↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *
მზე შეაფრინდა მკერდზე ცას,
ცისკარმა წითლად იალა,
დილა აჩინჩხლეს სხივებმა,
ბალახი- ცვრისა ციალმა.
მარტომ გავტოპე არაგვი,
ჯავრმა მთლად გამატიალა,
შენს სანახავად ამოველ,
შენ არც რა გაგიგია რა ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * *
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე.
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან ნაზი ხელებით,
მოხვალ დაღლილი,მეტყვი:როგორ ხარ,
მოხვალ და ვიცი მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები,ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * *
ქალს თუ გაახსენდა ძველი ტკივილები
რაღა ქნას მერე,
თუ გულს უწვავს ძველი იარები
და ვერ მოინელა ჯერაც.
თუკი გიღალატა და მაინც გიყვარდა
რას იტყვის ხალხი,
მერე იძულებით კიდევ გაიცინებ
ვიღაცის ხათრით.
თუ არ დაავიწყდა ძველი ტკივილები
რაღა ქნას ქალმა,
თუ ვერ დააფასა მისი სიყვარული
ახლა სხვის ქმარმა,
თუ ისევ უყვარს ვიღაცის ქმარი,
თუ ადრეც უყვარდა,
რა შუაშია საბრალო ქალი!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
და როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო,ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
ბედი ჰქონდეს!თქვა შავთვალა ანგელოზმა,
ბედი ჰქონდეს?!- არასოდეს!
--თქვა სატანამ.
ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა
ზღვამ წამიღო უდაბნოში გამომრიყა,
სულში-გულში გრძნობა გაქრა,გრძნობა გაქრა,
და მას შემდეგ აღარავინ აღარ მიყვარს.
...და როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
ბედი ჰქონდეს!- თქვა შავთვალა ანგელოზმა
ბედი ჰქონდეს?! ხა ,ხა,ხა,ხა, არასოდეს!
თქვა სატანამ.

მირზა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
bazi2002 wrote:
ციტატა:
maxsimas wrote:
ციტატა:
Если жизнь тебя обманет,
Не печалься, не сердись!
В день уныния смирись:
День веселья, верь, настанет.
Сердце в будущем живет;
Настоящее уныло:
Все мгновенно, все пройдет;
Что пройдет, то будет мило

maxsimas თემისგა გადავუხვევ და ერთი რამ მინდა გთხოვო. ძალიან მინდა რუსული კლავიატურა ლათინური განლაგებით. თუ გაქვს და არ შეგიქმნი დიდი სირთულეს, იქნებ დამეხმარო. წინასწარ დიდი მადლობა.=sher= =sher=

დიდი სიმაოვნებით,მაგრამ ეგ ჩემთვისაც ხელმიუწვდომელია

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
.განა ვტირი?ალბათ წვიმა შემხვდა გზაში
უძილობამ ოცნებები ჩემში ძლია.
ავქვითინდე?არავითარ შემთხვევაში
სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია.
ამაყი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის
ძლიერი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის?
უდარდო ხარ?გადავიღებ ჩვევას შენგან
მაგიერად მე გული მაქვს შენ კი არა!
2.ნუ გეგონება რომ დაგივიწყე
ფიქრები ფირზე ადრე მოდიან,
ასეთი წმინდა და სანატრელი
მენატრებოდე,ძნელი როდია.
ამ მონატრების მწუხარე ტაღებს
სანაპიროდან ნეტავ რას მოაქვს?
გამორიყული გრძნობა გულისა
ფურცლის ხაზებზე კალამს გადმოაქვს.
ფერად ნიჟარებს ვიღაცა ითვლის,
გრძნობას ვერ ამჩნევს..დასანანია,
მარილიანი ცრემლები ზღვაში
ხომ სიყვარულის ან -ბან -განია..
3."შენ სინათლე ხარ, მე მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა...

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა...

ჰ ა ფ ე ზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა!"

შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ო, მიხარია: როგორც მინდია,
რომ მე წმინდა ვარ,ოცნებით მქროლი,
რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,
როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,
მოვკვდები- ბეჭზე დამეწერება
შენთვის წუხილი და უშენობა...

გაბრიელ ჯაბუშანური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
განა მინდოდა სხვა რამ დასტური,
გარდა იმისა, რომ დილა მეხსნა,
ვარ როგორც ღვინო ალადასტური
და მიხარია ფათური ქვეყნად,

პაოლო იაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის
სველი შტოებიდან ცვივა...

წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.

წარბის შეუხრელად, წყნარად
ვდგავარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.

ხეზე მოდარაჯე ელდა
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიდებს.

თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ...
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

ოთარ ჭელიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შუადღეს აველ შუაფხოს,
მზე ზანზალაკად ეკიდა
შუაფხოელი შუახნის
წამოემართა თექიდან,
წამოაქცია კურატი,
გამოაღადრა კისერი
ატყდა ღრეობა პურადი,
კაცი არ დარჩა ფხიზელი.
ლუდით და ჟიპიტაურით
დამთვრალი ხალხი ეყარა ,
და ხერხემალში ხმაურით
შემოდიოდა ქვეყანა ,
მზე როცა გადაიწვერა
ხატს მაშინ გამოვესალმე
და საღამომდე მე და შენ
ვკრიფეთ ცისფერი კესანე ,
მოვედი ,ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე
მე, შენ , მთვარე და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ფრთამოტეხილი ხოხობივით
შენს სარკმელთან
ფართხალებს დილა.

ფრთხილად!
ამ დილას
დამსხვრეული სხივები სტკივა!

კარი გაუღე!
ნუ მიიღებ გულგრილად, ცივად!

ფრთამოტეხილი ხოხობივით
შენს სარკმელთან
ფართხალებს დილა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * *
წუხელი ტანჯვით გამოვათენე
ცრემლები თვალებს უხვად დიოდა,
ფიქრი,რომელიც შენ დაგადევნე
არ მშორდებოდა,არ მიდიოდა.
შენ არ გესმოდა ჩემი გოდება
ცივი ფიქრების ჩუმი ყვირილი,
გული რომელიც მუდამ გმონებდა
იფერფლებოდა მწარე ტკივილით.
წუხელ კინაღამ მთვარე გახუნდა,
თითქოს სიზმარსაც ედო მკვდრის ფერი,
ამ ტანჯულ სხეულს იცი რა უნდა?
შენი შეხება,სხვა არაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
როცა მარტო ვარ - ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
- ბიჭო, იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Jan 2008
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
chemi bagisagan,
chemi tanisagan,
chemi xelisagan,
chemi mklavisagan,
chemi mxrebisagan,
chemi tvalisagan,
chemi pikrisagan,
chemi ckenisagan
s i d z u l v i l i s a g a n
s i y v a r u l i s a g a n -
chemi tavisagan
sheni tavisken......
g a n t a v i s u p l e b.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი