↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე იალბუზს დავეთანხმე......აქ გაზრდილი ბავშვები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ....მაგრამ რა ამაყია რამე კარგს რომ გაიგებს და ამხანაგებს უხსნის ეს ქარტველები არიანო

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
nanano :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
MAGNOLIA wrote:
ციტატა:
დორადო შენს დაწერილზე ამატირე ჩემო კარგო ,მეც დედა ვარ და ვიცი რაც არის შვილის გარეშე ცხოვრება.სულით და გულით გისურვებ რომ შენი შვილიკოს გვერდით იყო სულ მალე.ჩემი ბიჭი სპორცმენია და ორი კვირით და რაგაც 10 დგით წაიყვანებენ ზბორებზე და ისეთი მონატრება მეუფლება რომ ვერ ავხსნი და წარმოდგენილი მაქვს შენი მდგომარეობაც.

მაგნოლია, მეც ამეტირა ცოტა რომ ვწერდი...ეჰ, ქალებს ხომ უფრო გვესმის ეს საშინელი მომენტი...:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Dec 2007
Posts307
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნეტოია> დიახ გახლეჩვის დიდი სიტუაციებიცაა! მაგალითად ცოლი წავიდა საზღვარ გარეთ დიდი ხნით რადგან მას არა მისი მდგომარეობა არამედ ბავშვის მომავალი აწუხებდა! ამ დროს ქმარი შვილს ყურადღებას აღარ აქცევს და დადის აქეთ-იქით შემდეგ ცოლი ჩამოდის და ქმარი აეროპორტშიც არ ხვდება... ეს ყველაფერი საშინელებაა!

მაგრამ ამას ვერ გადავიტანთ უბრალოდ ცოლ-ქმარზე. ეს თვითონ ქვეყნის მდგომარეონის გამოა ესე არ არის?

აი მაგალითად ვინც წახვედით გასართობად წახვედით? რღაც არამგონია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ციყვისებრთა...=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ჩემო კარგო.....ეს არსებული მდგომარეობის ბრალია თორემ გიჟი უნდა იკო შენს საკუთარ Qვეყანაში.შენს ოჯახში.შენ საყვერელ ხალხთან ჩახუტება და ყოფნა რომ არ გინდოდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
ნანანო ცუდად გავხდი.და ცრემლი მომერია შენს წერილზე.რა გითხრა და რით დაგამშვიდო არ ვიცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოდით, ეხლა დაწერეთ ამ ჩვენმა დედებმა. გინდაც სხვებმა: რამდენი გინდათ გქონდეთ ხელფასი თვეში, რომ უკან დაბრუნდეთ? განსაკუთრებით იმათ ვგულისხმობ, ვისაც ოჯახი იძულებით გახლეჩილი გაქვთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე იალბუზ სხვა სიტუაცია მაქვს.ქმარ-შვილი აქ მყავს.სახლი მაქვს და ნორმალურად ვცხოვრობ.მე ნანანოსი კარგად მესმის.მე და ცემი მეუღლე აქ რომ ჩამოვედით.ბავშვების გარეშე ლამის გავგიჟდი.1 ცელიცადში მოვახერხე.ჩავედი და ჩამოვიკვანე.ხელფასს რაც შეეხება კარგ ადგილზე ვმუშაობდი.მაგრამ ჩემი მეუღლე.როგორც უმეტესობა Qართველი კაცების თავის ადგილს ვერ პოულობდა და მისტვის შეურაცყოფა იყო ცოლის ხელფაზე ცხოვრება.გადაწყვიტა წამოსვლა მაგრამ უჩემოდ არ ქნა.ოჯახის გახლეჩის ფასად ფულის შოვნა არ მიღირსო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჩემო იალბუზ, დავწეროთ ახლა _გადაგვიხდის ვინმე...მოდი რეალურად ვილაპარაკოთ.ხომ ვებრძვით ასე ცხოვრებას ცასა და ქვეყანას გამოკიდებულნი,_კარგი ბატონო...ზოგი ჩივის ამ მთავრობაზე და სხვათაშორის არც გაემტყუნებათ, ზოგიც ჩემსავით უკეთესის მოლოდინში ყველაფერს იტანს და არ ჩივის..._ესეც კარგი, ჯანდაბას, მაგრამ სამართლებრივად მაინც მოგვხედონ, მაგალითად ბავშვებს მისცენ საშუალება, რომ არდადეგებზე მაინც ჩამოგვაკითხონ,ან_რა ვიცი, რაიმე ასეთი,
ნუ უყურებენ ასე ჩვენს სიმწარეს,თორემ დედა_შვილობის ჯაჭვითაა შეკრული საქართველო და აქ თუ თვალი ჩაირღვა_არა მგონია, ასეთი რამ კარგი იყოს ჩვენი ქვეყნისათვის.ეს არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი სოციალური დაუცველობისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო მეზობლებო შესანიშნავი თემაა და თემის დასაწყისში აღმოვაჩინე ერთმანეთის მიერ უპატივცემულობა და შეურაწყოფა გთხოვთ მოერიდოთ ერთმანეთის გრძნობებს ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ.არ ვაწყენინოთ ერთმანეთს,თემიდან ყველა გადახვევა და შეურაწმყოფელი წერილები წაშლილი იქნება ხოლო "ამრევი"დაისჯება ადმინისტრაციის მხრიდან.თქვენ გაიხარეთ ვასიამოვნოთ ერთმანეთს.პატივისცემით che

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
უცხოობაში რაა სიამე,ამისთანა ნაშოვნ ფულს რა ვუთხარი მე,უჩემოდ დაიზარდნენ ჩემი შვილები,ის საუკეთესო წლები,როცა მე მათი ზნე და ხასიათი უნდა გამეცნო,იმათ კი ჩემი,ცალ-ცალკე გავატარეთ,ჩემი უმცროსი 10წლისაა,4ის იყო რომ დავტოვე,ამ ხნის განმავლობაში 1ხელ ვნახე ხოდა მაშინ იყო ზუსტად,მიყურებდა,მაკვირდებოდა და მკითხა:შენ გაბრაზება იციო?წარმოიდგინეთ რა მომივიდოდა,ვუყურებდი ამ ჩემს უჩემოდ გაზრდილ შვილებს,ჩემს წინ უკვე სხვა ადამიანები იყვნენ,მე კი ის ვერ ამოვიგდე თავიდან რომ პატარები აღარ იყვნენ და ისე ვექცეოდი,როგორც პატარებს,იმათ ეღიმებოდათ მაშინ მაგრამ,მე რომ ვაცნობიერებდი რასაც ვაკეთებდი,მდუღარე მესხმებოდა გულზე.ხანდახან ისე დამრევს ხელს ნოსტალგია,გავითიშები და აზრებსაც ვეღარ ვუყრი თავს.მესმის რომ ბავშვი სამშობლოში უნდა გაიზარდოს,მაგრამ იმ ზომამდე არ უნდა მიიყვანოს მთავრობამ ადამიანი,მეორეხარისხოვანი გახდეს სამშობლოს სიყვარული.ოღონდ ჩემი შვილები ჩემს გვერდში მყავდნენ და არაფერს დაგიდევდით.არა მგონია სამშობლოს გამოადგეს სრულფასოვნად ,დასტრესილი ადამიანები.

შენ შემოგევლე ნანანო, ცუდად გავხდი, მე ძალიან კარგად მესმის შენი ტკივილი, მეც თითქმის შენნაირ დღეში ვარ, 1 წლის და 9 თვის მარიამი მყავს დატოვებული და წარმოიდგინე რა დღეში ვიქნები? 4 თვეა რაც ამერიკაში ჩამოვედი და 4 თვეა თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ჩემი ჯერ ძალიან პატარაა, როცა ტელეფონი რეკავს არავის აცდის აღებას, ჩემი დედიკოაო, დღეში ასჯერ მირბის კომპიუტერთან დედიკო დამანახეთო...მე მულტი ვიზა მაქვს და თავისუფლად შემიძლია წავიდე და უკან დავბრუნდე,მაგრამ რაც მე გადავიტანე წამოსვლისას, იმას უბრალოდ ვეღარ გადავიტან, მოვკვდები. წამოსვლის ღამეს მძინარე მარიამს ვეფერებოდი, გაეღვიძა და ჩამეხუტა,აქედან ჩემები მანიშნებდნენ გაგვიანდებაო,კიდევ ერთხელ მაგრად ჩავკოცნე და საწოლზე დავსვი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, გაკვირვებულმა შემომხედა, სად მიდიხარო, დედიკო წყალს მოგიტან მეთქი და უკან მოუხედავად გამოვვარდი გარეთ. იმის შემდეგ თვალზე ცრემლი არ შემშრობია ... რამდენი ჩვენნაირი განწარებული დედა-შვილი ჰყავს საქართველოს?! ვისაც ეს არ გამოუცდია ამას ვერც გაიგებს და ღმერთმა არც გამოაცდევინოს, დაე ,მე ვიყო უკანასკნელი ასეთი გამწარებული დედა საქართველოსთვის...
გთხოვთ, ყველას, დემაგოგიას მოეშვით და რეალურად შეხედეთ ყველაფერს...
ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ალბათ სხვა დროს მოვახერხებ...
ნანანო, უფალმა გაგვაძლიეროს შენც და მეც და ყველა ჩვენნაირი დედა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნია და ნანანო დგეს ხო მატირეთ თქვენი მდგომარეობით.ღმერთმა ქნას რომ თქვენი შვილები თქვენს გვერდით ყოფილიყოს.უფალი ფარავდეს თქვენს შვილებს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით როცა მატერიალურსა და სულიერს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს სულიერი უნდა ამოვირჩიოთ. ნანანო ძაან ძნელია შენი ყოფა, მესმის შენი .მანდ რომ მილიონერი იყვე და შვილები ვერ ნახო არ გირჩევდი მასეთ ცხოვრებას იქნებ სჯობდეს რაღაც გეგმა კონკრეტულად დაისახო და მისი შესრულების შემდგომ დაბრუნდე საქართველოში, შენს შვილებთან ერთად მერწმუნე ბედნიერი იქნები. ბავშვსაც ხომ უფრო დედა სჭირდება ყველაზე მეტად? ამ მიწყინო მეგობარო უბრალოდ რომ გავიაზრე რაოდენ ტკივილი უნდა იყვეს შენი ყოფა ასეთი რჩევა ვამჯობინე.

პირადად მე დაბრუნებას ვაპირებ, მაშინ როცა ყველას ასე ვენატრები ჭიშკრისკენ აქვთ თვალები საწყალ მშობლებს და თითებზე ითვლიან წლებს და დღეებს როდის დავბრუნდები, რა დააშავეს ასეთი რომ არ დავბრუნდე? მართალია ძალიან გამიჭირდება იქ სამსახურის შოვნა და ფინანსურად მაგრამ განა ახლა ვარ ბედნიერი აქ რომ ვმუშაობ? რა ჯანდაბად მინდა ასეთი ნაშოვნი თანხა თუ იმ ხალხთან ერთად არ ვიყავი ვისაც ვუყვარვარ და ვჭირდები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
დესპანი