↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
თქვენ გაიხარეთ,რამდენი ტალანტი გვყოლია=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ხატი ჩემო პატარა,გაიხარე,წინსვლას და წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში.[/quot

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
mancho1 wrote:
ციტატა:
მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დახატულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში,
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში.

გეთანხმები ზვიგენ ,მეც ძალიან მომეწონა! მართლა ლამაზი ლექსია! გრძნობებიც იგრძნნობა და სილამაზეც!
აი რა ლამაზი ლექსი დაუწერია მანჩოს=ko= ალბათ ყველას მოგეწონათ. დიდი პლიუსი+

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
niniko wrote:
ციტატა:
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში."
ძალიან ლამაზი ლექსია ნინიკო! ყოჩაღ!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეს კი ჩემი ლექსია, რომელიც მივუძღვენი ადამიანს, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ამაგს ცხოვრებაში ალბათ ვერასოდეს გადავიხდი- ჩემს ლამაზ და საყვარელ დედიკოს!!!! მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !!!!

დედა

როცა ქვეყანას მოვევლინე,ვიყავ პაწია,
დაბადებიდან დედის სითბოს უხვად ჩვეული,
ფეხის ადგმამდე ბზის აკვანი მარტომ არწია,
დედამ აღმზარდა მე ბევრისთვის გამორჩეული!
როცა ლოგინში ვკანკალებდი მე ხან სნეული,
არ მცილდებოდა,სევდიანი მითევდა ღამეს,
როცა ხანდახან მსტკივდებოდა სული,სხეული_
ჩემთან კვნესოდა და მიწმენდდა ცრემლიან თვალებს!
დედის კალთასაც მისეული სურნელი ასდის,
ვით გაზაფხულის აყვავებულ ალუბლის რტოებს,
ნუ დაეცემი ქვეყანაზე,როცა ღმერთი გცდის_
დედის ლოცვა ხომ ცხოვრებაში არასდროს გტოვებს!
დედის ძუძუსთან გატარებულ თითოეულ წამს
ჩემში სიცოცხლის სიყვარულის მოაქვს წადილი,
ზრუნავს სიზმრებშიც, არ მშორდება,დამსტრიალებს თავს:_
"როგორ გეძინა?", "ხომ არ გცივა?", "ჭამე სადილი?".
დედის ნაზი ხმა,უჩვეულო ხელების სითბო
და იავნანის აჟღერება ჩემს სასთუმალთან,
ბედნიერია ის არსება ,ვონც ამას იგრძნობს
და გაატარებს ტკბილ ბავშვობას მხოლოდ დედასთან!
წმინდაო ღვთისა მშობელო და ქალწულო დედავ,
მუხლმოდრეკილი შენს წინაშე ვედრებას ვბედავ:_
გემუდარები დამიფარო მე ის არსება,
რომლის თვალებსაც ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარამელკა (ხატი) მეც ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და შენს სახელზე მეც მივუძღვნი შენს დაწერილ ლექს ჩემს ლამაზ დედიკოს.ხო დამრთებ ნებას?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
კარამელკა (ხატი) მეც ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და შენს სახელზე მეც მივუძღვნი შენს დაწერილ ლექს ჩემს ლამაზ დედიკოს.ხო დამრთებ ნებას?

რა თქმა უნდა ჩემო კარგო! ყველა დესპანელის დედიკოს ვუძღვნი დედაჩემის თამადობით!:(:( =love= =love= =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
კარამელკა (ხატი) მეც ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და შენს სახელზე მეც მივუძღვნი შენს დაწერილ ლექს ჩემს ლამაზ დედიკოს.ხო დამრთებ ნებას?

რა თქმა უნდა ჩემო კარგო! ყველა დესპანელის დედიკოს ვუძღვნი დედაჩემის თამადობით!:(:( =love= =love= =love= =love=
სურათი აღარ არსებობსსჰენ მარტლა კარამელკა;სჰენა -ტკბილო. ცრელებიტ გამევსო ტვალები .დედისტვის დაცერილი .ლეკსი ;რომ ცავიკიტხე.კველას დიდხანს გიცოცხლოტ. ----=ko= ეს ვარდი ;კი ცჰემგან. იმსახურებ .გკოცნის .ლიაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
karamelka wrote:
ციტატა:
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
კარამელკა (ხატი) მეც ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და შენს სახელზე მეც მივუძღვნი შენს დაწერილ ლექს ჩემს ლამაზ დედიკოს.ხო დამრთებ ნებას?

რა თქმა უნდა ჩემო კარგო! ყველა დესპანელის დედიკოს ვუძღვნი დედაჩემის თამადობით!:(:( =love= =love= =love= =love=
სურათი აღარ არსებობსსჰენ მარტლა კარამელკა;სჰენა -ტკბილო. ცრელებიტ გამევსო ტვალები .დედისტვის დაცერილი .ლეკსი ;რომ ცავიკიტხე.კველას დიდხანს გიცოცხლოტ. ----=ko= ეს ვარდი ;კი ცჰემგან. იმსახურებ .გკოცნის .ლიაკო

უღრმესი მადლობა საყვარელო! მართლა დიდი მადლობა!=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
კუმ გამოყო ფეხები
გარეთ ცივა დელი დელი
ლამაზია ვერხვები
ტასაობა ნელი ნელი

(არ ჩამქოლოთ)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლეონარდო .გამისტორე კომპიუტერი .რეპლი ტოპიკს; რომ ვაკეტებ კოდირებას მტხოვს. მერე მიტისჰავს კობს რას ნისჰნავს ვერ ვხდები. გაკოცებ .ცჰასაკოლი კი ხარ ;მაგრამ საჯირო კაცი ხარ და რა ვკნააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

შენს სუნთქვას ვუსმენ და მეკვრება სუნთქვა წამიერ,
შენი გული ძგერს და ჩემს მკერდში გული ჩერდება,
შენი თვალებით ვიხედები და ვინანიებ,
რომ ვარსებობდი უშენოდ და ბრალად მედება

სხვის სარეცელზე დაფანტული ყველა სიყალბე,
არარსებული სიყვარულის ყველა პარტია...
მოვინანიებ ახლა ყველა ავხორც სიხარბეს,
მოვინანიებ და თუ ღმერთმა არ მაპატია,

ამ ერთ ღამესაც გადავუთვლი ღამეთა უფალს,
განსასვენებელს ამოვბლანდავ მუხის ფიცრებით,
სისხლით ჩავაქრობ გრძნობასავით გიზგიზა ბუხარს
და განთიადზე შენს სხეულში გარდავიცვლები...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
* * *

გათელილ გრძნობებს,
შეწყვეტილ ფიქრებს,
ჩამკვდარ ოცნებებს,
გაყინულ მზერას,
მუხლმოყრილ სურვილს-
"მოვიდეს იქნებ...",
შემზარავ პასუხს-
"არა..." თუ "ვერა...",
ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ
და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა!

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
კუმ გამოყო ფეხები
გარეთ ცივა დელი დელი
ლამაზია ვერხვები
ტასაობა ნელი ნელი

(არ ჩამქოლოთ)

ახლა ადმინისტრატორი კი ხარ მაგრამ .... პოეზიაზე აცრილი გაქვს=haa= =haa= =haa=
არ გეწყინოს ლეო=sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი