↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის
ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო
ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...

მითხარ რად ხარ მოწყენილი რამ დაგაღონა?
ვინ გადინა ეგ ცრემლები ჩემო გოგონა?
ვინ გატკინა ეგრე გული?ვინ აგატირა?
შენი წყენა ჩემო კარგო ვინ დააპირა?=ko=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე შენს ნაკვალევს დავეძეფ რამხელა ფეხი გქონი 36-ი მეგონა 47-ი გქონიააააააააააააააა =tala= =tala= =tala= =sniki =sniki =fexi =fexi =fexi loool loool loool loool loool loool loool

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
=dk= che wrote:
ციტატა:
ninikara wrote:
ციტატა:
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის
ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო
ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...

მითხარ რად ხარ მოწყენილი რამ დაგაღონა?
ვინ გადინა ეგ ცრემლები ჩემო გოგონა?
ვინ გატკინა ეგრე გული?ვინ აგატირა?
შენი წყენა ჩემო კარგო ვინ დააპირა?=ko=

ეხ შვილი დაგვიტანჯეს,როგორც ჩემი შვილი იტანჯება ისე უნდა დავიტანჯოოოოოოოოო=dk= =dk= =dk= ანუგეშე მაინც ბაღანა რა სიმღერებს დამღერიხარ,ვითომ შენ უარეს =დღეში არ იყო=dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ასე გადაწყვიტე??? კარგი, მივხვდი...ნება შენია.

დაე ,იმეფოს უტყვმა მელანქოლიამ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
იტირე...... იტირე იმიტომ რომ შენს გულში დაგროვილი ნაღველი ცრემლებს გაატანო და სახეზე პატარა ნაკადულად დაგემჩნეს შენი მოწოლილი გრძნობების ნაკვალევი... იტირე იმიტომ რომ ვიღაცამ გითანაგრძნოს, დაგამშვიდოს და არც შენ იგრძნობ თავს მარტო... იტირე... შენ ხომ არ ხარ წმინდანი რომ ყველაფერი ჩუმად აიტანო და მოითმინო, თავად იესოსაც კი წასკდა ცრემლი როდესაც იუდამ გაყიდა, როდესაც მიხვდა რომ უღალატეს, იტირე... შენ ხომ ბავშვი ხარ ან შენ ხომ უკვე დიდი ხარ პატარა გულით და ბავშვური გრძნობებით... იტირე... მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ამ ტირილმა უფრო ბედნიერი გაგხადოს, იტირე იმიტომ რომ ამ ცრემლებს შენი დარდი გაჰყვეს და უფრო ლაღი გახდე... მაგრამ არასოდეს არ იტირო იმიტომ რომ ამ ლამაზმა ცრემლებმა გული გატკინონ, არასოდეს იტირო იმის გამო ვინც შენი ღირსი არ არის... და ბოლოს გაიღიმე იმიტომ რომ ღამის მერე ყოველთვის თენდება და ამიტომაც ტირილის მერე ყოველთვის გაიღიმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
სიყვარული
არის ამ ქვეყნად ძალა უდიდესი, დაუნდობელი, დაუოკებელი, წამიერიც და საუკუნოც სიცოცხლისა და სიტკბოების მომტანი ძალა, რომელიც ხმის, გემოვნებისა თუ შეხების უდიდეს საიდუმლოს ინახავს. ძალა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. სიყვარული უძვირფასესი განძია ხალხთა მოდგმისა, იგი სხეულისა და სულის შერწყმაა, სიცოცხლის შეგრძნება და სიკვდილთან ვაჟკაცური შერკინებაა. სიყვარული ზღვა არის. მას ვერ დაუწერ კანონებს, ვერც საზღვრებს დაუდებ. როცა გგონია რომ დაწყნარებულია, სწორედ მაშინ აღელდება. სიყვარული ჯოჯოხეთისებრ აღგზნებული მუსიკაა, რომელიც მოხუცთა გულსაც კი
აწყნარებს. მას შეუძლია მტვრად აქციოს კაცი, აამაღლოს და კვლავ სამარცხვინო კედელთან გააკრას. იგი ყოვლის შემძლეა და ამაში გასაკვირი არაფერია, ღმერთმაც ხომ ქვეყნიერების პირველი ადამიანები ამ უფაქიზესი გრძნობით დააკავშირა ?სიყვარულით, რომლითაც გაჩნდა კაცობრიობა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მეტისმეტი სიახლოვე სიყვარულს სპობსო. თუმცა მათ არ შეუძლიათ შეიცნონ, რომ რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან, გრძნობ რა საჭიროა იგი შენთვის და რაც უფრო უფრთხილდები და თავს ევლები, მით უფრო გრძნობ მის ძალას; ხვდები რა ნაზ და უფაქიზეს გრძნობასთან გაქვს კავშირი. ამბობენ, სიყვარული ბრმა არისო და მართალიც არიან. როცა ადამიანი გიყვარს, არ შეგიძლია დაინახო ნაკლი. შენთვის ეს ნათელი ფერებით იხატება და გრძნობ იმას რაც სხვებისთვის წარმოუდგენელია, რადგან მათთვის არ იმალება ის უარყოფითი თვისება, რომელიც შენთვის დაფარულია ნაზი გრძნობის მიღმა. ერთ წამში შეიძლება ვინმე მოგეწონოს, ერთ დგეში შეიძლება შეგიყვარდეს კიდეც, მაგრამ მის დავიწყებას კი მარადისობა დასჭირდება. ადამიანები არ უნდა მიენდონ სიტყვებს. ისინი შეიძლება სცრუობდნენ. ყოველი ჩვენგანი უნდა ეძიოს ადამიანი, ვინც ცხოვრებას გაგიფერადებს, ჰპოვო ის ვინც ღიმილს გაჩუქებს და შეიცნობ ჭეშმარიტ სიყვარულს, რომელიც გაგრძნობინებს ცხოვრების აზრს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
წვიმის წვეთები წკაპუნით ეცემიან ფანჯრის მინას...
თითქოს ლაპარაკობენ კიდეც...
იქნებ შენ გელაპრაკებიან...
არ გიფიქრია?...
კარგად მოუსმინე...
ჩემზე რაღაცას გაიგებ...
რატომ იღიმები?...
- არ გჯერა რომ წვეთები ლაპარაკობენ?..
- არა... მგონი გიჟი ხარ...
- ვიცი... შენ გამგიჟე...
- ხომ არ შეგიყვარდი?...
- არა... შემზიზღდი...
- ???
- იმდენად მეზიზღები რომ მიყვარხარ....
- რა არის სიყვარული?
- სიგიჟე...
- არა...
- მაშინ რა?...
- შენ...
მე უზომოდ ბედნიერი ვარ...
მიყვარს და ვუყვარვარ...
ტელეფონის ზარია...
არა, ზარი კი არა მაღვიძარა...
- სად ხარ?...
პასუხი არაა... ოთახში მარტო ვარ...
სიზმარი ყოფილა... არადა რა კარგი იყო...
ნეტა ახდება როდესმე?...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
წერე ნინი დედი წერე,შენ ბედნიერი ხარ რომ სიყვარული შეგძლებია და ადამიანი ხარ,მიყვარხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ხატი გეხუტეეეეეეეეეეეეეეეე,ვწერ აბა რააააააააააააააააააა.გაკოცეეეეეეეეეე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
...დრო კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა... პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი... არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
...ჰო, რას ვამბობდი?... მომაბეზრა თავი ტკივილმა...
...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?... ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა... მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზაღპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავალის დღესასწაული!... სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს... ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის... ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კიცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
...ახლა მარტო ვარ... დარდი მივსებს ცარიელ დღეებს... ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფaნტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...
... კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული... და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ნუთუ ამოდენა ღრუბელსაც სძლევს ხოლმე სევდა შორეული და ასე აატირებს ხოლმე გრძნობა ორეული?... ასე ააწვიმებს მის გიშერა წამწამებს და ბევრს გადაისვრის ფიქრის საუფლოში...
...მერე... მერე უცაბედად სადღაც გაიელვებს, ხალხს რომ მისთვის ელვა ურქმევია, ის კი არ იციან, რომ ეს მისთვის სიბრალულის ღიმილია...
...სადღაც სიშორეში ისევ ბუტბუტებენ ბებერი ტირიფის ქვეშ შეყვარებულები... ზოგნი ხელს ახებენ მის გაბზარულ კლავიშებს და ფრთებასხმულ ოცნებებს მისტირიან...
მე კი ასე ჩუმად შენზე ვიოცნებებ...
შენზე გავიხსენებ ლექსებს დაუწერელს... და მე ძველებურად ისევ ვიმედოვნებ, რომ შენც ძველებურად ისევ იმეორებ სიტყვებს, თითქოს გეშინოდა, რომ მე დაგცინებდი... მაგრამ შენ ცდებოდი, როცა ამ სიყვარულს თვალებს უხუჭავდი და გეგონა, რომ მხოლოდ სიზმარი ვიყავი შენთვის უცაბედი...
... ისევ გადაუღებლად ტირის დედამიწა, მაგრამ ამჯერად ჩამქრალ სიყვარულზე, ლამაზ ოცნებებზე და ნანატრ სიზმარზე, რომელიც ერთად უნდა გვენახა და ვერ ვნახეთ, რადგან უეცრად წვიმის წვეთმა გამოგვაღვიძა და ცხოვრების ბილიკი გაგვიცალკევა...
...სამი დღე განუწყვეტლივ წვიმდა და წვიმდა... ვერავინ მიხვდა, თურმე იმ ღამეს ცა დდედამიწას სიყვარულს სთხოვდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50

ნინი ეხლა მაგას ქვემოთ ჯაბას სიმღერა დაუდე და ვსე,მთლად გამოწერილიაააააააააააააააhttp://www.youtube.com/watch?v=PruQnydMNWo

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=PruQnydMNWo

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
დრო გავა და ყველაფერი თავისით დალაგდება, უნდა გჯეროდეს ამის.....
ყველაფერი დალაგდება.....
ის სიტყვებიც, რომელიც მაშინ გითხარი, როცა ძალიან მტკიოდა.... აგიხდება, ან აგვიხდება......
ბედნიერებაც მოაკაკუნებს ერთხელ ჩვენი ან შენი სახლის კარებზე და შემოგისახლდება... აღარსად აღარ წავა.....
შესცივდება და შენ გაათბობ...
მისთვის გააკეთებ ყველაფერს... მისთვის ისუნთქებ... და ყოველ დილით ნაზი მოფერებით გააღვიძებ....
შენ შენი ან ჩვენი ბედნიერებისთვის იბრძოლებ...
და ეს ბედნიერება არასდროს არ წავა შენგან...
არასდროს!!!....
მერე დრო გაივლის და ბებერი, დანაოჭებული ხელებით ისევ მოეფერები შენს ბედნიერებას....
ისევ აკოცებ , ჩაიხუტებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს მის გარეშე.....
შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ შეძლებ, შეძლებ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებ, მაგრამ მერე..... მერე მიხვდები, რომ იმას რასაც აკეთებ ან გააკეთებ, ყველაფერს "მისი" სახელი ქვია...
ჰო, "მისი"... შენი ბედნიერების.....
ბევრჯერ დაღამდება და გათენდება სევდისფრად....
მაგრამ მოვა დრო, როცა მოვა შენთან, ხელს ჩაგკიდებს და გეტყვის, რომ მასაც ისევე უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს.....
მოხდება... აუცილებლად ასე მოხდება.....
შევძლებ და მოვალ...
მე შენი ბედნიერება მქვია..... სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
sharlotta wrote:

=ko= =ko= =ko= მომეცონა დაცერე კიდევ=ko= დაცერე გენაცვალე =ko= გაკოცებ ლიაკო=ko=

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი