pocxveri wrote:ციტატა:
ფოცხვერ ეს ჩემი ლექსია ისე სხვათაშOრის:




ვინც დედამიწას ასე ალაღებს
და ვინც სამყაროს სუნთქვად ითვლება,
გრძნობებს კაცისას ვინც ალამაზებს_
მაშ ქალი მეტი სხვა ვინ იქნება?!
ვისაც სათუთად კოცნის ნიავი
და ვისაც გული სინაზით უძგერს,
ყველაზე მეტად ქვეყნის ტიალით
ვინც არ ეცემა და მაინც უძლებს.
რომელსაც თითქოს შეჰშევნის ცრემლი,
კაცისგან სითბოს იმედით ელის,
თითქოს არავინ არ ჰყავსო მცველი
და თანადგომას მისგან მოელის.
ზრუნვა ყველაზე და ყველაფერზე
ქალს დღე და ღამე დასდევს ფიქრებად,
დაე, კაცებო გახსოვდეთ მუდამ:
ქალი იყო,არს,მარად იქნება!
ხატია ფაცია