|
ზვიგენ მეც პატივს გცემ, და არაფერ შუაში არ არის პოზიცია და ოპოზიცია, ახლა რატომ არის დიდი კრიტიკის მიზანი მისი გამოსვლა: ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეში ეს ფრაზა ყოვლად დაუშვებელია პრეზიდენტის პირიდან რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ხოლო რაც შეეხება ნარკომანიას, როგორ ფიქრობ მე მომწონს? მაგრამ რა შუაშია ის 8000 ავადმყოფი რომელიც ციხეში იტანჯება? ამისათვის დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს მკურნალობა, ისინი ავადმყოფები არიან და არა კრიმინალები, ადამიანს რასაც უფრო მეტს დაუშლი მით უფრო მეტი უნდა, რასაც უშლი ის უფრო უნდა, ეს უბრალო ფსიქოლოგიაა, აქ ესპანეთში და სხვა ევროპის ქვეყნებში პურზე ადვილად წამალს იყიდი, და თუ პოლიციამ დაგინახა რომ წამალს ხარშავ და ნერვიულობს ნარკომანი რამეზე, მოგიახლოვდება და გეკითხება ხომ არაფერი გიჭირს რითი დაგეხმაროო? ამ მოქცევით აქ საგრძნობლად შემცირდა ნარკომანია, მეტიც, 10 წლის წინ რომ ჩამოვედი ნარკომანების ბირჟები სულ ცოტა 3 იყო, ახლა არც ერთი არ არის, ხოლო თუ კი ვინმე იკრიბება კიდევ და მიდის წამალზე "ჩალიჩი" ეს ქართველები არიან და ქართველებშიც დაიწყო უკვე ის ტენდეცია რომ წამალი უკვე სირცხვილი გახდა და მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს რომ თავი დაანება არა ციხით არამედ სირცხვილით რომ ვერსად თავი ვეღარ გამოყო, არავინ აღარ მიიკარა, ხოლო ისეთებიც ვიცი საქართველოში ციხეში სხედან და იქაც იკეთებენ, როგორ ფიქრობ ისინი რომ გამოვლენ აღარ გაიკეთებენ? ესეიგი ეს ხალხი სამუდამო პატიმრობის ღირსია? სააკაშვილის აზრით? მერე რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, მე არ ვიცი ზუსდად რაზე არის იქ ლაპარაკი მაგრამ ძროხის ქურდობაზე ნამდვილად არ უნდა იყოს 3-4 ან 5 წელი, მაგისთვის საკმარისი უნდა იყოს ჯარიმა, აქ ყაჩაღობაზე არ სვამენ ციხეში, (გააჩნია ყაჩაღობას) და ქურდობაზე. ასე რომ ადამიან რასაც უშლი ის უფრო უნდა, ეს ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, დემოკრატიას რომ თავი დავანებოთ. პატივისცემით კალიტრი (ზაზა)
|