mana wrote:ციტატა:
ვუძღვნი ყველა ქართველ ლტოლვილს! საქართველოდან გადახვეწილს თუ გინდათ სადღეგრძელო დაარქვით.
ქარი აყრის ერთურთს, არყის დაყრილ ბოთლებს,
ცაში აფარფატებს, დაობლებულ ფოთლებს
ზოგი ღობის ძირში მიახეთქა მწარედ,
ზოგი ააფრინა,- მოსდო არე-მარეს.
ერთმა თვისი ხიბლით გაუკეთა ჯადო,
და მოხუცმა ქალმა, წიგნის შუაში ჩადო.
დაატყვევა მარად, ჰკივის გარეთ ქარი,
ამინდია მართლაც ქარიშხალის დარი.
ერთიც ალალ ბედზე ააფრინა მაღლა,
ქარი კვლავ მძვინვარებს, აღარ იცის დაღლა.
ბედკრულ ევედრება:\"სამშობლოში მინდა\"
შუბლზე ოფლის წვეთი სიმწრით მოიწმინდა.
\"წამიყვანე ქარო! რაც მაწამე კმარა\"
ქარი კვლავ სისინებს: არა! არა! არა!
ამ ხვეწნა და ჩხუბში განვლეს კავკასია,
თითქოს სამშობლოში, არის ვაკანსია
იმ საბრალომ უცებ , იგრძნო დიდი შვება
სამშობლოში მიდის -\" ობლის კვერი ცხვება\"
აჰა ის სამშობლოც!- იფარფატე ლაღად,
როს დასტოვე ერთ დროს,ედემად და ბაღად.
ფოთოლსა კი თვალთგან, ნაკადული წასკდა,
იქაც ხეივანი, სულ გაძრცვნილი დახვდა.
დაღვრემილი სახით, უმზერს შიშველ ქედებს,
ცრემლიანი თვალით, თავშესაფარს ეძებს,
ლტოლვილ იყო იქაც,შემოაცვდა ქოში,
ლტოლვილადვე დარჩა, თვისსა სამშობლოში.
ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ როცა დავბრუნდებით, აყვავებული დაგვიხვდეს ჩვენი მამული და არა გავერანებული და გაჩანაგებული.
დზალიან სევდიანი ლეკსია ვისაც ჯიგარი აკვს ყველას გულს მოუკლავს.
ტკვენ ეტყობა სიტყვა ნოსტალგიამ დძალიან გადაგალატ არა? (მესმის ტკვენი)