↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნინიკარა; რა ლამაზად გამოხატე .სჰენი გრზნობები.რა მატირეეეეეეეეე ;ხუმრობის ხასიატზეც აგარ ვარ. რაც .ზალინ ისჰვიატიააა ცჰემტვის. გკოცნი გოგოცუნა . ტავბრუდამეხვა არ ვიცი რა დავცეროოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
ხატიას

ნურაფერზე ნუ იდარდებ,ნურასოდეს შეიტან ეჭვს ჩემ შენდამი გრძნობაში,მე მიყვარდი,მიყვარხარ და სანამ შევძლებ მეყვარები უფრო მეტად ვიდრე შენ გგონია,გ პ ი რ დ ე ბ ი...შენს თავს ვერავინ ვერასოდეს ვერ შემიცვლის,შენ ჩემი ცხოვრება ხარ,ჰოო,მხოლოდ ჩემი,გეღიმება არა?შეიძლება ოცნებაა,უბრალოდ ოცნება. ...ყველაფერი რაც იყო კარგად მახსენდება,არის რაღაცეები რაზეც გული მწყდება მაგრამ ეგ არაფერი,დრო თავისას გაიტანს დავივიწყებ,ან კიდევ უფრო მომემატება შენზე დარდი ჩემს გულში,ისევე როგორც ჩემი შენდამი სიყვარული ძლიერდება რაც დრო გადის,ვინ იცის?!თუ გიყვარვარ მეყვარები,მეყვარები,მეყვარები...გამიფრთხილდი და გაგიფრთხილდები გპირდები... გამახარე გამახარე გამახარე,ძალიან გამახარე,იმ წუთიდან ბედნიერი ვარ რაც კარები გამიღე,ჰოო,ასეა...მე შენდამი იმხელა სითბოს ვგრძნობ ხანდახან ყველა გრძნობა ერთმანეთში მერევა,ჩემთვის ბედნიერება,მონატრება,სიყვარული,სითბო,სიხარული,ტკივილი და დარდი შენთან ასოცირდება..ხედავ?მე სხვანაირი ვარ,შენც სხვანაირი ხარ და ამიტომ,ჰოო ამიტომ ვეღარ გშორდები..შენთან მინდა,მინდა მარტო ჩემი იყო ,ხანდახან თითქოს გისაკუთრებ,სიგიჟე მემართება და ვცდილობ გაგექცე ..არ მინდა,არ მინდა რომ ასე ძლიერად დაგისაკუთრო ვერ გამიძლებ..და უსაზღვროდ მეშინია ჩემი შენდამი გრძნობის გამოხატვა... შემიყვარდი,შემიყვარდი,შემიყვარდი...გეღიმება არა??? მეც მეღიმება... უზომოდ მიყვარხარ ბაჭია
სურათი აღარ არსებობს

მე შენ ტკივილს და დარდს არასოდეს არ მოგიტან ამას გპირდები,დანარჩენს დრო გვიჩვენებს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
გაიხარე ლია გენაცვალე,რა დროს ტირილია გაიგიმე,გეხუტეეე,და ვიგაც იდიოტს მოხვდება კარმების ქურდობისთვისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
...მიყვარხარ...ძალიან მიყვარხარ. ჩემს სიყვარულს საზღვარი არა აქვს...შენს გარდა არავისზე და არაფერზე ვფიქრობ. ყოველ წამს, ყოველ წუთს შენი სახე მიდგას თვალწინ. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვცადე შენი დავიწყება, მაგრამ ამაოდ, არ შემიძლია, რადგან უძლური ვარ. სიყვარული ხომ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი და ლამაზი გრძნ;;ობაა ამქვეყნად?!
...მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება შენ მოგიძღვნა, მაგრამ ერთმანეთს შორი მანძილი გვაშორებს და კიდევ ბევრი რამ...უშენოდ ყველა გზა ეკლიანი მეჩვენება, უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს... შეიძლება გავიდეს წლები და სხვა შემიყვარდეს, მაგრამ შენ მაინც სულ ჩემს გულში იქნები, რადგან სწორედ შენ მასწავლე სიყვარული. ვიცი, ეს გრძნობა ტანჯვისა და უბედურების მეტს არაფერს მომიტანს. " მე შენ მიყვარხარ" - განა შეიძლება ამ სამმა სიტყვამ გამოხატოს ის, რაც გულს მიფორიაქებს და მაფიქრებს?!
...შენზე მხოლოდ ოცნება შემიძლია და მეტი არაფერი. რაც უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მახსოვხარ და არ მავიწყდები. შენ ჩემთვის აუხდენელი ოცნება გახდი. ღმერთმა იცოდეს, ჩემი ბრალი არაა, რომ მიყვარხარ...
...არ გავა არცერთი დილა, რომ შენზე არ ვიფიქრო და არ გავა ღამე, რომ სიზმარში არ გნახო. მე ამ სიზმრით ვსულდგმურობ. ძალიან მიყვარს სიზმარი, რადგან ვიცი, რომ უნდა გნახო. ცხადში თუ არა, სიზმარში მაინც ხომ გნახავ და ამით მაინც გავიხალისებ ცხოვრებას...
...ძალიან მიყვარს წვიმაც და წვიმის დროს ფანჯარასთან ჯდომა. როცა წვიმს ყოველთვის შენი სახე მიდგას თვალწინ. მიყვარს, იმიტომ, რომ წვიმა ტირის და მეც ვტირი. შენს გამო ვღვრი ამდენ ცრემლს და მიხარია, რომ ეს ცრემლები შენ გეკუთვნის...
...ძალიან მიყვარხარ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი თბილი, კეთილი და საყვარელი ადამიანი ხარ. შენი დიდი მადლობელი ვარ, რადგან სიყვარული მასწავლე. სიყვარული - რომელიც, როგორც ყველა გრძნობა, უკვდავია. მხოლოდდამხოლოდ შენი სიყვარული მიადვილებს დარჩენილი გზის სავალს. შენ ის წყარო ხარ, რომელმაც უნდა მომიკლას წყურვილი და გამიგრილოს შენს ძებნაში დაღლილი გული, რომელიც მარად შენთვის ძგერს...
...ღამე ძლივს ჩამეძინა შენზე ფიქრში...შენ ყოველთვის შორს იდექი ჩემგან...სულ არ მეძინება, შენზე ფიქრში მითენდება დღე. შენ ხომ ყველაზე საყვარელი არსება ხარ ჩემთვის. მხოლოდ შენ მითხარი - ამ გულმა რამდენს გაუძლოს?რამდენი იტანჯოს?...ვეძებ სიმშვიდეს...
...მე შენ მიყვარხარ უფრო მეტად, ვიდრე გამოთქმა შემიძლია და უფრო ძლიერადაც, ვიდრე საერთოდ სიტყვებს შესწევთ ძალა გადმოცენ ეს გრძნობა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ იფიქრო, რომ შენი დანაშაული მე გაპატიე... არა...გულმა გაპატია, იმ თვალებმა და იმ უჩვეულო სიყვარულმა ოდესღაც რომ იყო...
პატიება არასოდეს გითხოვია, მაგრამ მე გპატიობდი ყოველთვის ამ ხნის მანძილზე...რატომ? რისთვის? არ ღირს ძიებად... ყველაფერი თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდანვე გაპატიე უხეში ქცევა, გაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდი... ხანგრძლივი გამოდგა ლოდინი, გული გპატიობდა შენი დუმილით გამოწვეულ მძიმე ტკივილს, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს...
