↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
დედებს შვილები კი არ უნდა გაატანონ და პირიქით, დედები უკან უნდა დააბრუნონ და რაიმე სამსახური მოუძებნონ. პატარკაციშვილი რომ ბრძანებდა,რომ ყოველ ოჯახზე ფულად დახმარებას გავსცემო,თუ მართლა უყვარს ქართველი ერი და მათზე გული შესტკივა, მაშინ გააკეთოს რაიმე ისეთი საწარმო, რომ იმ დედებმა იქ იმუშავონ და საზღვრებს გარეთ არ ირბინონ. ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას მთავრობამ საზღვრებს გარეთ. რადგან, ბავშვი სადაც გაიზრდება, ის ქვეყანა ეყვარება და არა საქართველო. საზღვრებს გარეთ გაზრდილი ბავშვი, საერთოდ უკან აღარ გამოიხედება საქართველოსკენ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
იალბუზი> უკაცრავად მაგრამ არ გეთანხმებით! დედას რაღაცა მიზანი გააჩნია წასვლის და შვილიც მასთან უნდა იყოს. უფრო ხშირად ისინი ფინანსური მდგომარეობის გამო მიდიან ეს მას ნიშნავს,რომ თავიანთი ქვეყანა არ უწყობთ ხელს. ხომ ასეა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეგრე რომაა იმიტომ ვამბობ, რომ დედები უნდა დააბრუნონ საქართველოში თქვა! ბადრიმ და მისმა ნაირებმა კი, დედებს მუშაობის პირობები შეუქმნან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ialbuzi wrote:
ციტატა:
დედებს შვილები კი არ უნდა გაატანონ და პირიქით, დედები უკან უნდა დააბრუნონ და რაიმე სამსახური მოუძებნონ. პატარკაციშვილი რომ ბრძანებდა,რომ ყოველ ოჯახზე ფულად დახმარებას გავსცემო,თუ მართლა უყვარს ქართველი ერი და მათზე გული შესტკივა, მაშინ გააკეთოს რაიმე ისეთი საწარმო, რომ იმ დედებმა იქ იმუშავონ და საზღვრებს გარეთ არ ირბინონ. ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას მთავრობამ საზღვრებს გარეთ. რადგან, ბავშვი სადაც გაიზრდება, ის ქვეყანა ეყვარება და არა საქართველო. საზღვრებს გარეთ გაზრდილი ბავშვი, საერთოდ უკან აღარ გამოიხედება საქართველოსკენ!

ძვირფასო იალბუზ!თქვენი მსჯელობა ცალსახა მგონია და აი რატომ:მშობლები დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ და მეც და ჩემი დაც საზღვარგარეთ გავიზარდეთ.ჩემს დას საქართველოდან გახედვა არ უნდა, ხოლო მე კარგად ცნობილი ფინანსური პრობლემების გამო უცხო ქვეყნიდან ვცდილობ ჩემი ოჯახის გაძლიერებას, ამავე დროს თუ ვინმე ჩემზე მეტი პატრიოტია_ იმათ შემოვევლე!გასაგებია, რომ ხელისუფლება მუშაობს ეკონომიკაზე,მე თავად ვარ იმის მომხრე, რომ არეულობები აღარ იყოს საქართველოში და რაიმე კურსს მივყვეთ.
მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.ამ შუალედის განმავლობაში დედებს საქართველოში ვერც ძალით დააბრუნებენ და ვერც დაპირებებით. დედამ თუ იცის, რომ მის შვილს რაღაც აკლია, ქვას გახეთქავს და რაც საჭიროა ,გაუკეთებს.ეს ხომ აქსიომაა.რაღა
საჭიროა ხელოვნური სტრესი და პრესი?სანამ მოგვივლიან, ჩვენ ვუვლით ჩვენს თავებს და ასე რაღატომ უნდა ვიტანჯოთ?მე პირადად
ყველა საჭირო დოკუმენტი მაქვს და ბავშვს მაინც არ მატანენ.გადის წლები!საქართველოში ჩავდივარ წელიწადში 2-ჯერ,და ვბრუნდები უკან!
