არც მახსოვს ზუსტად რამდენი ხანი გავიდა, რაც მე და ,,დესპანი'' ერთად ვცხოვრობთ. ალბათ ყველა ემიგრანტი გარკვეულ წილად დეპრესიულ მდგომარეობაშია მისი სამშობლოს და მისი საყვარელი ხალხის გარეშე. გამონაკლისი ცხადია არც მე ვარ. მე მართლაც ყველა უკლებლივ მიყვარხართ, იმდენი სითბო გადმოდინდება თქვენი გულიდან, თქვენი კომენტარებიდან , თქვენი მოფერებიდან ყველასადმი. მერე რა , რომ ერთმანეთისგან შორს ვართ? მანძილი არაფერია როცა ამხელა სიყვარულის დატევა შეუძლია ყველა თქვენთაგანის გულს. ვხედავ ბევრი ახალი დესპანელია ფორუმზე. მაგალითად ნატოია, რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და გამიხარდა ,რომ კიდევ ერთი ღირსეული წევრი გვყავს. რაც შეეხება გაცნობას პირადად : ალბათ ყველას სიამოვნებით ჩაგიხუტებდით გულში. ჩემო ლულუ მადლობ სიხარულო, მართლაც კარგი თემაა. მე სიამოვნებით დავიწყებდი ლეონარდოსგან, დავინჩისგან და ლიკასგან. ეს ყველაფერი ხომ მათი დამსახურებაა. ჩემი ლიაკო, ლულუ, ნანანო, ჩერუბა არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ქალბატონ ბაზის კი მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს მაინც გავიცნობ, ქედს ვიხრი მისი ინტელექტის წინაშე. ასე რომ ყველანი მიყვარხართ.
