|
რამოდენიმე ხნის უკან შევიძინე ერთი მეგობარი,რომელიც დღითი დღე ცვლიდა ჩემს ცხოვრებას! რაღაც განსაკუთრებული მეგობრობა და ერთმანეთის მიმართ საოცარი მზრუნველობა გვაკავშირებდა... მასთან მეგობრობა უფრო და უფრო ხსნიდა და ახალისებდა ჩემს ჩაკეტილ და მოსაწყენ ცხოვრებას! თავიდან სხვა მეგობრები ნიშნის მოგებით რომ მახვედრებდნენ,თქვენს ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას მეგობრობაზე უფრო მეტი და სხვანაირი სახე აქვსო ,იმათაც და თავსაც ვარწმუნებდი,რომ ასე არ იყო და ვიძახდი უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ-თქო! გადიოდა დრო, ორივე ვხგრძნობდით,რომ ჩემი მეგობრები არ ცდებოდნენ და ერთმანეთი უკვე სხვანაირი ,უფრო ძლიერი გრძნობით გვიყვარდებოდა... ასეც მოხდა! ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი ... გათენებაც მიხაროდა და დაღამებაც,როცა ვიცოდი რომ მის ხმას გავიგებდი და დღითი დღე ეს უფრო და უფრო ოფიციალურ სახეს იღებდა! ველოდი როდის ვნახავდი და ჩავეხუტებოდი ძალიან ,ძალიან მაგრად, რომ უფრო დარწმუნებულვიყავი ჩემს მისდამი გრძნობაში, იმისგან მეტს თუ არა ,არა ნაკლებ სიყვარულს არც ვგრძნობდი, მაგრამ მოხდა ისე ,რომ საერთოდ სხვა პიროვნების წინაშე აღმოვჩნდი გარკვეული დროის მერე!.. მივხვდი ვერც სიყვარულად და ვერც მეგობრულად ვერ გაგრძელდებოდა ეს ურთიერთობა... მე მიხვდი ,რომ ის ის არ იყო , ვინს მე მიყვარდა, ვისაც ვაღმერთებდი , ვისთანაც მზად ვიყავი მთელი ცხოვრება მეცხოვრა!.. ქვეყანაც რომ დამიმტკიცოს და ცხრა მთას ფრთებით გადამატაროს, მისი ყველა სიტყვა,ყველა საქციელი და ყოველი გამოხედვა ჩემთვის სიყალბის მეტი არაფერია! უკვე ისე ვარ,მართალ ადამიანსაც რომ ვუყურებდე თვალებში, მაინც ვერ ვენდობი... ასე იყო თუ ისე იყო,ყველაფერი სიზმარი იყო... ვერ თუ არ შედგა ჩვენი მეგობრობა, მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ დიდი საფრთხის წინ მდგარმა დროულად ავახილე თვალი და ეხლა უკვე ვარდისფერი სათვალის მაგივრად რეალური თვალებით ვუყურებ ყველას და ყველაფერს! ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს ,ვისაც მეგობრობა და სიყვარული ღალატის და სიყალბის გარეშე შეუძლია!
დიდი პატივისცემით ხატია!
|