↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,მე არ ვარ ევა,
თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში ალბათ ესეც ნაკლია...
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი,
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია....
ხუმრობა იქით,შენ შეგიყვარდა,
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ,იმ ერთის გარდა
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქ ა ლ ი!

ყველა მანდილოსანს დავლოცავ,განსაკუთრებით დესპანელ მანდილოსნებს,ვუსურვებ ქალურ ქალობას,სილამაზეს და ღმერთის მფარველობას...არ დაგვეკარგოს ეს ქალობა და ბოლომდე გვეტარებინოს მანდილი,ის მანდილი რითაც ქართველი ქალი ფასობს....გაიხარეთ...

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
დღეს ხალხის აზრის აფრა მისცურავს,
ტალღა წარღვნისა ვეღარ ეძგეროს,
ამ ვენახიდან რაც დამიწურავს,
სიყვარულისთვის მსურს სადღეგრძელოდ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელო
ერთხელ რუსი პოეტი სერგეი ესენინი საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა. ქართველმა პოეტებმა გულითადი მასპინძლობა გაუწიეს. საპატიო სტუმარი კოჯრის ციხეზე აიყვანეს, საიდანაც დიდებულად ჩანდა დათოვლილი კავკასიონი, ბებერი თბილისი, მწუხარე მარაბდა, დაუვიწყარი დიდგორი. მერე ბეთანიის მონასტერში დიდებული თამარის ხატი ინახულეს.
უკან რომ ბრუნდებოდნენ, სამადლოზე თეთრ დუქანში ისადილეს. სტუმრის თხოვნით სუფრა გზისპირა მდელოზე გააშლევინეს.
გაიმართა ლხინი. პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ენამზეობაში. საღამოპირზე ურმები გამოჩნდა. ქალაქში სავაჭროდ ჩასული გლეხები უკან ბრუნდებოდნენ. რამდენმა მეურმემაც გაიარა, ესენინმა სუფრასთან მიიწვია - დაილოცეო.
ერთმა მეურმემ ყანწი ჩამოართვა და უთხრა: - ცოტა გვერდზე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო. თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას სული შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო ძმისწულო, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგავართ. ხშირადაც ვიჩოქებთ და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურსა. ძალაც იქიდან გვეძლევა. იმიტომ არი, მტერი და დუშმანი რომ ვერ გვერევაო. ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირია და ჩვენი მიწა-წყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანიაო.
მეორემ თქვა: - ღმერთმა პურისჭამა ნუ მოგიშალოთ. ვინც თქვენს შემდეგ ამ მდელოზე სუფრას გაშლის და თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელში შეებმევა და კაცობის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოსო.
მესამემ თქვა: - საითაც წადგეთ და წამოდგეთ, ამ დაღლილი მზის მადლი ნუ მოგეშალოთო.
მეოთხემ თქვა: - გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.
და უცებ ესენინი ცხარე ცრემლით ატირდა.
- რა ატირებს ესენინსო? - შეწუხდნენ პოეტები.
- რა მატირებს და ჩემი უძლურება - მე რუსეთის დიდ პოეტს რომ არ შემიძლია სადღეგრძელოს ისე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხები რომ ამბობენო. - თქვა ესენმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
:sidemaxsimas wrote:
ციტატა:

მაქსიმას შენ კარმას იმსახურებ,უფრო სწორედ,ის გლეხები,და რა თქმა უნდა შენც ამ ყველაფრის გადმოცემისთვის:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელო ლუდით

გაუმარჯოს იმ დედას,რომელიც თავის პატარას იავნანას უმღერის:შვილო გაიზარდე გახდი შოფერი შენს გაკეტებას მოუნდა მთელი სოპელი

იმ მამას გაუმარჯოს,რომელიც შვილს ბაღიდან გამოიყვანს და ლეიბორისტებში შეიყვანს

იმ კაცს გაუმარჯოს,რომელსაც გასვენებაში მიცვალებულის ტუპლები შეშურდება

იმ კაცს გაუმარჯოს მარიამობას გოგო რო სჰეეძინება და გრეტას დაარქმევს

იმ კაცს გაუმარჯოს,შამპურებს რომ ჯართში ჩააბარებს

იმ კაცს გაუმარჯოს ცოლი რომ გარიგებით მოიყვანა და სიყვარულის სადღეგრძელოს განსხვავებულით დალევს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:

გმადლობთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მეც ვიტყვი სადღეგრძელოს ლუდით:
იმ კაცს გაუმარჯოს,დედის პენსიით სიდედრს აგარაკზე რომ გაუშვებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მაქსიმას გაიხარე, ძაან მიყვარს ესენინი და ეს ისტორია არც მსმენია :*

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სტროფები გ. ორბელიანის “სადღEგრძელოდან”

ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად,
რომელთა დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად,
რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად,
რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად!

შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი!

ქრისტეს ნათელით განათლებული,
მეფე მირიან ჰბრწყინავს გვირგვინით,
ჯვარისა ძალით გარე-მორტყმული,
შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით!

ესე არს გმირი ის გორგ-ასლანი,
რომლის შეხედვით სპარსელნი ჰთრთოდნენ,
მისწვდნენ სადაც მის ძლიერნი მკლავნი,
მტერთა შელეწდნენ და შემუსვრიდენ!

დავით ჰსთქვი: „იყავნ ქალაქნი!“ და აღმოცენდნენ ქალაქნი!
განჰვლე უდაბნო ოხერი, - სავსე დაბებით შეჰქმენი!
დაჰკარ წერაქვი, - და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი!
მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!

ვითარცა ღმერთა მშვენიერების,
ქველ-მოქმედების, სახიერების,
ვით მტრედი მადლის მშვიდი და წყნარი
ეგრეთ მშვენებით მოვალს თამარი!

თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი:
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი,
მკლავით ძლიერით ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი,
ოსი ფეხ-მარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი!

დრონი იცვალნენ... იხილეთ ქეთევან ნაზად აღზრდილი,
მამულისათვის იტანჯვის, სარწმუნოების დამცველი,
ხორც-დაგლეჯილი შანგებით, მკერდზედა ცეცხლ-ანთებული,
სულის სიმაღლეს გვიმტკიცებს ზეცად დიდებით აღმსვლელი!

ნათელ გვირგვინით მოსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები
ელისბარ, შალვა, ბიძინა მტარვლისგან დატანჯულები!..
ტარიგად შესაწირავათ მახვილით განგმირულები,
ღმერთს ავედრებენ მამულსა მათ უკანასკნელ სიტყვები!

აჰა, სჯულისა წიგნითა ვახტანგ სვე-დამწარებული.
სწავლის მოყვარე, მფარველი, გონება ამაღლებული!
უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი,
დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული!
გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!

ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი.
არ დააკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი?

სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი - გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..

სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!
მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა,
და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!

რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი?
თუ არ აღვადგენთ დაცემულს, არ ვექმნეთ ნუგეშ-მცემელი?
თუ არა ვჰსდევნით ბოროტსა, მართლის არა ვართ მფარველი?
სხვის კვნესა თუ არ გვაწუხებს, სხვისი არ გვესმის ტკივილი?

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის-ცემა ღირსებას:
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის-შვილობას!
კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული;
მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!

მეგობრობასა წმიდასა შევჰსწიროთ სრულად რაც გვაქვნდეს!
დავლიოთ მისთვის ფიალა და აღთქმა არა გვავიწყდეს...
ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს,
ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!

მაშ, აბა, ძმანო, გულის სატრფოსთვის
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით!
ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის
გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით!
შვებისა დღენი მისთვის არ შეჰსწყდეს,
არ ვნახოთ იგი ჭმუნვისა ღრუბლით!
ახ, სატრფოს ხილვის დღე რომ აღმოჰსჩნდეს,
ენა გვემუნჯის მეტ სიხარულით!

ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს, ბუნების განმაცხოველსა,
გულისა ჭმუნვის გამქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!..
ღმერთო, ვინ მიჰწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..

ამ შვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
იცით რა მინდა დავლოცო ისევ?
რომ მეც არავის ვალში არ დაგრჩეთ:
ეს მე გამიმარჯოს, ეს შენ გაგიმარჯოს
და ჩვენს საქართველოს ასი ათასჯერ!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მთას ნუგეშა ავიტანე,
წამოვიდა გორებითა,
აქ სიცოცხლით დამეღალეთ,
იქ კი სულის ცხონებითა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts52
კარმა50
OFFLINEPROFILE
შეყვარებული ბიჭი თავის სატრფოს სახლში აცილებს. გოგო ეუბნება: მოდი სიყვარულო ტაქსი გავაჩეროთ შემცივდა ძალიან. შეწუხდა საწყალი ბიჭი არ ქონდა ფული, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ იყო და გააჩერეს ტაქსი. ზის ეს ბიჭი და ნერვიულობს, რა ვქნა რა მეშველებაო და აწვალებს პალტოს ღილს. ამ წვალებაში პალტოსაც ღილი აწყდა და ამ გოგოს სახლთანაც მივიდნენ. გადმოდიან და ბიჭმა ტაქსის მძღოლს ეს ღილი გაუწოდა. მძღოლმა დახედა ღილს და პასუხობს ბიჭს: მოიცა შვილო ხურდა აიღეო. ამ ჭიქით ტაქსის მძღოლს გაუმარჯოს!!!=ae= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
მაქსიმას გაიხარე, ძაან მიყვარს ესენინი და ეს ისტორია არც მსმენია :*

ცოტა თემიდან გადაუხვევ.არმიწყინოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
=ae= მე მინდა მეგობრობის სადღეგრძელო შევსვა,და ალბათ ყველა დამეთანხმებით რამდენად ცარიელია ადამიანი მეგობრის გარეშე,დაგილოცავთ მეგობრებს,ზოგს გვერდით გყავთ,ზოგმაც საზღვრებს იქით დატოვა,დიდხანს იცოცხლონ,ჯანმრთელად და კარგად ყოფილიყვნენ,და ნუ მოგვკლებოდეს მათი თავი,და არასოდეს ეტკინოთ მეგობრებს გული თქვენთვის რადგან ეს ძალიან მწარეა.....მეგობრობას დავლოცავ,ლამაზს,ფაქიზს,სათუთს და ერთგულს=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
სადღეგრძელო ლუდით

გაუმარჯოს იმ დედას,რომელიც თავის პატარას იავნანას უმღერის:შვილო გაიზარდე გახდი შოფერი შენს გაკეტებას მოუნდა მთელი სოპელი

იმ მამას გაუმარჯოს,რომელიც შვილს ბაღიდან გამოიყვანს და ლეიბორისტებში შეიყვანს

იმ კაცს გაუმარჯოს,რომელსაც გასვენებაში მიცვალებულის ტუპლები შეშურდება

იმ კაცს გაუმარჯოს მარიამობას გოგო რო სჰეეძინება და გრეტას დაარქმევს

იმ კაცს გაუმარჯოს,შამპურებს რომ ჯართში ჩააბარებს

იმ კაცს გაუმარჯოს ცოლი რომ გარიგებით მოიყვანა და სიყვარულის სადღეგრძელოს განსხვავებულით დალევს

=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
დესპანი