მე მიმიწვიეს...
მე მიმიწვიეს ცამდის ღრუბლებმა,
ყვავილებივით ჭრელმა პეპლებმა,
მე მიმიწვიეს უშორეს ზღაპრად
თოვლივით თეთრმა ანგელოზებმა!
მე ვერ ავიტან ამ ცუდ დროებით
დაჩაგრულ მთათა უხმო ტკივილებს,
მე ვერ ავიტან ამაო სიბრძნეს
ყველგან რომ აღწევს დაგუბულ ტბორებს!
ვიქნები მუდამ ამპარტავანი_
სულის პატრონი და ცის მფლობელი,
გავხდები მუზა საქართველოსთვის,
მტერს მუზარადად დავეხურები!
დავიცავ მრავალ სიკეთის თასებს
და დავცლი ბრძნული სადღეგრძელოთი,
ვიქნები ფარი და ხმალ_ხანჯალი,
ვიქცევი წვიმად,ცვრად და მდელოთი!
ბევრჯერ ვქცეულვარ უხილავ ძალად,
რომ კვლავ მქონოდა თავისუფლება,
ბევრჯერ მომიკლავს თვით ჩემი თავი,_
თუმც არ მქონია ამის უფლება!..
იქნება კვლავაც მე განვმეორდე,
იქნებ ზარებმა კვლავაც დარეკონ,
იქნებ ქარებმა თუნდაც დროებით
ჩემი წარსულის გზებიც მორეკონ...
და თუ ოდესმე ესეც ახდება,
მაშინ კვლავ მოვალ წვიმად და დარად,
რომ გიგანტური მთები და ზღვები
მექცეს ცხოვრების საოცარ დრამად.
მათ გადაჰყურებთ საოცარ გრძნებით
ჩემი თვალების მწყურვალი მზერა,
მათ ეფერებათ შორიდან ფეთქვით
ამ ჩემი გულის მარადი ძგერა!
მუხლებს მოვიდრეკ გოლიათებრივ,
ცრემლებსაც დავღვრი წმინდა მიწაზე,
ღრუბლებსაც მოვსწყვეტ ლანდისფერ მთებზე,
ჩემს სულსაც მარად ავუშვებ ცაზე!
გავხდები მონა თვით იმის მკლავში,
ვინაც ქარიშხლად მოსვლა მაღირსა
და გულით მივგვრი სამარადისოდ_
სიყვარულსა და რწმენას საღირსსაც!
გავრეკავ მთებზე ჩემს ქარიშხლებსაც,
არწივებივით იფრენენ წლები
და გაატანენ ქარებს ტკივილებს
ამ თეთრ არწივთა გაშლილი ფრთები!
ვარკვლავებივით განათდებიან
ჩემი ცხოვრების გავლილი გზები,
წარსულსაც ვეღარ დავუბრუნდები
და ცის ასავალს ისევ ავყვები!
იხვართქლებს დრო და კვლავაც დაიწყებს
ბედნიერების ზარები რეკვას,
შავი ღრუბლები და ლურჯი ზღვები
მთებს დაუწყებენ მუხლების დრეკას!
...........................
მე მიმიწვიეს ცამდის ღრუბლებმა,
თოვლივით წმინდა ანგელოზებმა...
შორს ამიტაცეს და ბევრი ტანჯვით
კვლავ გამომცადეს ცხოვრების გზებმა!
ხატია ფაცია ( ეს ლექსი რავი აბა?! ბავშვობაში დავწერე და აქ ჩავწერე მაინც

)