Una mujer wrote:ციტატა:
Gracia wrote:ციტატა:
საქართველოდან წასვლა მინდა პირველ რიგში სადმე ადამიანურ ქვეყანაში

არ ვიცი თქვენ ვინ სად იმყოფებით, მაგრამ აქ მაინცადამაინც კარგი არაა

წასვლა მინდა ოღონდ ჩემს მეგობრებთან ერთად:)
გკოცნით ყველას
ნამეტანი ცუდი ნატვრა გქონია ჩემო კარგო

ძაან მეწყინა, რომ წავიკითხე, ასე დაგვიდგა საქმე უკვე?

მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღბელია ქართველი ადამიანის მიერ საქართველოს დატოვების ნატვრა (რაც არ უნდა რთულ პირობებში ცხოვრობდეს)
მე მიყვარს საქართველო, თავისი უბედურებით და ნაკლოვენებით... რადგან ჩემთვის
საქართველო არის ერთადერთი, როგორც უფალი, როგორც დედა...

უნა , ჩემო კარგო რა არის მიუღებელი და წარმოუდგენელი?!შენ როგორ ფიქრობ , ჩვენ ,ასე შორს გადმოხვეწილ ემიგრანტებს არ გვიყვარს და არ გვენატრება საქართველო, შეიძლება იმაზე მეტადაც ვიდრე თქვენ .ნოსტალგიამ შეუჭამა გული და ნერვები ყველა ქართველ ემიგრანტს,გადახედე ხოლმე წერილებს და ნაწილობრივ მაინც მიხვდები ჩვენს ტკივილს(თუმცა მთლიანად რომ გაისიგრძეგანო ეს უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე).შენ არ დაგდგომია და ღმერთმა არც დაგიყენოს ისეთი პირობები, რომ საქართველოს და ოჯახის დატოვება გადაგაწყვეტინოს.მე ამერიკაშიც ვისწავლე და საფრანგეთშიც,მაგრამ არასოდეს მიფიქრია სხვაგან დარჩენა. გაქანებული თბილისის ომი იყო ამერიკიდან რომ დავბრუნდი.მოსკოვი -თბილისის თვითმფრინავით 11 ადამიანი ჩამოვფრინდით. მაშინ ყველა აქეთ გამორბოდა ,მე მანდ ჩამოვედი.მაგრამ ახლა ცხოვრებამ მოიტანა და წლინახევრის შვილი მკერდიდან მოვიგლიჯე და ამერიკაში გამოვიქეცი, წამოსვლის ღამეს მძინარე მარიამს ვეფერებოდი, გაეღვიძა, პატარა თათუნები მომიცაცუნა და ჩამეხუტა. ასე ვეხუტებოდით ერთმანეთს, ეტყობა ბავშვიც გრძნობდა რაღაცას, ჩემები მანიშნებდნენ გაგვიანდებაო,ერთი კიდევ ჩავკოცნე,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, მარიამი გაოცებული მიყურებდა, მერე საწოლზე დავსვი , სად მიდიხარო?- დედიკო, წყალს მოგიტან მეთქი და უკანმოუხედავად გამოვვარდი გარეთ . 5 თვეა რაც აქა ვარ და ჩემს თვალებს ცრემლი არ შეშრობია,ყველა და ყველაფერი მენატრება, ასე "კარგად"არიან ქართველი ემიგრანტები უცხოეთში,ნოსტალგიით და მონატრებით ატკიებული გულებით,ბევრი ტირილისაგან ნაადრევად გაჩენილი ნაოჭებით და ერთადერთი დიდი ნატვრით-დაბრუნდნენ საქართველოში. უნა, ახლა განგვიკითხე ჩვენ, საქართველოდან წამოსულები, ოღონდ ჯერ კარგად გადაიკითხე დესპანზე დადებული წერილები .
პატივისცემით ბუბუსუნა.