maxsimas wrote:ციტატა:
ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის – გარდაიცვლება.
საღმრთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმქყვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლება გადმოცემულია მამათა ნაწერებში, მოკლედ კი მისი არსი შემდეგია;
გარდაცვალებისას სული განეშორება სხეულს. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს, ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია.
ესამე დღეს (პირველი დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან, ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.
გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ.
მეორმოცე დღეს შედგება ახლად გარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს სასუფეველში ან ჯოჯოხეთში.
ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ-სამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი. განსაკუთრებით ძლიერია დედის ლოცვა.
ასე, რომ ახლობელ ადამიანს ჩვენ მხოლოდ დროებით ვშორდებით, რათა შემდეგ სამუდამოდ შევეყაროთ. ცხადია, ადამიანისათვის ნებისმიერი განშორება მძიმეა, მით უმეტეს ასეთი გაურკვეველი ვადით, მაგრამ სასოწარკვეთასა და წრეგადასულ მწუხარებას მაინც არ უნდა მივეცეთ. გვახსოვდეს, არც ღმერთი მოგვიწონებს ამას და მიცვალებულსაც საშინელ ტკივილს მივაყენებთ.
ადამიანისათვის თავის მახლობელთა მწუხარება განსაკუთრებით მძიმეა მისი გარდაცვალების ჟამს, როდესაც გარეგნულად სიცოცხლე აღარ ეტყობა, როდესაც სული ცხედართან ახლოს იმყოფება.
ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი, რაც უკვე ვთქვით რომ სული არ კვდება და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე – ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილ-სამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის.
იხ. მაგალითად ჩვენი თანამედროვის აწ განსვენებული მღვდელ-მონაზონის სერაფიმეს (როუზი) მონოგრაფია „სული სიკვდილის შემდეგ“; აგრეთვე „ცხოვრება ვასილი ახლისა“. ამ წიგნების მოძიება შეიძლება მორწმუნეთა შორის.
'
ცოტა ზღაპარს გავს, განსაკუტრებით ეს მონაკვეთი(გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ. ) ცოტა უცნაურია, ისეკი ზოგი რამ მართალი დაწერე.