↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
პიკასო,შენ ხარ საოცრება და სასწაული=sher= =sher=

რავა ხარ ცა? ხომ ხარ მაგრათ, ეგრე უნდა იყო აბა არა თუუუ!
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
nanano wrote:
ციტატა:
პიკასო,შენ ხარ საოცრება და სასწაული=sher= =sher=

რავა ხარ ცა? ხომ ხარ მაგრათ, ეგრე უნდა იყო აბა არა თუუუ!
=sher=
კი.კი.მაგრად ვარ და ბევრიც ვიხალისე,მერე გეტყვი რაზე..... =hahaa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
:side: კეტილი იკოს ცემო:side: კარგო პეპელა :side: ამ საინტერესო საიტზე შემოსვლა :side: ცავიკიტხე =fiqri= ცოტა გაგტდომია( ტუმცა ეს ლექსი ცემ ლეკიკონში აარა) მაგრამ კაი ბიჯი ჩანხარ.:side: გაკოცებ =ko= აბა და გაგვახარე სენი ცანაცერებით=ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
...ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ...
მარტო ვარ ცხოვრების ოკეანეში...ტალღები მათამაშებენ და მეც ვეთამაშები, ხან ჩავყვები, ხანაც ავყვები და ასე,ცხოვრებაც მიდის...
მერამდენე ფურცელი მოვახიე კალენდარს...მერამდენედ მოდის გაზაფხული...უშენოდ..
..-მიყვარს შენი თვალები.
-?
-ზღვასავით უძიროა და შენსავით ცვალებადი.
-?
-მარტივით გეცვლება ხასიათი და ამას არასოდეს არ მალავ, თამაში არ გიყვარს, ამიტომაც მიყვარხარ.
-იმიტომ რომ თამაში არ მიყვარს???
-იმიტომ რომ ის ხარ ვინც ხარ და არაფერი მეტი.
-არ მოგწყინდა თამაშის გარეშე?
-სულელო, რა მომაწყენს შენთან?...
...სანთლები ნელ-ნელა იღვენთებიან...ოთახი სავსეა ვნებით და შენი სურნელით...შენი სხეული...ვნებიანი შენი ტუჩები... ჩვენი გრძნობების აპოგეა, ვნებების ღრეობა...მერე სიჩუმე...შენი მოცახცახე სხეული,დამფრთხალი თვალები...კუთხეში მიგდებული დასჯილი გრძნობა...
-ნანობ?
-?
-ნუ მიყურებ ასე სულელო,მითხარი რომ არ ნანობ...
-მეშინია..
-რისი?
-შენი დაკარგვის...
-პატარავ, რას ამბობ?-და ისევ შენი ვნებიანი ტუჩები-მე ვერ დამკარგავ,იმიტომ რომ მე შენ ვარ,სადაც იქნები- მეც იქ ვიქნები, რასაც იფიქრებ-ის ჩემი ფიქრიც იქნება,რაც მოგინდება-ის ჩემი სურვილიც იქნება...რატომ ტირიხარ?ნანობ? მითხარი რომ არა...
-არა,არ ვნანობ, მიხარია...ჩემი სიყვარული რომ გქვია ის მიხარია, შენს თვალებში რომ ჩემს თავს ვხედავ ,ის მიხარია, შენს მკერდზე
რომ თავი მიდევს და შენი გულისცემას ვუსმენ ის მიხარია, ჩვენ რომ ერთნი ვართ ის მიხარია...
...ჩიტების ჟრიამულმა გამაღვიძა. გაზაფხულის ლამაზი მზის სხივები ლიცლიცებდნენ ჩვენს ფანჯარაზე.ვიცი რომ შენც გღვიძავს , მაგრამ გატრუნული ხარ, ჩემზე მოკრული და გატრუნული. დახუჭულ თვალებზე გკოცნი-დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო.შენ მიღიმი და თვალებს ახელ-ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, სიზმარშიც შენთან ერთად ვიყავი...
...-დარასელი-გიორგობიანი-მომესმა უკნიდან. სწრაფად შევტრიალდი და კი არ წავედი გავიქეცი.სამშობიაროს კარებიდან ბებიაქალი
მიღიმოდა,-გილოცავთ, ულამაზესი გოგონა შეგეძინათ, ღმართმა გაგიზარდოთ.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი-ვიცინოდი, ვტიროდი, ყველას ვეხვეოდი. მერე ბიჭებმა შამპანურები გახსნეს,..მერე რესტორანი..ვერ მოვისვენე, გამოვიპარე და შენ და ბავშვი ჩუმად გნახეთ. როგორი ლამაზი იყავი...დაღლილი, მაგრამ მშვენიერი..
ორივე ვტიროდით...ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მეჭირა ხელში და უბედნიერესი კაცი ვიყავი...
...-ანასტასიას შენ მიაკითხე წამოსაყვანად,მე ვერ ვახერხებ.
-კარგი სიხარულო, სამსახურში ხარ? ხომ მშვიდობაა?
-ბევრი საქმე მაქვს...
...-შეგიძლია ბავშვი გამოიყვანო? მე ვერ ვასწრებ.
-OK.არ ინერვიულო. სამსახურში ხარ?
-ხო, ბევრი საქმე მაქვს...
..-დამაგვიანდება და არ ინერვიულო.
-სად ხარ?
-თიკოსთან მივდივარ.
-რა ხდება?
-არაფერი ისეთი,"დევჩატნიკი" აქვს.
-დამირეკე რომ წამოხვალ...
..-თიკო,მე ვარ, როგორა ხარ?
-ვაუ, სიძე?!შენ როგორა ხარ? ასე უნდა მიწის მოყრა?! სად დაიკარგეთ შენ და შენი ცოლი?გაწყენინეთ რამე?
-კარგი, მორჩი ქოთქოთს,ხომ გამოგიგზავნე ჩემი ცოლი?
-? უნდა მოსულიყო??
-ხო,არ მოსულა? ალბათ შემეშალა, რაღაც ვერ გავიგე, გაკოცე.
-მობილზე დაურეკე.
-გათიშული აქვს.OK.გკოცნი...
...ეჭვი...მაინც რამხელა ყოფილა ეს ეჭვის ჭია და საშინელი, რომ დაგივლის თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე ყველა ნერვს გამოჰკრავს საშინელ კლანჭს და შენც ეჭვის სიმფონიად იქცევი...
..-კარგი დრო გაატარეთ?!
-კი, ძალიან..ბავშვმა ადვილად დაიძინა?
-ხო, იმხიარულეთ?
-კი , ბევრი..აბაზანაში შევალ..
-შენი ფერი არ მომწონს, კარგად ხარ?
-კი , მშვენივრად...გიყურებდი, როგორ იშრობდი თმებს და ისევ ეჭვის ჭია უკრავდა სიმფონიას ჩემს ნერვებზე.შემოტრიალდი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სევდა მიმზერდა შენი ლურჯი თვალებიდან,სადღაც გამქრალიყვნენ ეშმაკუნები.
-რა მოგივიდა? ვეღარ გცნობ.
-უბრალოდ გადავიღალე. დავიძინოთ რა, საშინლად მეძინება....
...ხმაურმა გამაღვიძა. შენ ლოგინში არ იყავი. დაგიძახე, არ მიპასუხე. ბავშვთან შევიხედე-ეძინა.აბაზანიდან გამოდიოდა შუქი.კარი გამოვაღე...
-მიშველეთ, ჩქარა, ცუდათაა, ჩქარა , გემუდარებით..-მეზობლის კარი კინაღამ ჩამოვიღე..
-ნუ გეშინია სიხარულო, მე შენთან ვარ, აქა ვარ, ნუ გეშინია... ცრემლები ღაპაღუპით მოგდიოდა, მაგრამ ხმას არ იღებდი...
..-კარგს ვერაფერს გეტყვით.მეოთხე სტადიაა, ყველგან მეტასტაზებია, თვითონაც იცის,უკვე 10 ქიმია გავუკეთეთ,ძალიან ვწუხვარ, დააგვიანეთ. მაპატიეთ, სანუგეშოს რომ ვერაფერს გეუბნებით...
...ა რ ააააააა...ეს სიზმარია, ცუდი სიზმარი,ახლავე ლოყაზე ვიჩქმიტავ და გამეღვიძება. სიზმარიააააა...არა ,ეს არ შეიძლება,არა.
...მაპატიე , სიყვარულო, მაპატიე რომ დაგიმალე,.აკი, შენ არ იძახდი თამაში არ შეგიძლიაო? შემძლებია , თანაც მაგრად... მაპატიე, ჩემს ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს და მაინცადამაინც შენი მოტყუება მომიწია...მიყვარხარ სიგიჟემდე, იმაზე ძლიერად, ვიდრე იმ გაზაფხულის ლამაზ საღამოს მიყვარდი,..მაპატიე, რომ მარტო გტოვებთ,მაპატიე...მე ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები, იქიდან ვილოცებ თქვენთვის,ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანისთვის და დაგელოდებით, როცა დრო მოვა ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. გჯეროდეს, სიყვარული მარადიულია, ის არასოდეს არ კვდება..შენი იმედი მქონდა მთელი ცხოვრება და ახლა მითუმეტეს,ვიცი , რომ ძლიერი ხარ, ანასტასიას მიმიხედე,ძალიან პატარაა,აღარ ვემახსოვრები,გემუდარები არ დაავიწყო ჩემი თავი, უთხარი, როგორ ძლიერად მიყვარდა, მოუყევი ჩვენი სიყვარულის ამბავი ...მაპატიე, ასე მარტოს რომ გტოვებ,..მიყვარხარ..მარტო ამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყანაზე,თუნდაც ასეთი ცოტა ხნით,რომ შენ მყვარებოდი და ანასტასია მეჩუქებინა შენთვის...
...შენი საყვარელი იები...უამრავი ცრემლი და ყვავილი...შენი უსიცოცხლო სხეული...ღმერთო!რა ცოდვა მაქვს ამისთანა,ღმერთო?! რ ი ს თ ვ ი ს ???? მაპატიე,ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მაპატიე რომ შენში ეჭვი შევიტანე, მაპატიე, რომ შემოვუშვი ჩემსი ეჭვის ჭია. მაპატიე, რომ გპირდებოდი,მე მუდამ შენთან ვიქნები,იმიტომ რომ მე შენ ვარ მეთქი, და ვერ ვასრულებ ჩემს დანაპირებს -ანასტასიას რა ვუყო, თორემ მე ამქვეყნად აღარაფერი დამრჩენია...
. ..ხვალ, ანუ უკვე დღეს, ანასტასიას ქორწილია,.. ვიცი რომ გიხარია.ისეთივე შეყვარებული თვალები აქვს,როგორიც შენ გქონდა.ძალიან დაგემზგავსა, შენსავით ეცვლება თვალების ფერი და მარტივით ხასიათი აქვს.ყოველდღე შენზე მეკითხება რაღაცეებს, დედა ამას როგორ იტყოდა?, დედა ამას როგორ გააკეტებდა?..
...არავინ იცის მერამდენე ღამე დამათენდა თავზე შენთან ლაპარაკში...6574 შენთვის დაწერილი და შენგან წაუკითხავი წერილი დევს ჩემს მაგიდაზე..
...უკვე გათენდა, ღამით დაღლილი ვარსკვლავი გაჰყვა მთვარეს ლოგინში,
კვლავ ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით, თეთრად დამთოვა მე შენს ლოდინში...