ახლა არ დაიწყონ ზოგიერთებმა, რატომ ბრუნდებიო, ყველამ იცის მიზეზები და დემაგოგია არაა საჭირო. მოკლედ, ვართ ასე მე და ჩემი ერთადერთი შვილი...რა, საზღვარგარეთ გაზრდილი არა და უდედოდ გაზრდილი ბავშვები გამოადგება საქართველოს?ეს არის დიდი თეთრი ლაქა და ვიღაცამ უნდა რაღაც სამართლებრივი სტატუსი შეუქმნას ქართველ დედებს და ბავშვებს. ხალხი მასიურად იტანჯება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ სამსახურს იშოვნით საქართველოში, უკან არ დაბრუნდებით? დაბრუნდებით არა? აი, ის ბავშვი, რომელიც საზღვრებს გარეთ გაიზრდება, ის კი, არ დაბრუნდება. რა ვქნათ აბა, სამწუხაროდ ეს ასეა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე მინახავს ბავშვები საზღვარგარეთ, საქართველოთი რომ ათენ-აღამებენ. ამავე დროს, დამეთანხმებით ალბათ,რომ ზოგიერთი ბავშვისთვის"ბალი ათი შაურია"საქართველოშია თუ სხვაგან.კიდევ ვიმეორებ,ასე ხელაღებით ყველას ერთ ქვაბში
მოხარშვა არაა სწორი, ყველაფერი შედარებითია.დაბრუნებას რაც შეეხება, ნორმალური, ქართველი დედის გაჩენილი და გაზრდილი ბავშვი დაბრუნდება საქართველოში.აი ის განშორება და დისკომფორტი კი რასაც ხელოვნურად აყენებენ მათ პატარა
სულებს_არასოდეს დაავიწყდებათ. ჩემო იალბუზ, მოვა დრო და ამაზე დაწერენ წიგნებს და ფილმებს გადაიღებენ. აწმყო კი რატომღაც არაა მოდაში.რეალობა კი ესაა-ბოლოსდაბოლოს, ძაღლს არ წაართმევს კეთილშობილი ხალხი თავის ლეკვს...
ჩვენ კი, ქართველი დედები ყოველ დღე გოლგოთას განვიცდით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
იცი რაზე მწყდება გული?9 წლის ბიჭი მყავს.და სახლში ვამეცადინებ ქართული სკოლის პროგრამას.ისე აქ სწავლობს და დზალიან კარგი მოსწავლეა.მეჩხუბება ვის ჩირდება შენი მაგდანას ლურჯაო.....და სხვა ქართველი ბავშვები სტუმრად რომ მოდიან შვედურად ლაპარაკობენ.ტვინში ლამის სისხლი ჩამექცეს.....მპასუხობენ ასე უფრო ადვილად ვსაუბრობტო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
ასე რომ....თავს კი ვიკლავ საქარტველო და ქარტული მაგრამ.....იქ ტუ არ წავიყვანეტ ჩვენი შვილები შორიდან სამშობლოს შეგრძნება ძნელია.თან ისეთი სამშობლოსი თუ არ გინახავს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
დორადო შენს დაწერილზე ამატირე ჩემო კარგო ,მეც დედა ვარ და ვიცი რაც არის შვილის გარეშე ცხოვრება.სულით და გულით გისურვებ რომ შენი შვილიკოს გვერდით იყო სულ მალე.ჩემი ბიჭი სპორცმენია და ორი კვირით და რაგაც 10 დგით წაიყვანებენ ზბორებზე და ისეთი მონატრება მეუფლება რომ ვერ ავხსნი და წარმოდგენილი მაქვს შენი მდგომარეობაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
იქნებ აქ ადამიანს არაფერი აბადია? ძალიან მინდა საქართველო მართლა ისეთი იყოს რომ დარჩენა ყველას უნდოდეს მართლა ძალიან მინდა,მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები და ასწლეულები დასჭირდეს და ამდენი ხნის მანძილზე ისინი ერთმანეთისგან შორს უნდა იყვნენ? რაღაც არა მგონია ეს სწორი იყოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
და რამდენი გახლეჩილი ოჯახებია.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნეტოია> ამ შემთხვევაში მე და დორადო არ ვლაპარაკობთ იმ ბავშვებზე რომლებსაც თვალითაც არ უნახავთ სამშობლო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნეტოია> დიახ გახლეჩვის დიდი სიტუაციებიცაა! მაგალითად ცოლი წავიდა საზღვარ გარეთ დიდი ხნით რადგან მას არა მისი მდგომარეობა არამედ ბავშვის მომავალი აწუხებდა! ამ დროს ქმარი შვილს ყურადღებას აღარ აქცევს და დადის აქეთ-იქით შემდეგ ცოლი ჩამოდის და ქმარი აეროპორტშიც არ ხვდება... ეს ყველაფერი საშინელებაა!

მაგრამ ამას ვერ გადავიტანთ უბრალოდ ცოლ-ქმარზე. ეს თვითონ ქვეყნის მდგომარეონის გამოა ესე არ არის?

აი მაგალითად ვინც წახვედით გასართობად წახვედით? რღაც არამგონია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ciyvisebrta wrote:
ციტატა:
იქნებ აქ ადამიანს არაფერი აბადია? ძალიან მინდა საქართველო მართლა ისეთი იყოს რომ დარჩენა ყველას უნდოდეს მართლა ძალიან მინდა,მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები და ასწლეულები დასჭირდეს და ამდენი ხნის მანძილზე ისინი ერთმანეთისგან შორს უნდა იყვნენ? რაღაც არა მგონია ეს სწორი იყოს!
ციყვისებრთა,იცი,მე შენ გიცნობ და ძალიან მომწონხარ=ko= =ko= =ko= =ko= =ko= .
შესანიშნავად მსჯელობ,რა თქმა უნდა არასწორია ოჯახის წევრების ცალ-ცალკე ყოფნა ასე შორი მანძილით მაგრამ ისღა დაგვრჩენია,ღმერთს მივენდოთ და თან ხელიც გავანძრიოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ნეტოია,ახლა შენ სულ სხვა პრობლემა წამოჭერი. წეღანაც ვთქვი, საზღვარგარეთ გავიზარდეთ-მეთქი მე და ჩემი და, 4 ენაც ვიცით და მაგდანას ლურჯაც ვისწავლეთ, არაფერში ხელი არ შეგვშლია ამით.მე 2 წლის წამიყვანეს, ჩემი და იქ გაჩნდა. არ დათმო ქართული და სისხლი თავისას იზამს, დამიჯერე.
მე სხვა რამეს ვამბობ...აი შენ რომ ეგ შენი 9 წლის ბიჭუნა არ გყავდეს მანდ, რა ჭკუაზე დადგებოდი?!
ან ვისა აქვს უფლება, დედას გადაუწყვიტოს, რა ჯობია თავისი შვილისთვის?!
მე ამ მთავრობას ძირითად რაღაცეებში ვემხრობი, მაგრამ რაც მე ჩემი თუ სხვისი გამწარებული დედობა ვნახე, ვერავინ ვერ დამარწმუნებს,რომ ეს სწორია. ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში მონა რომ მონაა, შვილებიანად ყიდიდნენ.საბჭოთა რუსეთის კრიმინალურ პრაქტიკაში პატიმარ ქალებს ციხეშიც კი არ ართმევდნენ შვილებს.
რა ვიცი, მეტი რა გითხრათ, საშინელი სისასტიკის მსხვერპლია დღეს ემიგრანტული დედა-შვილობა.ცოდვაც არის ეს და უსამართლობაც.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
დესპანი