mancho1 wrote:ციტატა:

მეც მაქვს მასეთი ბალიში=lol=

კი მგონი ბევრია მასეთი ბალიშები..."სერიულად გამოუშვეს"

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა
შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული.
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილება გველოდება არხვატული.
კიდეგანა ბისნა თოვლის ქუდიანი,
ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები.
საბეკურთან გრაალები ლუდიანი,
შარაგზაზე არხვატული კაფიები.
სადაც შვლებს და ფიქრებს ერთად ვაბალახებ,
წამოდი და მე გაჩვენებ, იმ ხეობის, იმ ადგილებს.
წამოდი და შენი თვალით დაგანახებ,
მითების და ლეგენდების სინამდვილეს.
შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა,
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული,
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილები გველოდება არხვატული.
თამაზ წიკლაური