↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.

…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნდა ითქვას, რაც ნამდვილად სათქმელია,
აგროვებს და აგორავებს ზღვა კენჭებს, -
ამ ჯგლეთაში ვინც ძალიან ჯანმრთელია,
რა ვქნა, მისი ჯანმრთელობა მაეჭვებს.

ეს ცხოვრება წვა თუა და მეწყერია,
მაინც ჩვენი ცხოვრებაა ამჯერად, -
საწუთროში ვინც ძალიან დღეგრძელია,
რა ვქნა, მისი არაფერი არ მჯერა.

გვცდიდა სფინქსი...
დრო ტაატით გადიოდა...
მაგრამ იგავს ვინ ხსნის ასე მარტივად, -
როგორ მოხდა, არაფერი არ გტკიოდა,
როგორ ხდება, არაფერი არ გტკივა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა იბადებოდა, ტიროდა თუ მღეროდა,
ყველას ასე ეგონა, უფლისწულად ჩნდებოდა.

როცა იბადებოდა და სიცოცხლით თვრებოდა,
ბევრს ნამდვილად სჯეროდა, ბედს რომ არ ასცდებოდა.

იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა,
ყველას ასე ეგონა, ცეცხლი არ ჩაჭკნებოდა.

იბრძოდა თუ იწვოდა, როცა ცარგვალს წყდებოდა,
ყველას ასე ეგონა, ტყვია არ მოხვდებოდა.

რწმენა უკვდავებისა ვიდრე გულში რჩებოდა,
ბევრს ეგონა, სიკვდილი მას არ შეეხებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
wuxelis biWi dabadebula,
da gaWarbebad Tu ar CamiTvliT,
iseTi biWi dabadebula,
daurqmeviaT Turme daviTi.
wuxelis biWi dabadebula,
daurqmeviaT imisTvis cotne,
Sen-orgulovbav, aba, gabede
da guli Cveni iseve kortne.
wuxelis SoTac dabadebula,
dabadebula Turme demetre,
gangebav, Cveni saqarTvelosTvis
ra sixaruli gamoimete.
wuxel cis kari cxrave gaaRo
yvela gmirma da Tavdadebulma;
dabadebula Turme vaxtangi,
wuxel Tevdore dabadebula.
saqarTvelos ca isec maRali
ufrore _meta_d amaRlebula,
dabadebula mTvare-giorgi,
Turme ilia dabadebula.
wuxelis mteri -
erTpirad Cveni
mospobis mdomi - dadardebula,
dabadebula Turme sulxani,
grigol xanZTeli dabadebula.
dabadebula biWi paata.
gaTenebula wuxelis TeTrad:
dabadebula samasi gmiri,
viT daixocnen,
iseve erTad.

. . . . . . . . . . . .

wuxelis gogoc dabadebula,
cis nami, cisfrad nakamkamari,
iseTi gogo dabadebula,
daurqmeviaT Turme Tamari!
dabadebula wuxelis nino
da qeTevani dabadebula.
is bneli Rame Turme uecrad
RvTiuris naTliT ganaTebula.
yvela zRapari –naocnebari
axdenila da gamarTlebula.
dabadebula Turme nestani
da TinaTinic dabadebula.
da gixaroden
qarTvelTa Soris
RviZl ZmaTa xidi kvlav gadebula
da erTiani, nanatri drois,
qarTli xelaxla dabadebula. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

არ მიწყენ ქართულად რომ დავწერე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზედა ,
ჩემსკენ იღიმის მაცდურად ,ბინდი გადმიკრა თვალზედა ,
ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტოდ რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა !

ჩაძინებულს რომ გნახავდე შვლისნუკრის თვალებიანო
ქალოვ შენს ახლოს არ მოვალ გული არ შაგიფრთხიალო ,
მარტო დაგხედავ მძინარსა ჩუმად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო რა გესიზმრება ფრთიანო ....

შენს თავს არავის დავუთმობ ვფიცავარ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს შენთვის ცას შევძრავ მთებსაო ,
ბევრს არასა გთხოვ მისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი არაკებს გეტყვი ბევრსაო

ხოხბის ყელივით ლამაზი ,ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემსკენ იღიმის მაცდურად ბინდი გადმიკრა თვალზედა ,
ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტოდ რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო ,რისთვის დაიგვიანე?

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება,ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი -როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები.

თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო,და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო,წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია დროის მკლავებზე
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ,არ მინახიხარ,ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა,ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო,ადრე,ძალიან,ძალიან ადრე,
როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქბოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჯისორი ფირიდან ჭრიდეს
ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან,რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,
მერე ვიღაცამ შეთღზა რაღაცა,შენც კარგად იცი,მე რომ არ გითხრა
როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!

