↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
pac wrote:
ციტატა:
ninikara wrote:
ციტატა:
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .
შენ რა ლეკსები გცოდნია და მე არ ვიცოდი --კარმა ჩემიდან კარგი ლეკსია=zer= =zer=
,ოგეწონა არა?შემო ჩატში =pp

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა იბადებოდა, ტიროდა თუ მღეროდა,
ყველას ასე ეგონა, უფლისწულად ჩნდებოდა.
როცა იბადებოდა და სიცოცხლით თვრებოდა,
ბევრს ნამდვილად სჯეროდა,ბედს რომ არასცდებოდა.
იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა,
ყველას ასე ეგონა, ცეცხლი არ ჩაჭკნებოდა,
იბრძოდა თუ იწვოდა,როცა ცარგვალს წყდებოდა,
ყველას ასე ეგონა, ტყვია არ მოხვდებოდა.
რწმენა უკვდავებისა ვიდრე გულში რჩებოდა,
ბევრს ეგონა,სიკვდილი მას არ შეეხებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.

ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?..
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის.
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.

მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიციცლით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.

ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული....

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი...

მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი,
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემხსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

ოთარ ჭილაძისაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
იცი რად არი გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია.
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა... სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცუფაკა აი აქ შეგიძლია ჩაწერო შენი საყვარელი ლექსები! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაგესიზმრები, გამოღვიძებულს ხმაურიანი ნაბიჯებით აგყვები ფიქრად,
გაგიმეორებ შენს სახლის წინ ნაცნობ სურნელს,
გაგიმეორებ მოსახვევთან დაყრილ ყვავილებს,
გაგიმეორებ მგზავრობისას ტუჩის კუთხესთან გამოჟნილ და ჩემს თვალებში ჩაძირულ ღიმილს,
გაგიმეორებ გამოპარულ გაჩერებას, მერე უკან ფეხით სიარულს,
გაგიმეორებ გზად შემხვედრი ნაცნობების ვერ ცნობას
და მათ სალამზე აფარებულ უხერხულ ღიმილს,
გაგიმეორებ შუა გზიდან გადახვევას და მახლობელ ბაღში ჩამოჯდომას ჩვენ რომ ვჯდებოდით,
გაგომეორებ შემოდგომას და ხელში კალამს, ფოთლებში დევნას,
ამ ფოთლებიზე ოცნების წერას და მათ გადაყრას,
გაგიმეორებ თრობით მოსულ გამბედაობით წამოცდენილ ორიოდ სიტყვას,
გაგიმეორებ უმიზეზოდ მოხეთქილ ცრემლებს
და მეც აგყვები და ერთმანეთის დამშვიდებას ჩვენ არ ვეცდებით,
გაგიმეორებ პირველ კოცნას, პირველ მორცხვობას
და შემოდგომით შემოპარულ თოვლიან ზღაპარს,
გაგიმეორებ სიყვარულის უგონო ახსნას
და არეული ნაბიჯებით წასვლას შინისკენ,
გაგიმეორებ მერამდენედ გადმოსულ ყავას
და მაგიდაზე მხოლოდ თავის დასამშვიდებლად გადაშლილ წიგნებს,
გაგიმეორებ ფანჯარასთან გათეულ ღამეს,
განთიადისას მიგნებულ საწოლს, ადგომისას კი გაოცებას, რომ ტანთ გაცვია.
გაგიმეორებ ჩვენგან უწინ ამოჩემებულ ბაღს
და ძველ ხის სკამს და ლამაზ ტყუილს - მე ისევ იქ ვარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერაათხელ იქნება მოვკვდები
მივებარები მიწასა
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებული ჭიანი
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემი წაწალნი იანი
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავი ბარადა
ასტეხს გლოვა-ზარს მდსინარე
მაღლით მომხტომი ჩქარადა
მოსქდება კლდისა ნაპრალი
ჩაიჭედება ჭალადა
ვაჰმე მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
პაპიცემის ანდერძი

სვილო რად სტირი ნეტარა
რა უბედობა გეწვია
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა
ქვითინი დიაცურადა
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად
კვალზედ მიყოლა მგლურადა
აგრემც ექნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო
ნუ დაისვენებ ებრძოლე
მტერს მინამ გიდგა სულიო
შვილო მეც ეგრე ვიყავი
ეგ არის ჩვენი რჯულიო

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნეტა რამ შობა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი, ვით ქარიშხალი
მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა.
ისე მძაფრია ეს სიყვარული,
როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ, აფეთქებული
ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა.
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს
და როგორც მეფე ისე იმონებს
ადამიანის გულის იმ ნაწილს,
რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს.
ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი,
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
და თუ მივიღე მწარე უარი,
ვით მათხოვარი სიონის კართან,
შემოვალ შიგნით შენს ხატებასთან
და დაგენთები მე წმინდა სანთლად.
ილოცებს იგი სანთელი მარტოდ
და შეავედრებს ღმერთს შენს სიყვარულს,
ილოცებს ვიდრე ცრემლებით სულმთლად
არ დაიღვრება შანდალში მარტოდ.
არ ქვრება მხოლოდ სურნელი მისი,
ვით უკვდავება არის სულისა
და ცივ ზამთარში თოვლის ფანტელი,
რომ დაადნება შენს ლამაზ ტუჩებს,
იცოდე იგი კოცნაა ჩემი
გამოუთქმელი სიყვარულისა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია,
მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია,
შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაც სიცოცხლე ქვია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი,
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს
ახლებო გენაცვლენითა
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა
აკეთეთ რაც-კი შაიძლოთ
თავით გულით და Xელითა
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი
არ მოგვიგონონ წყევლითა
ოფლმა დაღვრილმა მიწაზე
ამოაცენოს იანი
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი
გადაიაროს ნისლებმა
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული ცვრიანი
ძვალი განედლდეს გამხმარი
ფერფლი ადუღდეს გღზნობითა
მკვდარნი ხარობენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა
მივინძრ-მოვინძრეთ რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა
ბედს ვხედავ როგორც მზის სხივსა
გადმოშუქებულს გორითა
ვამაყოფ მაღალ ღმერთს ვფიცავ
გამოსადეგის სწორითა
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი