ციტატა:
ჩავთვალე, რომ მოკრძალებული და თავმდაბალი თანხმობა იყო და კარმა ჩემგან
danke:)
***
ნეტავი ვის მიაჭენებს ასე გვიან რაში?
მამას მკლავზე უსვენია ავადმყოფი ბავშვი...
სადღაც, შორით უსტვენს ქარი, წყვდიადია ღამის
და მამა შვილს გულში იკრავს, არ იცილებს წამით...
- "შვილო, სახეს ასე მორცხვად რატომ მალავ ნეტავ?"
- "მამა, ნუთუ ჩემს გვერდით მდგარ ტყის მეფეს ვერ ხედავ?
ტყის მეუფეს, ტევრთა მეფეს გვირგვინით და კუდით..."
- "შვილო, ალბათ იფანტება ტყეში ქულა ღრუბლის"....
"წამომყევი ჩემო ციცქნა,საყვარელო ბავშვო,
მე ხომ მხოლოდ შენთან ერთად მინდა ვითამაშო...
ზღვის ნაპირას გელოდება ყვავილების ტევრი,
დედაჩემს კი შენთვის ოქროს სამოსი აქვს ბევრი".
"აი,ისევ! მოუსმინე საყვარელო მამა,
ტყის მეუფე ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს ამას:..."
- "მომეხვიე, შვილო ჩემო და იყავი წყნარად,
ხმელ ფოთლებში ცეკვავს ქარი და ქანაობს ქნარად".
"წამო ჩემთან პაწაწინავ, გამომყევი ნებით,
იქ გელიან ალბათ უკვე ჩემი ასულები,
მოილხენენ და ღამეულს განაგებენ რაინს
და ცეკვით თუ არ გაგართეს, გიმღერებენ მაინც".
"ნუთუ ახლაც ვერა ხედავ, საყვარელო მამა,
ტყის მეუფის ასულები ხეთა რიგში დგანან..."
- "გეჩვენება, ჩემო ბავშვო, დაზაფრული ნუ ხარ,
ეს ბებერი ტირიფები ანათებენ რუხად..."
"შემიყვარდა შენი სახე, შემიყვარდი გზნებით,
და წაგიყვან ძალით თუ არ წამომყვები ნებით!.."
- "მამაჩემო, ტყის მეუფე უკვე ხელსაც მკიდებს,
მატკინა და სადაც არის, გამიტაცებს კიდეც..."
მამა შიშის ზაფრამ იპყრო, ააჩქარა რაში
და სნეული მისი შვილი მტკიცედ იპყრა მკლავში,
მიაღწია კარ-მიდამოს ქუხილსა და ქარში
და ესვენა მამას მკლავზე მისი მკვდარი ბავშვი..../გოეთე
პ.ს (სამწუხაროდ თარგმანი დავდე თქვენთვის:("ორიგინალი" არის ჩემთვის უძლიერესი ლექსი)