...გახსოვს?ცისფერი ხეობის გასწვრივ მზე რა შველივით მორბოდა შენსკენ
და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი,მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს
სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა...
ჩვენ მივდიოდით,მე შევაგებე აბაზიანი,ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.

...გახსოვს?-ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა.
შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით,შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე,
მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ.

შენ გიხაროდა შენი არსება,შენ ის გეგონა შენი ერთგული
ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად
(კი,ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით,მაგრამ იცოდე,
ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.)

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ
და მაღონებდა ძალიან ხშირად,რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ,
რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.
რატომ გგონია,რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?!

შენ ვერ მიხვდი,ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ
და ვერ ამჩნევდი,რომ მე სენგან ველოდი პასუხს,
რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...

მე სიყვარული ვიცი რა არის,მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას,მოვალ,მოვალ და ყველაფერს გეტყვი?
-არა!არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!...

მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს...
მეორეს ეძებს რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე....
არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.

დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო,ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი,ვიცი თუ ვხვდები,რომ შენ აღარსად არ მელოდეში,
ალბათ ეს არის იმის მიზეზი,რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები...

განმეორდება ეს ყველაფერი,ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები,შენ დამშორდები,ახლა შენ ჩემთვის არა გცალია,
გთხოვ მაპატიო,გთხოვ მაპატიო,რომ მე მიყვარდი
და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!

ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან
და გულგრილობა,შენი თუ სხვისი, ავი ძაღლივით გებას კარებთან.
ღობის გარედან კრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან,
ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს,ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან
და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან,
მაგრამ პირველად როცა შევედი,მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,
მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში,

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე,უცებ გაწვიმდა და დაიქუხა,
სადღაცას მუხას დაეცა მეხი.შეშინებული გამოვიქეცი
და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის,იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!...

მორჩა!დაეშვა სცენაზე ფარდა,თოვლმა წაშალა სუყველა კვალი...
მინდა გავიგო ხვალ რა იქნება,ახლა ვმკითხაობ:
ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები,მე არაფერი მიკითხავს შენთვის.
არსებობს ალბათ ისეთი რაღაც,საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი.
ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად...
მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!...

ასეა თურმე თუ რამ გაწუხებს,როცა იქნება
უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო.
არა!შეცდომა არ მეორდება!თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა!ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს.
მე ისევ მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს,
მაგრამ მე ვიცი,ჩემო ძვირფასო,რომ ეს არასდროს განმეორდება,
ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს.
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია,სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

..არ შეგიძლია შენ არაფერი,შენ დავიწყებაც არ შეგიძლია,
თუმც ახლა ალბათ არაფერს დარდობ,
მე დავდიოდი ძალიან ჩქარა,ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო!
უკვე დასრულდა ჩვენი თამაში,ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო,
ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!

მე შენს შესახებ მეტი ვიცი,ჩემო ძვირფასო,ვიდრე შენ იცი საკუთრი თავის შესახებ.
მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.

სულაც არ მინდა ვიყო ერთერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო,
მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო.
მაგრამ არ გკითხავ,რა საჭიროა!შენი პასუხი ზეპირად ვიცი...
მხრებს აიჩეჩავ,წარბებს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.

შენ შეიცვალე,მეც შევიცვალე.სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე
როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი,როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ ეხლა ცივი მარმარილო ხარ,მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო
მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს
და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც,ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არსდროს თითქოს.
მაგრამ ეს არის ახლა ზღაპარი "იყო და რა იყო რას" მსგავსი
და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა,
მე ბავშვი უკვე არა ვარ ეხლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობრებიც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისეთი ზედმეტი გავხდი,როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი,შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ...
და თუმცა ახლა იმ სიყვარულით,იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ,
მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად,რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ,
მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს,
ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს,
უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან,არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო...
შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი,როცა ძალიან შირს იყავი
და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ.

მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები
და დაგივიწყებ,როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა
(მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე)
ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს,თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ,რომც დავივიწყო წარსული წამით,
გზას გადამიჭრის შუმერი კატა,ყველა კატაზე დიდი და შავი!
და აღმოჩნდება ესეც ამაო,მე ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს...
ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე ნეტაში დაგახრჩობ მერე.

მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში
შენ გამაყოლე ისეთი მზერა,რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!-ვერ მცნობ?-ეს მე ვარ!

მე დავიღალე,მე აღარ ძალმიძს აღარაფერი,ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი,ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება,
თუმცა არვიცი ხვალ რა იქნება,ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?

მე დავიღალე,დრო არის ძილის.ალბათ მდინარეც იძინებს წამით,
რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა.იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე,
თუმცა მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება,ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.

უკვე თენდება,თენდება უკვე,ღამე ტყვესავით ნებდება დილას,
წვიმის წვეთები,როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე,მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა,
მე უშენობა ძალიან მიჭირს...
(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაწაწინა შემოჯდა ჩიტი)

მე მენატრები როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი)
მე მაინც მჯერა შენ მოხვალ ჩემთან,მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს,ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი.
იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს,
უეჭველი კი ის არის მხოლოდ,რომ ყველაფერი არის საეჭვო.

მე ვარ მდინარე!ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს,
მეორეს ეძებს რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე,
არ შეიძლება,არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს,
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ,მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ...

(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი,დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა:
ვისაც ვეძებდი,ის არ აღმოვჩნდი,არც შენ ყოფილხარ,ის ვინც მე მსურდა)

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის,
შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი.

მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები,
ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან გასული გემი!
შენ არ გეგონოს,რამეს ვითხოვდე,ან გამომქონდეს მე განაჩენი.
არც სიახლოვე,არც სინანული,არც დაბრუნება,არც აღსარება,
მე არაფერი არ მინდა შენი.

ვერ ამიხსნია ეს გაორება,მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს,
ჩემში ჩამჯდარა ორი არსება,ორივე თავის სიმართლეს იცავს,
კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხავს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა,მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი,
მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით.
მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი...
იქნებ წერილი არც ღირს ამდენად,მაგრამ შენ მაინც გახსენი იგი.
მე არაფერი არ მეგულება შენი ლამაზი თვალების იქით!...

ეს არის ალბათ უკანასკნელი,მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს,
დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ,მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს,მე ველი წერილს,რადგანაც რამეს ელოდო უნდა,
ეს იყოს თუნდაც მხოლოდ სალამი,ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა,
არც თავს ვიმართლებ,მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას.

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს,
ასე თავდება ყველა წერილი,და ეს წერილიც გათავდეს ასე.
მე ველი პასუხს,მე ველი პასუხს,რადგან სხვას უკვე არაფერს ველი
თვითონ არ ვიცი,ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე, დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი.
-„შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი, იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე, წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები, არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts54
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუუუუ აქაც გამიტკდა.რამხელა ლექსია ;ეს ამას როდის ცავიკიტხავ.აუუუუუუუუუუუ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

1939

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

1977

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შუადღეს აველ შუაფხოს,
მზე ზანზალაკად ეკიდა
შუაფხოელი შუახნის
წამოემართა თექიდან,
წამოაქცია კურატი,
გამოაღადრა კისერი
ატყდა ღრეობა პურადი,
კაცი არ დარჩა ფხიზელი.
ლუდით და ჟიპიტაურით
დამთვრალი ხალხი ეყარა ,
და ხერხემალში ხმაურით
შემოდიოდა ქვეყანა ,
მზე როცა გადაიწვერა
ხატს მაშინ გამოვესალმე
და საღამომდე მე და შენ
ვკრიფეთ ცისფერი კესანე ,
მოვედი ,ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე
მე, შენ , მთვარე და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო!
ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ესპანეთში ყალიბდება ქართული სათვისტომო, ამასთან დაკავშირებით მზადდება ოფიციალური საბუთები, ამისათვის საჭიროა სათვისტომოს "გერბი" და "ლოგო" ქართული და ესპანური დროშების შერწყმით. მინდა გთხოვოთ ყველას, თუ შეგიძლიათ რომ ფოტოშოპით დაამზადოთ თქვენებური ვარიანტები და მოგვაწოდოთ, განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს ჩავუშვებთ სათვისტომოს გერბად და ლოგოდ.
აი ეს იყო ჩემი თხოვნა, და მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. პატივისცემით კალიტრი (ზაზა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ახლა ისეთი ღამეა იო..
არ შეიძლება შენი ხსენება...
ხანდახან ხდება რაღაც ისეთი..
შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება....

გარეთ თოვლია და სითეთრეში,
ბორიალობენ უცხო ლანდები...
მე ხომ არსასდროს მიკითხავს შენთვის..
ვისთვის თენდები, ვისთვის ღამდები....

და დღეს ისეთი ღამეა იო...
ცრემლი მერევა რომ ვარ უშენოდ....
ჩვენ შეიძლება ერთიმეორეს...
არც კი ვიცნობდეთ ისე ვუშველოთ.....

და აღარ მიკვირს ამ სითეთრეში..
რატომ მომინდა შენი ხსენება...
ხანდახან ისე ძნელია ღამე...
....შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება....

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი