|
"უცხოობაში რაა სიამე, სადაც ვერავის იკარებს გული..." ასეული წლის წინ ნათქვამი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას განსაკუთრებით ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ემიგრანტები და რამდენად დასანანიც არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეები სწორედაც "მარტოობაში" და "დაობლებულად" იწურება.ჩემო DOრADO-სწორად შენიშნავთ, რომ ჩვენ ,განსხვავებით სხვა ქვეყნის შვილებისაგან,პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთაგან მიტოვებულნი აღმოვჩნდით. . ჩვენი წყალობით ჩვენს ოჯახებსა და ახლობლებს საქართველოში კი უდგათ სული, მაგრამ თავად ჩვენ რად გვიჯდება ამგვარი "უანგარო" სამსახური.ჯერ არის და იმისათვის,რომ უცხოეთში გამოაღწიო ყველაზე უკეთესი, საკუთარი ჭერის გაყიდვა გიწევს,(რაც პროცენტიანი ვალის აღებას ნამდვილად ჯობია), მერე უცხო ქვეყნებში ჩამოღწეულებს გაურკვევლობა გვტანჯავს, რა იქნება მერე...მოახერხებ თუ არა ჭერი ისევ იყიდო და პარალელურად შენსკენ მომზირალი ადამიანებიც დააკმაყოფილო.თუ ბედმა გაგიღიმა და გაგიმართლა ხომ კარგი, თუ არა და ვაი შენს თავს...გადის დღეები...მონატრება გძალავს.- ასმაგად გაუსაძლისად გამოიყურებიან ისინი ვინც ქმარი, შვილი, ცოლი -იქეთ დატოვა...დაცარიელდა ოჯახები,შვილები დედისა თუ მამის სიყვარულს უზიარებლები იზრდებიან.ქვეყნის პატრონები იტყვიან გვტკივაო ასეთი მდგომარეობა...დავიჯეროთ?! არამგონია...ისინი ჯერ ერთმანეთის დაბინავება,შევსებით არიან დაკავებულნი...ჩვენთვის ვის ცხელა. სხვა შემთხვევაში, მაშინ, როცა ქვეყნის ყოფილ პირველ პირს იმდენად მაღალი მხარდაჭერა აქვს,რომ არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოოდ არ დათვლილა და დადებულა და უკვე 1-2%-ის მატების გახმოვანებით,გაპრეზიდენტებას ულოცავენ, რა გაუჭირდა ჩვენი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ელემენტარული მსოფლიოში აპრობირებული ნაბიჯები გადაედგა.ვიზების გამარტივებაზე ეფიქრა,დიდი თანხების გაღების საფასურად ხომ ხერხდება ვიზების გაცემა, მათი ჩარევით ვითომ,რატომ არ მოხერხდებოდა რაღაც ლიმიტის ფარგლებში ამ პრობლემის ოდნავ მაინც დარეგულირება,რატომ არ შეიძლებოდა ევროპისა თუ აშშ ადმინისტრაციასთან დაწყებულიყო მოლაპარაკებები,რომ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მისცემოდათ სამუშაო ვიზებით გადაადგილებულიყვნენ,ეს ხომ ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნისადმი რეალური დახმარება იქნებოდა.ამით პირველი:არც მეტი და არვ ნაკლები თითოეული წამომსვლელი ასცდებოდა ზურგზე აკიდებულ ვალებს და მეორე:შემდგონი გადაადგილების იმედით სამშობლოში, ოჯახში, მეგობრებთან დაბრუნების საშუალება იქნებოდა. პარალელურად რასაკვირველია შესაბამისი კონსულტაციებით,საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შესაძლებელია იმგვარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა ემიგრანდტთა(კანონიერ თუ უკანონო)მდგომარეობას. ამ თემებზე ფიქრი რასაკვირველია დღესაც შეიძლებ,თუ კი როგორც იტყვიან იქნება ქვეყნის ხელისუფალთა მზეობა...ვნახოთ...დაპირებები ბევრია...შედეგი... შედეგი ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად წასული მილიონი გადახვეწილი ქართველი,დანგრეული ოჯახები,მშობლებისა თუ შვილების ნატვრაში გალეული დაუმთავრებელი დღეები...და რა იქნება ხვალ არავინ იცის...ჯერჯერობით არის შეგუება, გაძლება,ახალი ოჯახები ქვეყნის გარეთ, ქართველი პატარები ქართული ენისა და მშობლიური სითბოს გარეშე... აი რეალობა და რისგან უნდა დაგვიცვას ქვეყანამ. ასე ჩემო კარგებო, გრძელი, ტკივილიანი ბარათი გამოვიდა, მაგრამ რას ვიზამთ....ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ ვისაც განსაკუთრებულად გვაქვს სამშობლოს სიყვარული და მის გარეშე მარტოსულად ვგრძნობთ თავს...მე მგონი არ ვაჭარბებ და ეს ნამდვილად ასეა...პირადად მე ყოველ ღამე იმაზე ფიქრით ვიძინებ ცოტაც, ცოტაც და დავუბრუნდები ფესვებს...ეს მაძლებინებს და კიდევ ის, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს ხანდახან პატარა შენაძენით გახარების საშუალებას ვაძლევ
საინტერესო გადახვევა...ამ წუთას პარალელურად ვუსმენ ბატონ სააკაშვილს, რომელიც მადლობას უხდის ემიგრანტებს ,რომელთა ძირითადმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი.ამავდროულად აღნიშნავს,რომ იცის,რომ ბევრი მათგანი ნიჭიერი და პროფესიონალია და წუხს, რომ მათი ნიჭი და გამოცდილება სხვა ქვეყნებს ხმარდება...ეეჰ,აქ მყოფი ქართველები ნიჭისა და გამოცდილებით რომ იყვნენ დასაქმებულნი რა გვიჭირდა?!!! საყვარელო DOრADO-არ გამიბრაზდე ხომ ხედავ პოლიტიზირების გარეშე არაფერი გამოდის......
|