|
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...და არ მჯერა,არ მჯერა რომ ეს მოხდა,იცი?წლები გავა,შეიცვლება ცხოვრება,შევიცვლები მეც და ყველაფერი შეიცვლება გარდა წარსულისა,მოწყენილი გავყურებ წარსულის ჰორიზონტს და ცრემლებით ვახვევ ფიქრის გორგალს,და არ მჯერა,ნუთუ ეს მოხდა? ნუთუ შეიზლება ადამიანი გიყვარდეს და ის უეცარმა სასტიკმა სიკვდილმა წაგართვას.მე მაინც არ მჯერა რომ სიყვარულს ოდესმე სიკვდილი სძლევს,არ ვიცი რა გითხრა,სულ დავიბენი,მე არც პოეტი ვარ და არც გენიოსი,უბრალოდ მე ის ადამიანი ვარ ვისაც უკვე აღარაფრის სჯერა,აღარც ბედნიერების,აღარც წარსულის და აღარც მომავლის.იქნებ ტყუილია სუყველაფერი,იქნებ სიყალბეა სუყველაფერი,იქნებ ეს ცხოვრებაც სიყალბეა.....ო,ღმერთო ერთო!!!!მაპატიე ეს სიტყვები ტუ კი რაიმეს ვცოდავ,მაგრამ მე ხომ უკვე აღარაფრის მჯერა. ვერ ვიჯერებ ამ მწარე რეალობას,შენი თავი ხომ დაუნდობელამა განგებამ წამართვა.სული მეყინება და გული მიკვდება როცა მახსენდება რომ შენ ჩემტან არა ხარ და ცის კაბადონიდან დამნათიხარ,შენი სიყვარულით სავსე თვალებით.გაოგნებული გავყურებ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს რადგან მჯერა რომ შენ მიცქერ შორიდან,ესე უფრო ახლოს მეგულები ჩემთან.არასოდეს მყვარებია ღამე ესე ვარსკვლავების ცქერა ეხლა კი,მხოლოდ ცა,ვარსკვლავები,ტაძარი,ლოცვები და მე და შენ......გახსოვს?ოცნების დედოფალს რომ მეძახდი?როცა ვიხსენებ იმ გარდასულ დღეებს მეც ლამის ცხოვრებაზე ხელი ავიოღო,მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ვყოფილვარ,მე ხომ მუდამ უშენობის მეშინოდა,არასოდეს მავიწყდება შენი სიტყვები,მე ვერაფერი მომკლავს და მომერევა უშენობის გარდაოოოო,ეხ რა მძიმე განაჩენია ეს სუყველაფერი.რატომ?ჩვენ ხომ ერთმანეთს სულები ვაჩუქეთ,ჰაერი,დედამიწა,ცხოვრება,ნუთუ ესე წახვედი უჩემოდ და მიმატოვე,რატომ?მე ხომ უზომოდ მენატრებიიი.....მენატრება შენი ლამაზი თვალების ცქერა,მენატრება შენი ბაგეები,მუდამ მომღიმარი და მუდამ სითბოს მფრქვეველი,რომელთაც არასოდეს დასცდენიათ რაიმე საყვედურის მსგავსი.ძალიან ძნელია უშენობა,ვებრზვი ამ მძიმე განაჩენს და ავერ ვუმკლავდები,იქნებ რაიმე შევცოდე და მიტომ წამართვა შენი თავი დაუნდობელამ განგებამ.მაგრამ,სიყვარული ხომ ცოდვა არაა,თუ კი ცოდვაა,ღმერთმა და ქვეყანამ იცოდეს,სხვა ბრალი არ მიმიძღვის.არ ვიცი რა გითხრა,ფიქრისაც კი მეშინია,რადგან შენ ჩემთან არა ხარ და უნდა დავიჯერო რომ ეს სასტიკი რეალობაა.მე მუდამ შენი სულისათვის ვილოცებ.
|