ხოო დაა,რაც შეეხება ჩემს სახელს,ახლავე ავხსნი:
დავითი
(ძველი ებრაული)მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია,რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება:"საყვარელი","სასურველი","წინამძღოლი","მეგობარი"...დავითი ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს,ფსალმუნთა ავტორს.ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია,ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს(დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე,-არგვეთის მთავრები,დავით გარეჯელი და სხვ.)ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს,მათ შორის ყველაზე სახელოვანს–დავით აღმაშენებელს.ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა,დათიკო,დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა...შდრ.მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.), როგორც ძირითადი,ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი:დავითაია, დავითაშვილი,დავითიშვილი, დავითაძე,დავითიძე, დავითიანი,დავითულიანი, დავითური,დავითოშვილი, დავითელაშვილი,დავითიაშვილი,დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი,დათუაძე, დათუკაშვილი,დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.
აი ეგრეეე...
