კონკურსის წესები.ძირითადი ელემენტები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) იმართება ყოველი წლის მაისში ევროვიზიის სამაუწყებლო კავშირის (EBU) პატრონაჟით.
კონკურსი ცნობილია ევროვიზიის სახელით და წარმოადგენს უმაღლესი დონის სატელევიზიო პროდუქციას. ESC-ში მონაწილეობისა და განაცხადის წარდგენის უფლება მხოლოდ EBU-ს აქტიურ წევრებს აქვთ.
კონკურსში მონაწილე EBU-ს წევრები (შემდგომში “მონაწილე მაუწყებლობა”), წარმოადგენენ თითო ეროვნულ სიმღერას.
ESC ტარდება ორ ნაწილად - კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2008 წლის 20-22 მაისს, ხოლო ფინალი 2008 წლის 24 მაისს.
შოუ ორგანიზებული და გადმოცემული იქნება პირდაპირი ეთერით RTS–ის მიერ (შემდგომში “მასპინძელი მაუწყებლობა”) და გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით ევროვიზიის სატელიტური ქსელით.
კონკურსში მონაწილე ქვეყნის ყველა ეროვნულ მაუწყებელს ეყოლება საკუთარი კომენტატორი, რათა ეს შოუ ადგილობრივ მაყურებელს მიეწოდოს მშობლიურ ენაზე.
კონკურსში მონაწილე მაუწყებლები წარმოადგენენ ეროვნულ სიმღერებს, რომლებიც შერჩეულია მონაწილე მაუწყებლების მიერ ჩატარებული შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად.
ხმის მიცემა
კონკურსის მონაწილე ქვეყნების მაყურებლებს საშუალება აქვთ ხმა მისცენ რჩეულ სიმღერას, გარდა საკუთარი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებისა. ტელეკენჭისყრა მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში, ხოლო ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემენ მონაწილე მაუწყებლები.
თითოეული ქვეყანა 12 ქულას აძლევს იმ სიმღერას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, 10 ქულა-სიმღერას, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა, 8 ქულა-3 ადგილზე გასულს, 7-მეოთხეზე და ა.შ. 1 ქულამდე, რომელიც ენიჭება მეათე ადგილზე გასულ სიმღერას.
გამარჯვებული სიმღერა
ფინალის გამარჯვებული იქნება ის სიმღერა, რომელიც კენჭისყრის შედეგად უმაღლეს ქულას დააგროვებს.
ფინალში გამარჯვებული სიმღერის ავტორები და შემსრულებლები მიიღებენ ESC ჯილდოს. ფინალის ტრანსლაცია დასრულდება გამარჯვებული სიმღერის წარდგენით.ნახევარფინალისა და ფინალის კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება ESC –ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
www.eurovision.tvგამარჯვებული სიმღერის წარმდგენ ქვეყანას უფლება აქვს, მომავალ წელს უმასპინძლოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
მონაწილეობის წესები
ქ. ვერონაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის 50–ე სატელევიზიო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ევროვიზია 2008 ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ორი ნახევარფინალისა და ერთი ფინალის ჩატარებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არაუმეტეს 45 ქვეყნისა, EBU-ს აქტიურ წევრებს.
კონკურსის ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას მასპინძელი ქვეყანა (სერბეთი) და EBU–ს წევრი ქვეყნები –გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. დანარჩენი ქვეყნები კი ორ ნახევარფინალში კენჭისყრის შედეგად გადანაწილდებიან.
ორი ნახევარფინალი ჩატარდება 2008 წლის 20-22 მაისს, ფინალი - 24 მაისს.
ევროვიზია 2007 შედეგებს მნიშვნელობა არ ენიჭება.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში გადავა 10 ქვეყანა, ფინალში კი მონაწილეობას მიიღებს 25 კონკურსანტი (10+10+5)
თითოეული ნახევარფინალიდან მხოლოდ 9 ქვეყანა გადავა ფინალში ტელეკენჭისყრის შედეგად, ხოლო ორი დამატებული ქვეყანა (თითოეული ნახევარფინალიდან) შეირჩევა კონკურსში მონაწილე ქვეყნების ნაციონალური ჟიურის ხმების გათვალისწინებით. ეს ქვეყნები კი დასახელდება მხოლოდ კონკურსის ფინალის დასრულების შემდეგ.
ნახევარფინალები ნაჩვენები იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ ჯგუფში მოხვდნენ. შესაბამისად, მხოლოდ იმ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ კონკურსანტებს.
გამოსვლა
შოუზე სიმღერები სრულდება ცოცხალი შესრულებით. მომღერლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ენა, რომელზეც შეასრულებენ სიმღერას. კონკურსზე წარმოდგენილი სიმღერის მაქსიმალური ხანგრძლივობა სამი წუთია. შემსრულებელი, რომელიც გადააჭარბებს ლიმიტს, დისკვალიფიცირებული იქნება EBU-ს მიერ სარეკომენდაციო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ. სცენაზე დასაშვებია მაქსიმუმ ექვსი ადამიანი.