↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სახალისო თემები მანჩოსგან


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 373 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოდით ახალ თემაზე ვიჭორაოთ.

რა უნდა იცოდეს კარგმა ცოლმა

როგორც ამბობენ მამაკაცები საკმაოდ ჭირვეულნი არიან. მით უმეტეს , როცა სამსახურში ან სახლის გარეთ ვინმეზე გაბრაზებულები შინ ეძებენ ,,ორთქლის გამოშვების"=haa= მიზეზს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ცოლი? ფსიქოლოგების აზრით კარგი და რაც მთავარია გონიერი ცოლი გამოსავალს პოულობს. რასაც ცოტა ხანში მოგახსენებთ მანამდე კი თქვენი აზრი მაინტერესებს.

თუმცა ჩემი აზრით და მე მგონი არც გონიერებას ვუჩივი, მე რასაც ფსიქოლოგები გვირჩევენ სერიოზულად თუ ხუმრობით , ვერ შევძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მერე მე თვითონ დამჭირდება ორთქლის გამოშვება.

=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მივცემ უფლებას,საიდანაც უნდა იქედან გამოუშვას,გინდ ზემოდან,გინდ ქვემოდან =hahaa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ისე მანჩო სად იყავი,სად,დიდი ამბები იყო საყველიეში:)

ნანანო!! არაფერი არ დამიმალო, ყველაფერი მითხარი, მწარე სიმართლე მირჩევნია.

=lol= =lol= =lol= =lol=

აბა დაფქვი ეხლა ყველაფერი სანამ ჩაგაჩაქუჩე...=dk= =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
მივცემ უფლებას,საიდანაც უნდა იქედან გამოუშვას,გინდ ზემოდან,გინდ ქვემოდან =hahaa=

და შენ როგორც თვინიერი მეუღლე ამას Yველაფერს წყნარად მოისმენ ხომ?

=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
mancho2007 wrote:
ციტატა:
nanano wrote:
ციტატა:
ისე მანჩო სად იყავი,სად,დიდი ამბები იყო საყველიეში:)

ნანანო!! არაფერი არ დამიმალო, ყველაფერი მითხარი, მწარე სიმართლე მირჩევნია.

=lol= =lol= =lol= =lol=

აბა დაფქვი ეხლა ყველაფერი სანამ ჩაგაჩაქუჩე...=dk= =dk= =dk= =dk=
აარა,აარა,ყველაფრის ერთად გაგება მავნებელია:side:
ბოლის გამოშვებაზე ასე ვეტყოდი,მოდი ძვირფასო,ერთად გამოვუშვათ ბოლი ჰა,ჰაააააააააააააააააააააააააააააა
ისე უნდა გითხრა,ბლომად ბოლის გამოშვება მჭირდება რომ თვითონ ავაბოლო,ბოლოს მე ვხრჩოლავ და თვითონ ეგება გააღოს პირი.მეხუმრებიან,ქალი შენ ყოფილხარ,სად გამოქექე ამისთანა მშვიდი მთიულიო=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ამდენი ხანი მოგვანატრე თავი და კარმას არ მოგიმატებდი სად დაგვეკარგე??აკიმმა არ გამოგიშვა ჩვენთან?

გენაცვალე ჩემო ანა -თეკლა, აკიმმა კი არა პირველ რიგში კომპი გამიფუჭდა მეორეც , გოგოებო დამიჯერეთ იმდენად ცუდად ვგრძნობ თავს ვერ აგიხსნით. ასე არასოდეს მომძალვია ნოსტალგია, ისეთ დეპრესიაში ვარ რამის გავგიჟდე.

ყველას გეფერებით ყველა მიყვარხართ.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ გაინტერესებთ რას წერენ ფსიქოლოგები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჯერ იქიდან დავიწყოთ ,რომ მამაკაცები თვლიან ასე:

კარგი ცოლი არის ის, ვინც არასოდეს იქექება ქმრის ტანსაცმლის ჯიბეებში.-(ისე მაგას ჩემი აღზრდის დროს მახსოვს დედამ უზრდელობა უწოდა) მაგას კარგი და ცუდი ცოლობა რად უნდა?

არასოდეს ჩხუბობს პომადით მოსვრილ პერანგის დანახვისას.

არასოდეს სვამს უადგილო შეკითხვებს.
და ასე შემდეგ . ასე რომ თუ გინდათ რომ კარგი ცოლი გერქვათ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

** ნურასოდეს შეიჭრებით ქმრის "სამფლობელოში". ნუ დაათვალიერებთ მის საწერ მაგიდას, უბის წიგნაკს და შარვლის ჯიბეებს.

** არასოდეს შეაწყვეტინოთ ქმარს ანეგდოტი, თუნდაც მეათედ გიყვებოდეთდა თუ არ გეცინებათ, გაიღიმეთ მაინც.

** არასოდეს გააკრიტიკოთ ბავშვის თანდასწრებით.

** ნუ გაულანძღავთ დედას.

** დროდა დრო გაანებივრეთ კომპლიმენტებით, თუნდაც ამას ნაკლებად იმსახურებდეს.

** მოერიდეთ იმ მეგობრების, ნათესავების და მეზობლების სახლში მიპატიჟებას, რომელთა
დანახვაც თქვენს მეუღლეს არ სიამოვნებს.

** ხშირად მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი.

** ჭამისა და ფეხბურთის მატჩის ყურების დროს, შეკითხვებით თავი არ მოაბეზროთ.

** ნუ შეადარებთ მას ტქვენი მეგობრების ქმრებს, მითუმეტეს ფულიანებს.

** ქმრის თანდასწრებით მეგობრებთან გაცრუებულ იმედებსა და უიღბლობაზე წუწუნს ნუ
დაიწყებთ.

** ნუ ჩამოეკიდებით ტელეფონზე და ნუ გააბამთ დაქალებთან ჭორაობას , როცა სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი მშიერი გელოდებათ სამზარეულოში.

** და ბოლოს, თუ არაფერმა არ გაჭრა და ჩხუბი გარდაუვალია, ერთ ხმაში ყვირილი არაფერს მოგცემთ, აცალეთ სანამ ,, დაიცლებოდეს'', მერე თვალცრემლიანმა საძინებლის კარი შეიკეტეთ და დილამდე ხმას ნუ გასცემთ. დილით იგი ბოდიშის მოსახდელად თავად მოცუნცულდება....

=den= =den=

=lvs =lvs

აბა ჩემო ჭკვიანებო მაინტერესებს თუ ეთანხმებით , და ხართ თუ არა ასეთი ცოლი.

=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეხლა უცებ ერთი ანეგდოტი გამახსენდა:

სომეხს ეკითხებიან :
-რა განსხვავებაა პარაშუტსა და პრეზერვატივს შორის?
-პარაშუტი თუ გაიხევა, ერთი სომეხით ნაკლები რჩება ქვეყანაზე,ხოლო თუ პრეზერვატივი გაიხევა, მაშინ ერთი სომეხი გვემატებაო.

=haa= =haa= =haa= =haa= =haa=

=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანანო სად დაიკარგე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
მანჩო საღოლ მაგრად ვიციცნე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
pocxveri wrote:
ციტატა:
მანჩო საღოლ მაგრად ვიციცნე

ფოცხვერ რაზე? ანეგდოტზე თუ ცოლებზე?

=haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
გოგოებო იცით თუ არა ,რომ ყველაზე ლამაზი ქალბის პირველ ათეულში (ასი ლამაზმანიდან)ხალხმა აქცენტი ძირითადად გააკეთა ძველი დროის ვარსკვლავებზე. თანამედროვე სექს სიმბოლოებს კი თითქმის იგნორი გაუკეთდა. ყველაზე მეტი ხმა, მე-20-ე საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკელმა მსახიობმა, ოდრი ჰეპბერნმა დაიმსახურა. ჩემი საყვარელი ანჯელინა ჯოლი კი მხოლოდ მე-6-ე ადგილზეა... =cry= =cry=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მანჩო მიხედე შEნს საქმეს,აქ რაღაცეებით ნუ გვაქცევინებ თავს,ესაო და ისაო...
სადააა ტესტები,პირში რომ შემოგცქერით ხომ ხედავ:)
პ.ს. ისე რამდენიც არ უნდა იტიროთ შენ და ანჯელინამ,ოდრი,ისევე როგორც მერლინ მონრო,ძალიან მაგარია =099

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა გინდა ნანანო! ტესტი გიონდა? მერე თუ არ მეტყვი , წუხელ სიზმარში კი არ მინახიხარ?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. ვოტ-ტაკ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 373 posts ] 
სახალისო თემები მანჩოსგან
დესპანი