...გპატიობდი...რატომ?იმიტომ, რომ ტკივილამდე მიყვარდი, ყოველი შენი გახსენება ტკივილს მაყენებდა, ჩემივე ცრემლებით საზრდოობდა ჩემი გული...ჩვენი სიყვარულისთვის ისევ ვდუმდი იმიტომ, რომ მე ბედნიერი ვიყავი. მე შენ მიყვარდი...დრო გადიოდა, მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს და ყველას შენზე ველაპარაკებოდი, მათ არ ესმოდათ ჩემი, მე კი ბედნიერების სამოსით შებურული, ცრემლიანი თვალებით და იმედით ველოდი ახალი დღის გათენებას და ჩემთვის ტუჩების ოდნავი მოძრაობით ლოცვასავით ვჩურჩულებდი..."ოღონდ შენ მოდი და გული ყველაფერს გაპატიებს" ...დრო კი ისევ სიჩუმეში გადიოდა...ძლიერი, ჯიუტი და ამაყი გამოდექი, გაწამდა გული, გაილია სული...ჩანელდა ცეცხლი... "ყველაფრის პატიება ღმერთს შეუძლიაო" უთქვამთ და მე, უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი ყველაფრის პატიება, ვეღარ გაპატიე შენთვის დაღამებული ღამეების და გათენებული დღეების სიმრავლე, ვერ გაპატიე შენთვის გაწვიმებული ცრემლების სიწმინდის არ დაფასება, გაღვიძებული იმედის ჩაკვლა, რწმენით დაამებული ტკივილის კვლავ განახლება...
...მე გპირდებოდი, რომ ყოველთვის დავიცავდი ჩემს სიყვარულს, მაგრამ ვერ შევძელი...მაპატიე!
შენი დიდი იმედი მქონდა, არვიცი რა ბრალი მიმიძღვის შენს სიყვარულში... შენ დამიკარგე ყოველი ნდობა ადამიანის მიმართ და საეჭვო გახდა ჩემი ცხოვრება. ჩემი სიყვარული გიწოდე და საპასუხოდ სიყვარულს ველოდი შენგან...
...მაპატიე...ალბათ დიდი მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის, გულდახურულობის მიზეზი გახდი. დამენგრა ჩემს მიერ აგებული ოცნებისა და სიყვარულის კოშკი და მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი...გაბრაზებული გულით ესეც შენ დაგაბრალე...მაპატიე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ უსასრულოდ მომეძალა შენზე ფიქრები, ისევ შორეთში წამიღო შენზე ოცნებამ, ისევ მოვიძიე ცაზე ვარსკვლავი და შენი სახელი დავარქვი მას...
...ნუთუ სიყვარულის უფლება არამაქვს? მინდა თავი დავაღწიო უნუგეშო სიყვარულს, მაგრამ არ გამომდის, ვერ გივიწყებ - ყოველი წვიმის წვეთი, ყოველი ვარსკვლავი და ლექსის სტრიქონი შენს თავს მაგონებს...
ეს ყოფილა ჩემი ბედი. მე არ შემიძლია მისი შეცვლა. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ბედნიერი ვარ შენი ხმის მოსმენით და უსასრულოდ დავცქერი შენს სურათებს...
აღარ შემიძლია ამის ატანა, არვიცი როგორ მოვიქცე. მითხარი როგორ დაგივიწყო? უაზროდ, უაზროდ მენატრები. თუ სადმე გამოჩნდები გული ლამის ამომვარდეს. ჩემი შენდამი სიყვარული სიგიჟეში გადაიზარდა. ახლა კი ცუდად ვარ და ვბოდავ, მეშინია ბოდვამ არ გამცეს.
ვერავის და ვერაფერს ვამჩნევ ამქვეყნად, მხოლოდ შენი ხმა მესმის, შენი სახე დამდევს თან და მოსვენებას მიკარგავს. იმ იმედით ვიძინებ, რომ სიზმარში გნახავ, დილით კი ვიღვიძებ, რათა შენი ხმა გავიგონო.
ვიცი, გაგეცინება და იფიქრებ, სულელიაო, მაგრამ ეს სიყვარული ჩემზე ძლიერია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცასთან საუბარი
შენზე ამბობენ უგრძნობი და გულმშვიდიაო, უდრტვინველად დაჰყურებს ქვეყნის ცოდვა ბრალსო... მაგრამ მე ვიცი რა გრიგალი ბობოქრობს შენში, სულს როგორ გოწეწს მარტოობის ცივი სიმძიმე... რა სევდა გტანჯავს... რა ცეცხლი გწვავს... რა ცრემლი გახრჩობს... ვიცი, ზაფხულის ამ თაკარა, ნათელ დღეებშიც გაგახსენდება, რომ ახლოა დუმილი ზამთრის და გამწარდები, მოიმარჯვებ ელვას ისრებად... შმაგი ხარხარით შემოიხვევ ღრუბლების სამოსს, წვიმის წვეთებით ატირდები და... დამშვიდდები... ჰო, დამშვიდდები... მოიბურავ მტრედისფერ მანდილს... ჰო, დამშვიდდები, ვიდრე ისევ გაგახსენდება, რომ ახლოა დუმილი ზამთრის...
...ვინ იხედება შენს მშფოთვარ და ბობოქარ სულში?... ვინ წაიკითხავს შენი ფიქრის წიგნს დაუწერელს?... ვინ გამოგიწვდის თანაგრძნობით მეგობრულ ხელს?!
... მუდამ მარტო ხარ... სიხარულშიც... ცრემლშიც... სწრაფვაშიც... იქნებ შენივე სიმაღლეა ამის მიზეზი?... იქნებ შენივე სიწმინდეა წყარო ამისა?...
... იქნებ გერჩივნა ყველა მოკვდავს დამსგავსებოდი, მათსავით გევლო ჭრელი ნიღბით, ყალბი ღამილით... პატარა კაცის პაწაწინა გული გეკმარა, რომ სიმაღლეებს არასოდეს მისტანებოდი!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...
...მე არაფერს გისაყვედურებ... მხოლოდ მეყვარები... რაღაც არაამქვეყნიურად... სევდანარევი სიყვარულით...
მერე შენ წახვალ... წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი... მამა და გეყოლება ერთი, ორი ან სამი შვილი... მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები?... გეყვარება ცოლი, ეყვარები მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება...
გავა დრო და მე დაგესიზმრები... ლამაზი, უჩვეულო თმებით, ჩემი ბავშვური თვალებით... გაგეღვიძება და გაგახსენდებ ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე. შენ დამიძახებ... მე აუცილებლად მოვალ... მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები... აღარც თვალები მექნება ლამაზი... რატომ?... ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ?... დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე!
ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა,
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის,
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს. მორიდებული ვიყავი,
ამიტომ არაფერი არასოდეს არ მხვდებოდა,
ვიყავი ჩუმი,
მომტირალი.
ერთი იყო კაი, რომ ყველასთან საოცრად თბილი ვიყავი,
ჩახუტებისთვის გაჩენილი.
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე,
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა ბავშვობაში მძიმე დამისვა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა.
ნუ იქ რაც მოხდა მე ჩემ თავს დავაბრალე და საკუთარ თავს ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი.
წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი,
სულ რაღაც რვა წლის.
ჩემს უახლოეს ადამიანს საშინელი ალკოჰოლიზმი ჭირდა და ძალიან ხშირად მინახავს უგონოდ მყოფი,
თავს საშინლად ვგრძნობდი,
საჭირო ოთახში ვიკეტებოდი და ნუგეშს სარკიდან ველოდი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ჩემი მწვალე თვალები მიყურებდნენ.
ბავშვობაში მიღებულმა ნერვულმა სტრესებმა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო,
ადრე გავიზარდე,
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი.
მალე ახალ სკოლაში გადავედი ,
ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვაბამდი და მეგობრებიც გავიჩინე,
ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა,
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე,
ხშირად ვტიროდი,
იშვიათად ვჭამდი,
სკოლაში არ დავდიოდი.
ექიმთან მისვლამ საერთოდ ყველაფერი არია,
ქალი ისე დაიბნა როდესაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ენა დაება.
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება.
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი.
თორმეტი წლის,
ყურებამდე შეყვარებული და უცნაური ადამიანი.
დაავადებას სიყვარული ვუწოდე, ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ სტუმარი მყავდა გულის არეში.