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
baterflay wrote:
ციტატა:
მე ახლი ვარ. მიმიგებთ?აკ კაიგოგოებია მითხრეს.აბა გაგიცნობთ მეც შეიძლება????=zer= კაი ბიჯი ვარ მე.მიმიგეთ თკვენ ძმათ.=zer= ვენაცვალე ქართველეს.=zer=

კაი ბიჯი შენც ქართველი არის???=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= ბეზ აბიდ=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts193
კარმა55
OFFLINEPROFILE
ორი კურცხალი და ერთი კარმა შენ ბუბუსუნ, აკი მუზები დამეფანტნენო...
კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ზვიგენ მაპატიე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
დავიწყოთ უკვე ხმის მიცემა. საკმაო მოთხრობები მოგვიგროვდა:) აბა გადავხედო და შევაფასო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
=sher= giorga72 wrote:
ციტატა:
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...
ზღის ნაპირს, სველ სილას მიუყვება ხან ორი,ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- ეს შენს მიერ განვლილი გზაა, შვილო ჩემო !
- კი მაგრამ,მეორე ნაკვალევი ვიღასია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენს გვერდით ვიყავი
- და მაინც მიგიტოვებივარ, უფალო ! ზოგან, სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი..
- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებსში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი

=sher= =sher= =sher= =sher

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
giorga72 wrote:
ციტატა:
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...
ზღის ნაპირს, სველ სილას მიუყვება ხან ორი,ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- ეს შენს მიერ განვლილი გზაა, შვილო ჩემო !
- კი მაგრამ,მეორე ნაკვალევი ვიღასია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენს გვერდით ვიყავი
- და მაინც მიგიტოვებივარ, უფალო ! ზოგან, სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი..
- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებსში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი

უფალო შეგვიწყალე
გინდა თქვა, რომ ავტორი შენ ხარ ? :) თუ მეშლება ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
=sher= =sher= ჩემი ხმა . გიორგას72:side: გენაცვალეეეეეეეე-----:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
KiZiBi wrote:
ციტატა:
giorga72 wrote:
ციტატა:
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...
ზღის ნაპირს, სველ სილას მიუყვება ხან ორი,ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- ეს შენს მიერ განვლილი გზაა, შვილო ჩემო !
- კი მაგრამ,მეორე ნაკვალევი ვიღასია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენს გვერდით ვიყავი
- და მაინც მიგიტოვებივარ, უფალო ! ზოგან, სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი..
- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებსში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი

უფალო შეგვიწყალე
გინდა თქვა, რომ ავტორი შენ ხარ ? :) თუ მეშლება ?
შესანიშნავია,მაგრამ წაკითხული დიდი ხნის წინ მაქვს,და არა დესპანზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts193
კარმა55
OFFLINEPROFILE
ხალხნოო რა მნისჰვნელობა აქვს ვინაა ავტორი ეს დავწერე რომ თქვენ წაგეკითხათ და მისი ჩვენს მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ გაგვხსენებოდა ისიც მინდოდა მეთქვა რომ ანგელოზებს ზოგჯერ ფრთები არ ააქვთ მაგრმამ ისინი მაინც ანგელოზები არიან, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და მათ ჩვენი მეგობრები ქვია, მეგობერი არის ის ვინც იცის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა შენ სიტყვები გავიცყდება.
ჩვენ არავინ გაგვიხსენებს ჩვენი ფარული ფიქრების გამო,შევსთხოვოთ უფალს რომ მოგვცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად თუნდაც მეგობრების საშუალებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხო მართალი ხარ გიო... მეც მქონდა მაგ წაკითხული "ისე" არის მართლმადიდებლური საიტი იქ. ისე კი ათასჯერ რომ წაიკითხოს ყველამ უკეთესი იქნება. კარგი დაწერილია.=sher=

მაგრამ ამ თემაში უფრო მისაღები იქნება თუ ჩვენ დავწერ რაიმეს, ამისათვისაა პენ მარათონები რომ იმართება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.მე ჩემთვის ვზივარ მარტო,მოწყენით,ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ.
ცეცხლი გიზგიზებს და ბუხრის ჩაყლაპვას ლამობს.ალაგ-ალაგ ენას გამოყოფს.ეშმაკეულივით ატკაცუნდება ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაკვერჩხალი.
ფანჯრიდან მთვარის ნათელი მოჩანს.თეთრად ირეკლავს თოვლზე ნაკვალევს.გაყინულია.მიწამ მიანდო ვარსკვლავებს ბედისწერა.
აღარ მოთოვს.
მოწყენა გაამძაფრა ძველი წერილების სიყვითლემ.მოგონებები მორეკა ახლოს.სევდას გაუხსნა გზა და გულში ხელის ფათური დაიწყო.
თვალი გაიპარა გაცრეცილი ქაღალდისაკენ,რომელშიც იბრძვის ძლიერი გრძნობა.
"...როგორა ხარ ჩემო მონატრებულო....
რაც დამტოვე უფრო მიყვარხარ.ვერ იგებ არა?პასუხი ერთია:ხან ჩემი ხარ და ხან შენი;უფრო ხშირად-შენი!
...მონატრება უფრო ტკივილიანია,იმდენად ტკივილიანი,რომ თავდავიწყებით შემიყვარდი...
წარმოსახვამ სინამდვილედ გადაქცევა ისურვა და ასე მგონია შენს სუნთვას ვგრძნობ.ძლიერია ჩვენი სიყვარული.ცხოვრებასთან ჭიდილმა ვერაფერი დაგვაკლო,როგორებიც ვიყავით,ისეთები დავრჩით-შმაგად აფეთქებული სიყვარულის პირისპირ.
...ვიცი მაშინ გული გატკინე,მაგრამ შენ ჩემი სიყვარული ხარ!
სიმარტოვით მომივიდა.ბოროტი ყოფილა სიმარტოე...
...მძაფრად შეგიგრძნობ-ახლა შენ ჩემთან ხარ!!!..."
......თოვლის ფიფქივით ფარფატაა ადამიანის სიცოცხლე,მსუბუქად ეშვება ციდან,მიამიტურად მიენდობა "დედა" მიწას.მის გაშლილ ხელის გულზე ნავარდობს,მერე გულში ჩაეკონება და ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაცარივით გადაიქცევა.
=love
=sher= ნანანოს ჩემი ხმა+ გაკოცე=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი