↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რა არის სამშობლოს სიყვარული?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jan 2008
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ nanano ანალოგიური ისტორია მე შემიძლია მოგიყვე. მეც ახალი ჩამოსული ვიყავი და შემთხვევით წავაწყდი ქართველ ქალს საავადმყოფოში Brooklyn ში და შენ წარმოიდგინე ერთი მე მივდიოდი და ვუვლიდი. კვდებოდა უპატრონოდ და მე მეუბნებოდნენ ექიმები ხელი მოაწერე რომ აპარატი გამოვრთოთო და მე ჩამოვიყვანე მაგის ძმა თბილისიდან(რაც ძალიან დიდი ნერვების ფასად დამიჯდა) როცა დაიღუპა და ფულის შეკრება დავიცყე გადასვენების შენ წარმოიდგინე ბევრი ქართველი გამოჩნდა რომელმაც თქვა აფერისტია ვიღაც და ფულებს კრებსო. ქალს სახელად დინორა ერქვა გვარი ნამდვილად არ მახსოვს.ასე რომ ნამდვილად ვერ გამაკვირვებს ვერავინ ვერც გვერდით დგომით და ვერც გაჭირვებით. და რაც შეეხება stranger ის სიტყვებს, კიდევ ვიმეორებ სამწუხაროდ ბევრი სიმართლეა!!!
Please note, although no boardcode and smiley buttons are shown, they are still useable

ანალოგიური შემთხვევები საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც რომ უხვად გვაქვს ამაზე კამათი უკვე ზედმეტია. რაც ჩემს მიმართ აგრესია წამოვიდა ჩემი კომენტარის შემდეგ,სიმართლე გიტხრათ იმაზე მეტს მოველოდი,მაგრამ როგორც ჩანს ადამიანებს ნაკლად აღარ მიაჩნიათ ის რომ სიბრალულის გრძნობა დაჩლუნგებული აქვთ და უბრალოდ გაჩუმებას არჩევენ(არ გამოვრიცხავ ამის მერე კიდევ წამოვიდეს ლანძღვა გინების ახალი ტალღა)(ისე არც არავის შეპასუხებას არ ვაპირებ,მითუმეტეს რომ დარწმუნებული ვარ ადრესატები გაყუსულები ადევნებან ამ ყველაფერს თვალყურს).ისე თუ მიაქციეთ ყურადღება იმ პატარა ბიჭის განცხადების ქვეშ მხოლოდ 11 კომენტარია,როცა 300მეტ ადამიანს აქვს წაკითხული.ეხლა მე ვერ მოვყვები თავიდან იმის ახსნას რაც უკვე ვთქვი,ყველას არ ეხება ჩემი ნათქვამი (თუგინდა საყვედური დაარქვით),ტონი რათქმაუნდა ბევრს აგრესიული და უხეში მოეჩვენა,მაგრამ ზუსტი ადრესატისთვის დამიჯერეთზედმეტად რბილიც კი არის.ასეთები კი სამწუხაროდ თქვენს ფორუმშიც და ზოგადად ჩვენს გარშემო უხვად არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ამ წუთას წავიკთხე კომენტარები და დავრწმუნდი არის ხალხი ვისაც ჩემზე მაგრად აქვს აკრეფილი და თუ არ დამზარდებით ის მაინც შემატყობინეთ რატომ და რის გამოისობით და კიდევ ძალიან ვთხოვ ზოგზოგიერთებს ჩემზე და ჩემემს პიროვნებაზე ნურაფერს იტყვით იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მე ვინ ვარ ან როგორი ცხოვრების წესს ვეწევი თუ ვინმეს აინტერესებს ჩემთან შეხვედრა და იმის გაგება თუ რა ადამიანი ვარ ჩემი თავი გენაცვალოთ მზად ვარ ყოველთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
თუ თქვენ აკეთებთ სიკეთეს ღმერთმა შეგაძლებინოთ ყოველთვის მაგრამ რომ მოგვდგებით და ასე უპიროდ გვლანძღავთ ყოჩაღ თქვენაირ ქართველებს ვენაცვალე თქვენ უნდა იყოთ ნიმუში ქართველობის ყოჩაღ მაგრები ხართ . ჩვენ ისიც გვეყოფა აქ ყოველდღიური ნერვების შლა და თქვენ ნამდვილად აღარ ხართ საჭირო სჯობს ენას კბილი დააჭიროთ და ისეთ საქციელს ჩვენ ნუ გვაბრალებთ რომელსაც თქვენ ჩადიხართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მდაააა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ნეტავი კომენტარებში რა უნდა ჩაგვეწერა,საინტერესოა.იქ ჩაწერილი არცერთი სიტყვა მგონი შეღავათი არ იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
,, ... და მაინც რა არი სამშობლო?...

იქნებ ვაზია სამშობლო? თუ დაბლარია მუხლზე დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია ხელებ აწვდილამა, ორივე საოცრად გავს ლოცვას, ლოცვა კი ისე არაფერს უხდება როგორც სამშობლოს..."

ნოდარ დუმბაძე

პ.ს. ტექსტი რამდენად სცორად მახსოვს არ ვიცი, თუ რამე შემეშალა იმედია მაპატიებთ :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
guranda23 wrote:
ციტატა:
,, ... და მაინც რა არი სამშობლო?...

იქნებ ვაზია სამშობლო? თუ დაბლარია მუხლზე დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია ხელებ აწვდილამა, ორივე საოცრად გავს ლოცვას, ლოცვა კი ისე არაფერს უხდება როგორც სამშობლოს..."

ნოდარ დუმბაძე

პ.ს. ტექსტი რამდენად სცორად მახსოვს არ ვიცი, თუ რამე შემეშალა იმედია მაპატიებთ :(
გუროოოოოოოოო როგორ ხარ მეგობაროოოოოოოო სად ხარ დაკარგულიიიიიიიიიიიიიიიი???????????????????=ko= =ko= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts52
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამდენი ხანია აქ შემოვდივარ და ვკითხულობ კომენტარებს. მე არ ვწერ, იმიტომ რომ დასაწერიც არაფერი მაქვს.იმის გამო ნამდვილად არა, რომ თავში აზრები არ მომდის. უბრალოდ ასეთი მარტივი არ ვარ. ვუყურებ აქ თქვენს ჩახუტებებს, სიყვარულის ფიცს,მონატრებებს და მართლა მეცოდებით და გული შემტკივა, იმიტომ რომ უმრავლესობა სამშობლოს და სახლს მოცილებული ქართველები ხართ. მაგრამ ერთი მაკვირვებს: საკმარისია ვიღაცამ ეს იდილია დაგირღვიოთ, სად ქრება ეს თქვენი სიკეთე და სიყვარული ვერ ვხვდები. მაშინვე შეურაწყოფაზე გადადიხართ და დაუნდობლები ხდებით. ვიცი ამ წერილის შემდეგ ბევრი ლანძღვა წამოვა ჩემს მიმართაც, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არ მადარდებს ეს! მხოლოდ ერთ ადამიანს მოვუხდი ბოდიშს: ეს არის una mujer-ი.ერთი კეთილშობილი ადამიანი ვინც აქ დავინახე.ხო და კიდევ maximas- ეს ძალიან ჭკვიანია. სხვებს შეურაწყოფას არ მოგაყენებთ. ერთს გეტყვით: ძალიან ლამაზი სახელი ქვია ამ საიტს-დესპანი. თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის დესპანები მთელ მსოფლიოში.სამწუხაროდ ამ მისიას ვერ ამართლებთ. აქ ვხვდები მილიონ კომენტარს ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ვერ ვნახე ის გამოხმაურება რაც საჭირო და სატკივარ თემას უნდა მოყოლოდა. ამიტომ მაგარო ქართველებო ნუ ლანძღავთ სთრეინჯერს! იმის შეძლება მაინც გქონდეთ, რომ ვაჟკაცურად მიიღოთ ის სილა, რაც მოგხვდათ. ამის მერე შეუვარდით ერთმანეთს ისევ წელში, უმტკიცეთ ერთმანეთს ისევ სიყვარული და მაგინეთ, მწყევლეთ და მლანძღეთ მე! ღმერთი მაღალია და ყველას მიუზღვავს თავისას. ასევე მეც! თუკი მართალი არ ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
თათა არ გვინდა რა მასეთი ბოღმის მარცვლები დესპანზე. რაიმეს როცა სწერთ მასე ისეთი მისამართით უნდა იყოს ნასროლი ვისაც ეკუთვნის. ქველმოქმედება არაა ისეთი რამ რაც ადამიანს შეიძლება დააძალო და არც მადლი მოაქვს ასეთი სახის ქველმოქმედებას.

ახლა საიდან დაიწყო ყველაფერი. საწყალ ზუკას რომლისთვისაც გულის ოპერაციაა ჩასატარებელი გერმანიაში რომ გადარჩეს ესაჭიროება 50 000 ევრო. როგორ შევაგროვებთ დესპანელები 50 000 ევროს საკითხავია. ამ შემთხვევაში ხომ უნდა არსებობდეს ჯანდაცვის სამინისტრო რომელიც უნდა აფინანსებდეს გადაუდებელ ოპერაციებს? მოკლედ იმის გამო რომ ამ სამინისტროში არაადამიანები სხედან ჩვენ რატომ უნდა მოგვაყენოთ შეურაცყოფა? ხომ შეიძლება თუ მასე გული შეგტკივათ თბილისელ დესპანელებს შეიკრიბოთ მაგ სამინისტროსთან ხალხი მოაგროვოთ და შეუმტვრიოთ ის კარები და გამოათრიოთ ის გასტუკიანი ღორი ვისაც ევალება მაგ სფეროს დაფინანსება და თანხას არ იძლევა... მიუსაფარ , არალეგალ და მარტოსულ დესპანელებს (დარწმუნებული ვარ 80% მაინც ასეთია დესპანზე)რას ეგულებით რომ კრეფენ დოლარებსა და ევროებს ხეებზე? მაგრამ ჩვენთან ხომ ასე აღიქმება: აუ ამერიკაშია წასული ვინმე, აუჰ ესეიგი თითქოს ჰოლივუდში ვმუშაობდეთ ისეთი წარმოდგენა აქვს ჩვენზე ყველას საქართველოში. ამერიკაც არაა მარტო საერთოდ ყველას გონია რომ ემიგრანტი ესაა მდიდარი, კაპიტალისტი ადამიანი რომელისთვისაც პრობლემა არ არსებობს.

სთრენჯერ, თათა შეარბილეთ ტონი და მასეთი მუხტით არა მგონია ვინმეს მოთხოვოთ შეწყალების გაღება და ისეთ რამეს ნუ გვავალებ რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შევწვდებით!

და კიდევ ერთი რამ... ემიგრანტს (ქართველს) არ შეიძლება დააბრალო რომ მას საქართველო არ უყვარს და როცა ხელით გვიჭირავს გული რომ არ გაგვისკდეს სამშობლოს მონატრებით მაგ დროს მასეთი ცინიზმი დიახაც რომ გვაგიჟებს ხოლმე და დავუდგებით მუდამ ერთმანეთს გვერდით იმიტომ რომ ერთი გვაქვს ყველას საქართველოს სიყვარული და მონატრება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაარის სამშობლოს სიყვარული?ესაა ის დიდი ტკივილი რომელსაც ყველა ემიგრატი განიცდის,ესაა ის დიდი სიყვარული რომელიც გულს გვიკლავს.ესაა დიდი მონატრება.საქართველოს მიწის,ქვის და გინდაც ტალახის მონატრება.
აქ წავიკითხე კომენტარები და მართლა გული მეტკინა.კარგია თუ შეგვიძლია დახმარება გაჭირვებული ადამიანის,მაგრამ იმას რატომ არ უფიქრდებით რო რომ არ გაგვჭირვებოდა ჩვენ თვითონ საქართველოს და ჩვენ თბილ კერას არ დავტოვებდით.აქ რომ შემოვდივართ დესპანზე გვინდა ეს მონატრება და ტკივილი დავივიწყოთ და გული გადავაყოლოთ.და თქვენ კიდევ სეურაცხოფაზე გადმოდიხართ.არაა ლამაზი უბრალოდ ასეთი საქციელი და ყველამ ვიდრე რამეს დაწერთ დაუფიქრდით რომ თქვენი ენის გამო სხვას გული არ ატკინოთ.და რაც შეეხება ცამოთვლას თუ ვინაა ღირსეული,არამგონია გინდ უნაზე და გინდ მაქსიმაზე ნაკლები სულის პატრონები ვიყოთ აქ დესპანზე.ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისი გაგება აქვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
t.a.t.a. wrote:
ციტატა:
ამდენი ხანია აქ შემოვდივარ და ვკითხულობ კომენტარებს. მე არ ვწერ, იმიტომ რომ დასაწერიც არაფერი მაქვს.იმის გამო ნამდვილად არა, რომ თავში აზრები არ მომდის. უბრალოდ ასეთი მარტივი არ ვარ. ვუყურებ აქ თქვენს ჩახუტებებს, სიყვარულის ფიცს,მონატრებებს და მართლა მეცოდებით და გული შემტკივა, იმიტომ რომ უმრავლესობა სამშობლოს და სახლს მოცილებული ქართველები ხართ. მაგრამ ერთი მაკვირვებს: საკმარისია ვიღაცამ ეს იდილია დაგირღვიოთ, სად ქრება ეს თქვენი სიკეთე და სიყვარული ვერ ვხვდები. მაშინვე შეურაწყოფაზე გადადიხართ და დაუნდობლები ხდებით. ვიცი ამ წერილის შემდეგ ბევრი ლანძღვა წამოვა ჩემს მიმართაც, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არ მადარდებს ეს! მხოლოდ ერთ ადამიანს მოვუხდი ბოდიშს: ეს არის una mujer-ი.ერთი კეთილშობილი ადამიანი ვინც აქ დავინახე.ხო და კიდევ maximas- ეს ძალიან ჭკვიანია. სხვებს შეურაწყოფას არ მოგაყენებთ. ერთს გეტყვით: ძალიან ლამაზი სახელი ქვია ამ საიტს-დესპანი. თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის დესპანები მთელ მსოფლიოში.სამწუხაროდ ამ მისიას ვერ ამართლებთ. აქ ვხვდები მილიონ კომენტარს ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ვერ ვნახე ის გამოხმაურება რაც საჭირო და სატკივარ თემას უნდა მოყოლოდა. ამიტომ მაგარო ქართველებო ნუ ლანძღავთ სთრეინჯერს! იმის შეძლება მაინც გქონდეთ, რომ ვაჟკაცურად მიიღოთ ის სილა, რაც მოგხვდათ. ამის მერე შეუვარდით ერთმანეთს ისევ წელში, უმტკიცეთ ერთმანეთს ისევ სიყვარული და მაგინეთ, მწყევლეთ და მლანძღეთ მე! ღმერთი მაღალია და ყველას მიუზღვავს თავისას. ასევე მეც! თუკი მართალი არ ვარ.
=tavfx= =tavfx= =tavfx= მეცოდები.=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მაინტერესებს რა მადლი აქვს ისეთ გაკეთებულ სიკეთეს,
რომელსაც ასე საქვეყნოდ უკეთებთ აფიშირებას???
ღმერთი დაინახავს თქვენ გაკეთებულ სიკეთეს, ჩვენ კი ნუ გადაგვაყოლებთ თან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ყველას, განსაკუთრებით ჩემსს სამეზობლოს. როგორა ხართ?
დიდი ხანია არ შემოვსულვარ საიტზე და ეს რამდენი ლანძღვა-გინებაა დესპანელების მისამართით?!
მინდა მათ გამოვეხმაურო, ვისაც ხელაღებით "მოუპოვებია" უფლება გვლანძღოს, განსაკუთრებით NIA KO-ს და LEVANILEO-ს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქართველი ხალხის ქონებით გაზლუქუნებულ პარლამენტარ ბესო ჯუღელსა და ლტოლვილების პრობლემებით დაკავებულ ყოფილ მინისტრს უფლება აქვთ საკუთარი "ჯიბე" არ დაიცარიელონ და სახელმწიფოს ფინანსებით მოიწესრიგონ ჯანმრთელობა საძღვარგარეთ და გაჭირვებული პატარა ზუკას სიცოცხლე დამოკიდებულია მათსავით გაჭირვებული ადამიანების მოწყალებაზე. თქვენ, ჩემო თანამემამულენო ლანძღვისა და შეურაცხყოფის მისამართი შეგეშალათ. მე ვისაც კი ვიცნობ ემიგრაციაში, ყველა არა ერთ ადამიანს უწვდის დახმარების ხელს თავისი ოჯახის გარდა, მაგრამ თქვენ, მანდ მყოფთ, ერთი რამ გავიწყდებათ. მანდ ბევრნი ხართ და აქ, ჩვენ -მარტო.წარმოიდგინეთ, თქვენ შეიძლება მხოლოდ $100 გინდათ და თუ ვერ გამოგიგზავნათ ვინმემ, ფიქრობთ"$100 დოლარი როგორ გაუჭირდაო? მაგრამ ასეთ $100-ს რამდენს ვუგზავნით? ხოდა დათვალეთ, რამდენს გეყოფათ. მიუხედავად ამისა, არავის ვეუბნებით უარს და სამაგიეროდ ქუჩაში დატოვებულ ოჯახებს ერთ ოთახს $6000-ად ვუყიდდით 5 წლის უკან, დღეს უკვე მასში $20000 გადავიხადეთ.ვიმეორებ, მიუხედავად ამისა არავისთვის გვითქვამს უარი.და იცით, როდესაც ერთ ჩემს ახლობელს, რომელსაც ყოველთვის ვეხმარებოდი, ერთხელ ვუთხარი-იქნებ ჩამოხვიდეთქო, გაბრაზებულმა მიპასუხა:"არა, ბავშვს როგორ დავტოვებ?" ეს ბავშვი კი, 20 წელს გადაცილებული , ბებია-ბაბუასთან და ბიძა-ბიცოლასთან უნდა დარჩენილიყო. გამოვიდა,რომ მას თავისი 20 წლის შვილი უფრო უყვარდა და მე ჩემი, ბევრათ პატარებ შვილები-არა.ამას გარდა, ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ ასეთ განცხადებებს ვინმემ უნდობლობით შეხედოს. ბევრია მაგალითი იმისა,რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი მსგავსი ხასიათის განცხადებებს პირადი მიზნებისთვის იყენებს.ხან ვიღაცის ავადმყოფობას არქმევენ და ხანაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის საზოგადოებას და ა.შ.დამერწმუნეთ, ბევრს გაუღია თავისი მძიმე შრომით და საკუთარი შვილების , ოჯახის, ქვეყნის მონატრებისა და უნახაობის საზღაურად მოპოვებული "კაპიკები". რატომ არ გამოხვალთ მანდ და არ შექმნით , თუნდაც, მოძრაობას, ან საზოგადოებას, ან ფონდს გადაუდებელი ხელმოკლე ავადმყოფების დახმარებისთვის და სახელმწიფო დონეზე იბრძოლეთ მისი დაფინანსებისთვის. თუ კოკაკოლას და მისთანებს პრეზიდენტის არჩევნების დაფინანსება ევალებოდათ, მიაღწიეთ რომ ასევე დაევალოს დიდ კომპანიებს იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ჯანმრთელობა დაგაუდებელ დახმარებას საჭიროებს. განა ეს უფრო ეროვნული საქმე არ არის , ვიდრე არადემოკრატიული ხელისუფლების სათავეში მოსვლის ხელშეწყობა?! რაც შეეხება დესპანზე ერთმანეთისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას. კი, შეიძლება, ზოგჯერ გადაჭარბებულია. მაგრამ,თქვენ,"ბატონებო", ვინ მოგცათ უფლება მიმითითოთ ვის მიმართ გამოვხატო სიყვარული და რა დოზით.და, თანაც, თქვენ რა იცით ვის როგორ უყვარს თავისი სამშობლო? სწორედ საზღვარგარეთ წასულებს უფრო უყვართ თავისი სამშობლო, ვიდრე მან დარჩენილ გაზლუქუნებელ, უმრავლესობას, რომელიც არსად არ წავიდა და საქართველოს ქონება დაარიგება-გასხვისების გზით კომფორტული ცხოვრება მოიწყო თავისთვის. ჩვენ არავისი ქონება არ მიგვითვისებია, ვშრომობთ, ვწვალობთ და ვფიქრობთ ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ და არა მხოლოდ ჩვენი ოჯახები. მიმაჩნია, რომ თავისა და სხვების გადარჩენისათვის "შეწირული" ემიგრანტები პატივისცემის ღირსნი არიან/ყოველშემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი/. თუმცა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით.თქვენი წერილები ამის დასტურია. უნდა გამოცადოთ, რომ მიხვდეთ. მაინც ჩემი თნამემამულეები ხართ და არ გისურვებთ დაგდგომოდეთ ამის გამოცდის აუცილებლობა.
მიუხედავდ ყველაფრისა, პატივისცემით........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
t.a.t.a. wrote:
ციტატა:
ამდენი ხანია აქ შემოვდივარ და ვკითხულობ კომენტარებს. მე არ ვწერ, იმიტომ რომ დასაწერიც არაფერი მაქვს.იმის გამო ნამდვილად არა, რომ თავში აზრები არ მომდის. უბრალოდ ასეთი მარტივი არ ვარ. ვუყურებ აქ თქვენს ჩახუტებებს, სიყვარულის ფიცს,მონატრებებს და მართლა მეცოდებით და გული შემტკივა, იმიტომ რომ უმრავლესობა სამშობლოს და სახლს მოცილებული ქართველები ხართ. მაგრამ ერთი მაკვირვებს: საკმარისია ვიღაცამ ეს იდილია დაგირღვიოთ, სად ქრება ეს თქვენი სიკეთე და სიყვარული ვერ ვხვდები. მაშინვე შეურაწყოფაზე გადადიხართ და დაუნდობლები ხდებით. ვიცი ამ წერილის შემდეგ ბევრი ლანძღვა წამოვა ჩემს მიმართაც, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არ მადარდებს ეს! მხოლოდ ერთ ადამიანს მოვუხდი ბოდიშს: ეს არის una mujer-ი.ერთი კეთილშობილი ადამიანი ვინც აქ დავინახე.ხო და კიდევ maximas- ეს ძალიან ჭკვიანია. სხვებს შეურაწყოფას არ მოგაყენებთ. ერთს გეტყვით: ძალიან ლამაზი სახელი ქვია ამ საიტს-დესპანი. თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის დესპანები მთელ მსოფლიოში.სამწუხაროდ ამ მისიას ვერ ამართლებთ. აქ ვხვდები მილიონ კომენტარს ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ვერ ვნახე ის გამოხმაურება რაც საჭირო და სატკივარ თემას უნდა მოყოლოდა. ამიტომ მაგარო ქართველებო ნუ ლანძღავთ სთრეინჯერს! იმის შეძლება მაინც გქონდეთ, რომ ვაჟკაცურად მიიღოთ ის სილა, რაც მოგხვდათ. ამის მერე შეუვარდით ერთმანეთს ისევ წელში, უმტკიცეთ ერთმანეთს ისევ სიყვარული და მაგინეთ, მწყევლეთ და მლანძღეთ მე! ღმერთი მაღალია და ყველას მიუზღვავს თავისას. ასევე მეც! თუკი მართალი არ ვარ.
უცნაურია ძალიან და საწყენი მეტად.ხანდახან ღმერთი გაიხსენოთ უკეთესი იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს

დათა თუთაშხია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
რა არის სამშობლოს სიყვარული?
დესპანი