სიყვარულს კარი გავუღე და კარგად ვუმასპინძლე,
სტუმარს მოეწონა ახალი სახლ-კარი და დითხანს დარჩენა გადაწყვიტა.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემი სიყვარული უფრო ფართოვდებოდა,
სიგანეში თუ სიგრძეში მნიშვნელობა არ აქვს,
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი.
იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯებთან ურთოერთობა მაიძულა,
ჩემთვის ურთიერთობა შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ნივთთან, თუ ცხოველთან.
კიდევ გადიოდა დრო,
კიდევ მიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ რაც საოცრად გასაკვირი იყო ამ სიყვარულმა შემაყვარა ყველა და ყველაფერი,
ვისწავლე ყველაფრის პატიება,
ვისწავლე ადამიანის შეცვლა,
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად.

ეს გრძნობა წესით და რიგით უვნებელი, ძალიან საჭირო გრძნობაა, მაგრამ მე ნამდვილად მავნო.
გავხდი მარტოსული,
ვიქეცი ადამიანად, რომელსაც არაფერი არ შეეძლო სიყვარულის გარდა.
ყველა ხერხს მივმართე იმისთვის, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა.
სიყვარული იზრდებოდა და ფართოვდებოდა ჩემში.
ერთად იმდენი რამ დამიგროვდა, რომ მწვავე ნერვოზი ჩამომიყალიბდა,
ყველაფერზე საშინელი რეაქცია მქონდა,
ვაწყობდი ისტერიკებს და
ეს პატარა ლამაზ თვალება გოგონა ველურ სიყვარულად გადაიქცა,
მხოლოდ ჩემი სიყვარული არ მაკმაყოფილებდა,
სხვის გრძნობებზე გადავედი,
მინდოდა ქვეყანა სიყვარულისგან ამევსო.
როდესაც მართლა მარტო დავრჩი,
მივხვდი, რომ მე ზედმეტად უცნაური არსება ვიყავი, დავიწყე ფიქრი თუ რა მინდოდა ყველაზე მეტად.
ჩემმა ფიქრებმა და ოცნებებმა კვლავ იმამდე მიმიყვანა რაზეც აქამდე ვფიქრობდი:
ხის პატარა სახლი,
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი,
ემოციებში აბლანდული მე,
აცრემლებული თვალები და ბევრი სიყვარული. დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა.
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მაწყობდა.
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში,
მინდოდა არ დამესრულებინა ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს გავხდი,
ვისაც არ უნდა, რომ მოგისმინოს არ მოგისმენს
და ვისაც არ უნდა, რომ გაგიგოს ვერ გაგიგებს.

ყველაფერი მიყვარდა,
წვიმა და თოვლი,
ქარი და ელვა,
ყვავილი და ბალახი,
მზე და მთვარე,
ვარსკვლავი და ცისარტყელა,
მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა.
ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა,
იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
რამდენჯერაც ჩემ გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე,
ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად.
მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი,
გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ.
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი,
ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი,
ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემ სიყვარულს შევუერთდი.
მას ნაზი,
მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა,
რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა,
მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე,
მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი,
მთელი ჩემი ბედნიერების სურვილი ვუძღვენი.
სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე, ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა.
მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს,
რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ,
ცრემლი ხელზე დაეცა.
ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო,
ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის,
ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო,
ნაზად აკოცა,
ხელს შეხედა
და
ცრემლი აღარ იყო.
მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას.

მის ცრელმად ჩავიღვარე მისივე გულში.
ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია,

ვხვდებოდი, როგორ ვბერდებოდი ბავშვი,

ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე,
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
მე შენ გაფრთხილებდი და ხომ მიიღე! :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნუ წერთ ასეთ საინტერესო რაგაცეებს, ტორემ მომხსნიან სამსახურიდან :)
რომ შემოვდივარ დესპანზე მავიცკდება კველაფერი :)
მეტყვით არ სემოხვიდეო ! როგორ აღარ შემოვიდე ვერ ვძლებ ისე რომ რამე არ დავწერო აქ :)

იმედია ამას ჩემი უფროსი არ ცაიკითხავს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
არა გურო ნუ გეშინია რას ქვია და გაგაგდებსსსსსსსსსსსსსსსსსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნუ გეშინია guranda23 გაგაგდებს და აგერ არ ვართ მეზობლები?! (მაგას დავაყრით შავ დღეს, გაგდებდეს კი არა მგონი ტავის ადგილზე გნიშნავდეს... :))))

გარეთ ბნელა. საათის ისრები დაუღალავად მიიწევენ წინ. კარგა ხანია თორმეტს გადაცდა, ის კი არ მოდის. არა ნუ, ამ დროს არც არასდროს მოდიოდა. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დრო გადის ის კი არ ჩანს, ახლოსაც არ მეკარება,რა უპასუხისმგებლო საქციელია?!?! თანაც უკვე მერამდენედ?!?!გუშინ, გუშინწინ, იმისწინ კიდევ კარგი, მაგრამ ,ნუ..დღესაც?!,
დღეს მეგონა ნამდვილად მოვიდოდა,სად დადის ნეტა???არა, მე რომ მოვინდომო, ვიცი აუცილებლად მოვიყვან,მაგრამ არ მინდა. იმიტომ , რომ ასე ძალით მოყვანილი ის არასდროს არაა ისეთი როგორიც მე მიყვარს, თბილი, ტკბილი, გემრიელი.ვარდისფერ ბურუსში , რომ მხვევს და ზღაპარქვეყანაში მასახლებს,ყველაფერ ცუდს მავიწყებს, მომავლის იმედით მავსებს და ახალ სასიცოცხლო ძალას მჩუქნის... ეგეც არ იყოს ძალით მოყვანა რომ ჩემი სტილი არაა, თითონაც კარგად იცის. იცის, რომ მე ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ლოდინს ვარჩევ.... ჩემს გარშემო ფიქრები ბობოქრობენ. არაა პრობლემა ვიქნები, ვიფირებ და დაველოდები...როდისმე ხომ გავახსენდები?! გავახსენდები და მოვა. მოვა და სულ, ჩემთან დარჩება, არასად წასვლის სურვილი აღარ ექნება, არც მე გამიშვებს არსად...ჩამეხუტება და მარადისობაში გადამასახლებს... .. ჩავფიქრდი ეხლა, ნეტა მიყვარს კი?! რა ვიცი, თუ არ მიყვარს ალბათ არც მძულს....რადგან ასე ველოდები.... უფ, დავიღალეეე... მორჩა, გადავწყვიტე!!! ავდგები ეხლა აღარ დაველოდები და იყოს ისე, ეგეც მაგას...ისეირნოს სადაც უნდა და მოვიდეს როცა უნდა...
მ ო ღ ა ლ ა ტ ე!!!
ჰმ, ისე მაინც რა სასაცილო სახელი ქვია?! ვინ ყავს ნეტა ნათლია???
" კი მაგრამ ვის , ელოდები ასეო" მკითხავს ალბათ თუ ვინმე წაიკითხავს, ამს..და როგორ გინდა უთხრა "ვის და ძილს ველოდები ძილსო".
"ჰაჰაჰაჰა! გინახია შენც რაა ვის ელოდოო!!! ძილს,ჰაჰაჰაჰა!" მეტყვის გახალისებული
"ვახ ,ვისაც რას უნდა იმას ელოდოს, მე კი ამ წუთში მას ველოდები, და საითაც არ უნდა გაფრინდეს ჩემი ფიქრები, ბოლოს ყოველთვის მასთან მიდიან...,
მას ველოდები, რა ჩემი ბრალია თუ ასე დაარქვეს?!?
იმიტომ რომ ყველა მეუბნევაა, შენ ის გჭირდებაო, ძალიან გაკლიაო, უმისოდ ცუდად გამოიყურებიო, თვალები დაგწითლებიაო...
რა ვიცი, იქნებადა მართლა ძალიან მჭირდება და ვერ ვხვდები?!?!
ხოდა მეც ველოდები და ველოდები
იცოდე გელოდებიიიიიიიი!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის
ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო
ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი