნუ ეხებით!_
თორემ წკაპ და...ხელის გულზე დაგიდნებათ!

ხატია ფაცია

19.11.07

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Oct 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
გფარავდეტ გმერტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე პირადად აღვფრთოვანდი კარამელკას ლექსებით.დიდი მადლობა კარამელკა.გაიხარე მუდამ და მრავალ შობა-ახალწლებს დაესწარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
მე პირადად აღვფრთოვანდი კარამელკას ლექსებით.დიდი მადლობა კარამელკა.გაიხარე მუდამ და მრავალ შობა-ახალწლებს დაესწარი.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო! ვეცდები დროდადრო გაგახარო კიდევ თუ ასეა!=ko= =ko= გმადლობთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
გეო-გიო შენი ლექსებიც ძალიან მომეწონა. აი სიძეც ესეთი უნდა აბა როგორ.)))))))))))))))))))))))) ღმერთი ქფარავდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
საერთოდ ბუნებით ოპტიმისტი ვარ,მაგრამ ეს ლექსი რატომმღაც პესიმისტური ხასიათისაა! ალბათ ჩემი ეხლანდელი მდგომარეობის ბრალია! რაც არის არის,აბა ნახეთ!

გზამშვიდობისა ტანჯულო სულო,
გვემულო ფეთქვავ გულის სიღრმეში,
გადათელილო ფიქრთა წიაღო
და გათელილო შავ სიბნელეში!
ვემშვიდობები ჩემს ყველა ნატვრას,
ოდესღაც გულით რომ მინატრია!..
ჩემს ყველა სიტყვას წარსულში ნათქვამს
წმინდა ცრემლებით რომ მინათლია!
ჩემს მოგონებებს ნისლებად დაცრილს
დავემშვიდობო მინდა ხელახლა,
ჩემს ყველა მიზანს სამიზნეს აცდილს,_
რომ შეჩერდა და არასდროს ახდა...
იმ გულისცემას ყურს რომ ვუგდებდი,
იმ ფუნჯებს გზებზე მზეს რომ ხატავდა,
ყველას ვისაც კი მუდამ ვუგებდი,
ბოლოჯერ ვუგებ მორჩა.. დამთავრდა!
გემშვიდობები დაღლილო სულო,
ამდენ ხანს გზაზე რომ ითარეშე,
გემშვიდობები სიცოცხლის მუზავ
აწ მარტოდ ივლი შენს ჩემს გარეშე!
გზამშვიდობისა დაჭრილო მზერავ
და ბოლო სუნთქვავ სულში ჩაღვრილო,
კერასთან ჩუმად მძინარე დარდო
და გლოვის წვიმად ცრემლო დაღვრილო!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
KARAMELKA DGES MTELI DGE MATIREB....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მაშინ ეს შენ გეძღვნება ! ესეც ჩემი ლექსია:)

შემოდგომის მთვარე

გაყუჩდა ღამე,მთვარე მღერის ჩუმ სერენადას,
იხსნება ფარდა ითვლის დღეებს წლის კალენდარი,
წვეთები წვიმის თითქოს ოხვრით ცრიან ვერანდას,
თითქოს მოლოდინს ნათელი დღის შეცვლის ავდარი!
გიტარის სიმებს აჰყოლია სანთლების ალი,
ძველ როიალზე ფერწასული ნოტები ჰყრია,
ჩამოშლილ აფრას დამსჩნევია წვიმისგან ნამი
და შორიახლო ალისფერი ფოთლები ქრიან.
შემოდგომოს ცას მოუხატავს ფერადი რკალი,
ჩითის ფოთლებით შეუმოსავს ხეთა გენია,
ბაღის ბილიკებს შერჩენიათ ფოთლების კვალი
ეხლა კი ზამთრის სუსხს და ყინვას თრთოლვით ელიან.
განაგრძობს მთვარე სევდიანი ხმით სერენადას
და ნაცნობ სიმებს თან ჰყვებიან ცეკვით ჭადრები,
წვიმა კვლავ აცრის შემოდგომის მოქარგულ ფარდას
და ბნელ კუთხეში ანათებენ წყვდიადს სანთლები!

ხატია ფაცია

24.10.07

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
შემოდგომა ჩემი უსაყვარლესი წელიწადის დროა... =cd =tat

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობა კარამელგა ძალიან კარგი ლექსებია.. მეც ძალიან მიყვარს შემოდგომა ოქტომბერში ვარ დაბადებული

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი