↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
gero wrote:
ციტატა:
*qeta* wrote:
ციტატა:
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i9822_princ.gif[/IMG]
სად გაქრა; ქალბატონი ქეტას დაწერილი?ააქ ; ვისაც არ მოგცონთ \'; რასაც წერენ შლიიიით?საინტერესოა-------------------

ვინ წაშალა კიმარა????????????????????????

ქეთა ნუთუ იდო აქ წერილი?

არა არ იდო წერილი,

ასე ელვა დეპეშით გავუშვი ეშამკებში...:) =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
იცი?!

იცი, უბრალოდ ხანდახან ასეც ხდება.სულ სადღაც გარბიხარ, გეჩქარება,გეშინია არ დაგაგვიანდეს, საკუთარ თავს მნიშვნელოვან პერსონად მიიჩნევ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ ასწრებ იმის გაკეთებას რაც მთავარია...ადვილად შესაძლებელია ეს იმიტომ ხდება, რომ აქამდე არც კი იცი რა არის მთავარი...ან შეიძლება კი იცი, მაგრამ ამ მთავარს რაღაც განსაკუთრებული ბუნებაა აქვს...ცვალებადია...16 წლის ასაკში ის ერთია, 18-ის მეორე. 20-ს რომ მიუკაკუნებ მიხვდები რომ შენი მთავარი საერთოდ არ გავს წინა ორს..
იცი, ხანდახან შინაგან სამყაროში , გრძნობების სანაპიროზე მოხეტიალე, სულის ქვიშაზე გონების ჯოხით, ვიღაცის სახელს ამოტვიფრავ და ცდილობ გამოიცნო, ამოშლის მას თუ ვერა ცხოვრების შემდგომი ტალღა. შემდეგ კი,მობრუნდები და მიდიხარ, ღრმად დარწმუნებული იმაში,რომ შენს დაწერილს წაშლა არ ემუქრება... და მხოლოდ გარკვეული დორის შემდეგ უცბად აღმოჩენ რომ დროს ძალუძს ამოშალოს ქვაზე ამოტვიფრულიც კი, არათუ ის, რაც არამყარ ქვიშაზე დაწერილა...
იცი, ხანდახან როცა უყურებ როგორ ქრება სინათლე ერთმანეთის მიყოლებით შენს მოპირდაპირე სახლში,უზომოდ გინდა გჯეროდეს, რომ იქიდან ვიღაც, შენს ფანჯარას უყუერბს და შენსავით შუბლით უზომავს ტემპერტურას ფანჯრის მინას ..
იცი, უბრალოდ ქალაქში სიარულის დროს შენ უფორ ხშირად აკვირდები სახეებს და ყოველთვის სხავდასხვანაირად ხედავ..ყოველ წელს მეტად გამოცდილი ხდება შენი თვალი,გარშემო ამჩნევ იმას ,რაც მანამდე არ არსებობდა შენვის -ალბათ ეს,განვლილი ცხოვრების ფილოსოფია:)ანუ, ერთი ასული საფეხური ცხოვრების კიბეზე...
იცი, ხანდახან გეჩვენება , რომ ვერ აფასებ შენს შესაძლებლობებს,ხანდახან კი აბსოლიტურად პირიქით...
იცი, ხანდახან სახლში მოსულს , საკუთარ თავში ჩაღრმავებულს გრცხვენია იმისა, რომ შენი კარგი საქციელი შენს შიანგან სამყაროში კი არ იშვა , უბრალოდ, გაერმო პირობებმა გიკარნახა, და ის შეიძლება სულაც არაა შენეული...
იცი , ხანდახან არაფერი არ გინდა ისე,როგორც რამდენიმე წუთიანი სიჩუმე და სიმშვიდე.საყვარელ სავარძელში,ფუმფულა პლედში გამოხვეული , მოწყენა და წვიმის მელოდიის სმენა...რომ შემდეგ მეორე დილას, გარეთ გახვიდე იმდენად მხიარული, შემართული და საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ გულზე გახეთქო საკუთარი მტრები...
იცი, ხანდახან უბრალოდ გაზაფხულია...გული სიხარულით გიფართხალებს და გენაღვლება , რომ არავინ იცის როგორ კაგრად ხარ...
იცი, ხანდახან შენ არ შეგიძლია დაძინება და უსაზღვროდ გშურს მათი ვისაც მშვიდი ძილი შეუძლია...
იცი, ხანდახან ამბები იმსხვრევა ბროლის ხმით...
იცი, ხანდახან გეშინია , რომ არსებობ...
იცი, ხანდაან უბრალოდ ცივა და გული გტკივა..
იცი, ხანდახან უბრალოდ...
იცი....
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
იცი,ხანდახან უბრალოდ ცივა და გული გტკივა... გეტა,ძალია კარგი ხარ,დიდი მადლობა,გკოცნი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში და ხანდახან ავიწყდება კიდევაც რომ არსებობენ ცრემლები,დაუმორჩილებლად იცინის,ზოგჯერ საკუთარ სევდას დასცინის,ისე კი,მისი ნიღაბი მუდამ მიმღიმარი და უშიშარი,გულადი თეატრალის თარგაზეა შეკერილი.ქუთუთოებით მწუხარების წრე შეუკრავს,საიდანაც ვერავინ შეაღწევს შიგნით,არავის შეუშვებს,მხოლოდ მას ეკუთვნის ეს სამყარო,სამყარო მის თვალებში...
თვალები,ისინი ხომ სულის სარკენი არიან,მისი სული მხოლოდ თვითონ მას ეკუთვნის და მე სულ მაინტერესებს,შეუშვებს კი ოდესმე ვინმეს შიგნით,რადგან ვინც მისი თვალების სევდას გაიზიარებს,გახდება მისი სიზმრების დარაჯი,დაიჭერს მისი ოცნების სანთელს...
და თუ შეეცდება ისე ახლოს მიიტანოს მასთან რომ თვალები დაწვას,ის მანამ იტირებს,სანამ ყოველი არსება დედამიწაზე არ მიხვდება მათს გასაჭირს...
იგი სულ მმუდამ ცდილობს რაღაც დამალოს,თითქოს ამიტ თავის სიძლიერეს უმტკიცებს გარშემომყოფებს.არასდროს იტირებს,თუ მართლა ეტირება...
ისე კი ხანდახან ტირის კიდევაც \"უმიზეზოდ\"...
_“გაიგე?
_ვერა,ვერაფერი ვერ გავიგე.
_არ ვიცი,შენ უწყვეტი ქვების ბლოკი ხარ,ის კი უცბად მცირდება ხოლმე,ენერგია მცირდება მისი,რადგან ჩემი აღარ მყოფნის,მართლა გადავტვირთულვარ,მაგრამ მე ესეთი ტიპი ვარ,გარეგნულად ხალისიანი,არ ვიმჩნევ,რომ სხვა არ დავტვირთო.მაგრამ,თუ მეგობრის მხარდაჭერა დამჭირდა არ მოვერიდები.მე არ შევცვლილვარ,სულ ლაპარაკი მინდა და მისგან ენერგიის მიღება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts835
კარმა79
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს=zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცა,რომელიც შორეულია
ღამეა, ბნელა არც-ერთი ვარსკვლავი არ ჩანს. მხოლოდ უკუნეთს დაუსადგურებია ირგვლივ. მე კი აივანზე ვზივარ და შევყურებ ცას, რომელიც ძლიერ შორეულია. ღმერთო ნეტა შეგეძლოს ახლა ერთი წუთით მაინც დამანახო ჩემი საქართველო. როგორ მენატრება ველა გასაკუთრებით კი ერთი ადამიანი. ნიკუშ სად ხარ, ახლა ნეტა რას აკეთებ? მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ შემიძლია ეს სიტყვა გითხრა 10-ჯერ,100-ჯერ,1000-ჯერ,10000-ჯერ,n-ჯერ. ყოველ წამს. მენატრები, მაგრამ არ შემიძლია ამ ადგილის დატოვება. ასე ვერ მოვიქცევი, დედას ვერ გავწირავ. ნეტავ შეგეძლოს ჩემი გაგება. რაც წამოვედი,არ დაგირეკავს. ვერ მაპატიე ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ გიყვარდი. გიყვარდი........ ნეტა მართლა გიყვარდი? ახლა ეჭვიც კი მეპარება ამაში. მე არ შემეძლოს სხვაგვარად მოვქცეულიყავი, უბრალოდ არ შემეძლო. არც ის შემეძლო შენთვის ყველაფერი ამეხსნა. ალბათ, ვერ გამიგებდი, არ ღირდა. მე კი კი აქ როგორ ვიტანჯები შენს გარეშე. სულ მარტო ვარ. ყველასაგან მივიწყებული. ღმერთო ასე რატომ გამწირე? ასე რატომ გამიმეტე(ტელეფონის ზარი) ნუციკო ვიღაცას ელაპარაკა. ტირილი. გოდება. სიჩუმე. ისევ ქვითინი. ნუციკოს დედა გარდაეცვალა გულის მანკით. ოპერაციისათვის საჭირო თანხა დროულად ვერ შეაგრივეს. ღმერთო რა უბედური ვარ მე ხომ ეს მსხვერპლი დედის გამო გავიღე, მაინც ვერ ვუშველე. დავკარგე უძვირფასესი ადმიანი. დავჩი მარტო სასტიკ სამყაროში. მარო მამა მაიც მყოლოდა. ან და. ვერავის გავუზიარებ ამ დარდს, რომელიც მახრჩობს. ნიკუშაც აღარაა ჩემს გვერდით. მე გავნადგურდი, სულიერად დავეცი. სხეული გავყიდე. დავკარგე პატიოსნება და რისთვის?.................. ნიკუშ მაპატიე...... შენ გეგონა დასასვენებლად წამოვედი თურქეთში აქ დავრჩი, გავთხოვდი, თითქოს სხვასთან ვიპოვე ბედნიერება. ტყუილია ესყველაფერი, საშინელი ტყული, რაც საქართველო დავტოვე, მას შემდეგ ჩემს ტუჩებს ღიმილი არ ღირსებია. შენთან დავტოვე ბედნიერება, სიხარული, ღიმილი, აქ კი წამოვედი დაცარიელებული, გრძნობებ ჩაკლული. ბედნიერება, სიყვარული.... ღმერთო რა შორეული, ბუნდოვანი, ბნელია ჩემთვის... ცასავით მიმზიდველი ცა მასსავით მიუღწეველი. მიუღწეველი.... არა. რატომ? მე მოვალ, მოვალ, მოვალ, დედა, ნიკუშ მოვალ.......ცა, ანგელოზები, დედა, ნიკუშა......უფალი......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
სიყვარული ფოთოლცვენის დროს... რა ლამაზი დღეა. არც ცხელა, არც ცივა, თითქოს წვიმასაც აპირებს.ასეთია შემოდგომა.თბილი და ამავდროულად საშინლად ცივი.მითუმეტეს ბათუმში. ფანჯარასი გავიხედე ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზად მომეჩვენა,ალბათ იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა.დღეს 17 წლის ვხდები.მალი ჩემი მეგობრებიც მოვლენ.მათ ბავშვობიდან ვიცნობ,ძალიან მიყვარს ისინი.აი,ისინიც მოვიდნენ.
-მაკო გილოცავთ დაბადების დღეს.შენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ სიხარულო.ძალიან გვიყვარხარ.
-ჩემო კარგებო ძალიან დიდი მადლობა.ახლა იწყება დროსტარებე აბა ჩვენ ვიცით.ის დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ.ვიმხიარულეთ.ახალი ამბავიც გავიგე დათა(ჩემი ყოფილი შეყვარებული)ლონდონში წასულა სასწავლებლად.ეს ჩემთ ვის უკეთესიც იყო.თუმცა ადრე ორივენი ერთად ვგეგმავდით წასვლას.კიდევ კარგი დავშორდი.ღმერთო რა არ ხდება? ამას რამდენიმე დღის წინ ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ ამაზე არც ვდარდობ.არ მიყვარდა დათა.უცებ თვალები ფანჯრისკენ გამექცა.რაფაზე ვარდების თაიგული შევნიშნე.მივედი.არავინ იყო.მხოლოდ 17 ცალი ვარდი ეწყო.წერილს ვეძებდი ვერც ის ვიპოვე.გარეთ გავედი,ქუჩაშიც არავინ იყო.მხოლოდ ვიღაც მათხოვარი,მაგრამ ეგ გინდ ყოფილა გინდ-არა.გულის სიღრმეში გამიხარდა,მესიამოვნა.მიყვარს მოულოდნელობები, მაგრამ ამასთანავე საშინლად ცნობისმოყვარე ვარ.ამ ფაქტმა კი მოსვენება დამიკარგა.ძალიან მინდოდა გამეგო ვინ გააკეთა ეს.მაშინვე დაქალებს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.მათი აზრით,უცნობი თაყვანისმცემელი დათა უნდა ყოფილიყო.(ის კვლავ ცდილობდა ჩემთან შერიგებას)მეც ასე ჩავთვალე.რადგან ყველაფერი გაირკვა,მშვიდად დავიძინე.
მეორე დღეს,თვალი გავახილე თუ არა,მაშინვე ფანჯარისკენ გავიხედე.არ ვიცი რატომ.!(ამის გაგება მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ)ისევ ვარდი...უმისამართო ქუჩაში ისევ არავინ იყო(მხოლოდ მათხოვარი)გავედი გარეთ.ცნობისმოყვარეობამ მძლია.მათხოვარს მივუახლოვდი და ვკითხე:
-უკაცრავად ვინმე ხომ არ დაგინახავთ ამ დილით ჩემს ფანჯარასთან ?
-მათხოვარმა შემომხედა. არაფერი უთქვამს.
მე კითხვა გავუმეორე.ამჯერადაც არაფერი მიპასუხა.მხოლოდ დიდი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა.ლამაზი თვალები ქონდა.რაც მართალია,მართალია ვერ ვუარყოფ.მაგრამ მათხოვარია რა......
დღეები გადიოდა.ვარდი კი ყოველ დილით ფანჯარასთან მხდებოდა.შემოდგომა იყო.ხეებს ფოთლები სცვიოდა,ამის გამო ხშირად ვიჯექი ფანჯარასთან მოწყენილი(ამინდი,ბუმება პრდაპირ მოქმედებს ჩემს განწყობილებაზე.)მაგრამ ცოცხალ,წითელ ვარდს Dევხედავდი და ისევ მიბრუნდებოდა ხალისი.ვგრძნობდი,რომ ცხოვრება ისევ მშვენიერია. ასე გადიოდა დრო.მალე გაირკვა ,რომ დათა არაფერშუაშია.ის საქართველოდან წასვლის შემდეგ წამალზე შემჯდარა და კლინიკაში წევს თურმე კარგა ხანია.ამ ფაქტმა საშჰინლად იმოქმედა ჩემზე .შერმეცოდა,ოღონდ მართლა.იმ დღიდან ვარდის დანახვა აღარ მინდოდა.რაღაც უკვე მომბეზრდა.მაღიზიანებდა უკვე.ერთხელაც მივედი ფანჯარასთან და კიდევ ვარდი რომ დავინახე,გაბრაზებულმა ქუჩაში მოვისროლე.
-არ დაიღალე? გამოჩნდი რა ვინც ხარ უკვე თავი მომაბეზრე.ვარდი აქ აღარ დავინახო...გამვლელები გაოცებულნი მიყურებდნენ.მეც შევნიშნე,რომ ზედმეტი მომივიდ.საშინლად შემრცხვა.ამაზე უფრო გავბრაზდი და მივახალე:
-რას მიყურებ?ვერ ხედავ,რომ აღელვებული ვარ?შენი შენიშვნა მაკლია რა!(უცებ მივხვდი,რომ მათხოვარს ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს არასდროს)ეს აღარ შევიმჩნიე,ფანჯარა დავხურე და ოთახსი შემოვედი.უკვე ბნელოდა.ღამე მიყვარს.სიწყნარეა,არავინ გაწუხებს.საწოლზე ვიყავი წამოწოლილი.მინდოდა დამეზინა,მაგრამ...თვალწინ მედგა იმ მათხოვრის თვალები,მახსენდებოდა მისი მზერა.ტანსი ჟრუანტელმა დამიარა.მაგრად დავხუჩე თვალები და..არ ვიცი როდის დამეზინა.როცა გამეღვიძა დილის 6:00 საათი იყო.მეზარებოდა ადგომა.ტელევიზორი ჩავრთე.მოსაწყენი ფილმები გადიოდა.მაშინვე გამოვრთე.უცებ ფანჯრისკენ გავიხედე.ისევ ვარდი...ოღონდ მეწამური ფერის,იქვე წერილიც შევნიშნე.სასწრაფოდ აციღე და კითხვა დავიწყე.
\"ჩემო ანგელოზო!მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ.მე არ მაქვს ამის უფლება,მაგრამ რა ვქნა?გული არავის ეკითხება.ჩემს ცხოვრებაში ერთადერტი ნათელი წერტილი შენ იყავი.მზის სხივი,რომელიც მაძლევდა ძალას,ცხოვრება გამეგრძელებინა.შენი წყალობით მივხვდი,რომ მეც ადამიანი ვაარ.მეც შემიძლია ვინმე მიყვარდეს.ვიცოდი,რომ შენ მე ყურადღემას არასოდეს მომაქცევდი,მაგრამ საკუთარ თავს მაინც მივეცი ოცნების უფლება. აბა სად გაგონილა მათხოვარი და...ჩემო ფერია,ლამაზო სიზმარო,აუხდენელო ოცნებავ!გახსოვდეს რომ დედამიწაზე დადის ერთი უბრალო ბიჭი,რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ.მე აწი ვერასოდეს მნახვ.მე ვარ ტალღა ზღვის ,რომელიც უნდა მიუახლოვდეს ნაპირს,მაგრამ ისევ უკან ბრუნდება.მე ასევე ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს ვიქნები შენგან.რა მსვენიერია სიყვა
რული შემოდგომისას.ფოთლები ცვივა,მე კი მივდივარ...\"
-ეს შეუძლებელია.მე ვტიროდი,მაგრამ არ ვიცი რატომ.ფურცელი ხელში მეჭირა.ის ჩემი ცრემლებით სველდებოდა.გამახსენდა ყველაფერი.ეს რა ჩავიდინე!ეს ადამიანი ყოველთვის იჯდა ჩემი ფანჯრის წინ და ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის,როგორც თანასწორისთვის.ზემოდან ვუყურებდი.რატომ?რითვარ მასზე უკეთესი?პირიქით.რას ვაკეთებ/მხოლოდ გართობაზე ვფიქრობ,როგორმე სხვაზე უკეთესად მეცვას,თმები კარგად გავიკეტო,რომ შემდეგ ამით ვიტრაბახო.ამასობასი დამვიწყებია თავმდაბლობა.ყველაზე ძვირფასი საჩუქარი უფლისა ამპარტავნობა-მომააკვდინებელი სენი.რატომ ვხდებით ყველაფერს გვიან? გათაც ხომ ამაან დაღუპა?ცარიელი სიტყვებით თამაში რაში გამომადგება? ალბათ,ხშირად მითქვამს:\"ყველა ადამიანი თანასწორია.\"\"არ შეიძლება მათი გარჩევა რასის,რელიგიის,მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით\".რა სასცილოა.რეალურად რა გავაკეთე?მართლაც წარმოუდგენელად მეჩვენაბა მე და მას რამე გამოგვსვლოდა.ეს ფანტაზიაა,მაგრამ გული ჩემს სიტყვებზე მწყდება.,ჩემს საქციელზე.თუნდაც ახლა რომ მცოდნოდა მისი გრზნობების სესახებ,როგორ მოვიქცეოდი?..არ მაქვს პასუხიიმიტომ რომ ის მათხოვარია.იქნებ დათას 1000-ჯერ სჯობს,მაგრამ მათხოვარია.აი პრობლემა.ყველაფერი ცხადია ჩემთვის.რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ,სინამდვილეს ვერსად გავექცევით.ამ სასტიკ სამტაროში მეფობს ფული და არა-სიყვარული.რატომ ხდება ასე? გვიყვარდება უღირსი,ხოლო წრფელ სიყვარულს არ ვაფასებთ.ვთამაშობთ სხვის გრძნობებზე და არც ვფიქრობთ იმაზე,როგორ ვტკენთ სხვას გულს.(იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.მე ყოველ დილით გავდივარ ზღვაზე და ვუყურებ,როგორ ეალერსება ტალღები ნაპირს.გავსცქერი ჰორიზონტს.მახსენდება წარსული და უცნაური სიყვარული ფოთოლცვენის დროს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
ninikara, დამადარდიანა ამ სევდიანმა ჩანახატმა, მაგრამ კარმა ჩემგან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინიკარა გული შემეკუმშა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
\\ ---------- -------

----------- ---
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
ninikara, დამადარდიანა ამ სევდიანმა ჩანახატმა, მაგრამ კარმა ჩემგან:)
:) :) :) :) :) უღრმესი მადლობა.გაკოცეეეეეეეეე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ნინიკარა გული შემეკუმშა
დაიცა რა დროს კუმშვებიააა.გავიხაროტტ სუყველამ,ცხოვრება ხომ მშვენიერიაააააააააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
\"ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება, ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი მძიმე და მწუხრისფერი, ოცნება ჩემი სევდანარევი და მარტოობის ობოლი ცრემლი.

ზოგჯერ ისეთი მძიმეა ფიქრი, რომ ჩემი მხრები თრთიან შიშისგან: ვაი-თუ ვინმეს ვაჩუქე ცრემლი, ვაი-თუ ვინმემ ცოდვა იტვირთა. ეს გახსენება მოჰგავს ტირიფებს, მუდამ მტირალს და სახედამალულს, შენი სახელიც ხომ სადღაც სულში მიმალულა და არ აჩენს სხეულს. ო, ზოგჯერ ისე მძიმეა ფიქრი, რომ მარტოობა განვაგდო მინდა, მაგრამ ვერ ვშველი სულის ტკივილებს დაუყუჩებელს და სევდით მტირალს.

გარეთ ქარია, სიცივისაგან მობუზული ხეების ტოტებს ერთმანეთს აწნავს და დედამიწაზე აქეთ-იქით ფანტავს.
გარეთ ქარია . . . და როგორც ყოველთვის ჩემს სულშიც ქარიშხალივით იჭრება შენი დანახვის სურვილი მარტოობის და ტკივილის მოსასხამში გახვეული.

შენ აქ ხარ, შენ ჩემში ხარ, შენ ჩემი ფიქრის ყოველი სიმი ხარ, მე შენზე მოგონებებით ავაგე სიყვარულის თეთრი ტაძარი და მუხლმოყრილი ვჩურჩულებ:

მე შენ მიყვარხარ!

გარეთ კი ქარია, ეს ქარი ალბათ შენი ფანჯრის მინებსაც აწვალებს. მე მას გამოვატანე ლამაზი ოცნება, შენ კი დარაბები მჭიდროდ დახურე და არ მიიღე სული ჩემი, ქარად ქცეული.
შენ ალბათ არ იცი, რომ ეს მე ვარ და რომ იცოდე, ნეტავი თუ გააღებდი შენი სახლის ფანჯრის დარაბებს?!
ვინ იცის!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
\"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი\"...

წვიმს.
ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ.
გახსოვს?!
ახლა წვიმს.
წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ლოდინი.........
მე აქ ვარ,
ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.

მე აქ ვარ მომაკვდავი
და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში.
ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს....
სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით..
თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის.
შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს.
ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულ მთლად დათოვლილს.....
ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს, შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით.
ო, როგორ შორს ხარ!ო, როგორ შორს ხარ!....
ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს, ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს, ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს, მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული.....
გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული, მე არ ვიყავი ღირსი შენი,შენი დანდობის.......

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი