აქაც დავწერ ჩემს ლექსს,ამ თემას შეესაბამება. იმედია თავი არ მოგაბეზრეთ ჩემი ლექსებით!...
მოლოდინი
მე შემოდგომის ფოთოლცვენას მარტო შევხვდები
და გავაცილებ ზაფხულის მზეს მარტო,უშენოდ...
გარს მეხვევიან უცხო ქვეყნის უცხო ვერხვები
და მეც დავდივარ უსახლკაროდ...უგზოდ...უჩეროდ!
მერე დამათოვს სევდიანი ზამთრის ფიფქები
და გამახსენებს შენს უძირო,თაფლისფერ თვალებს,
მარტოდ დარჩენილს კვლავ დამატკბობს შენზე ფიქრები,
დილის ნისლები დაფარავენ ჩავლილ ნაკვალევს!
და გაზაფხულზე,როცა ისევ მზე გამიღიმებს,
თოთო ბალახზე გამოჩნდება ცივი ლოდები,
როცა მთილს კალთა კვლავ შეიხსნის მოქარგულ ღილებს,
შენც მაშინ მოხვალ...მე კი ჩუმად დაგელოდები!
მოხვალ ფრთიანი ანგელოზის ნატიფი მზერით
და ჩემს მფარველად დამკვიდრდები გულის ტაძარში,
მეც მხოლოდ შენთვის დავიღლები ლექსების წერით
და ბოლოს ყველას შენი ფრთებით ავუშვებ ცაში!
და ამ ზამთარსაც მარტოდამარტო ,უშენოდ ვხვდები,
უშენოდ ვიფრენ კენტად მთებზე, ვით თეთრი ფიფქი,
შენი სულის და სილამაზის მუზა გავხდები
არ დავიღლები შენზე ლოცვით და შენზე ფიქრით!
( ანუ ლამაზ სიყვარულს ველოდები!!!!!!!!!!!!



)