bubusuna wrote:ციტატა:
karamelka wrote:ციტატა:
ფიქრები მტკივა ,ფიქრები და სული... არ ვიცი გაგიგიათ თუ არა მსგავსიმაგრამ ეგრეა... რა და ვინ მიშველის? მფონი ვერავინ და ვერაფერი დროის გარდა...
როგორ არ გამიგია,სიხარულო, მაგას სიყვარული ჰქვია სახელად, მონატრება ჰქვია, მარტოობა ჰქვია...არ დანებდე, არ დაეცე!!! არავინ მოგატყუოს- დრო ყველაფრის მკურნალიაო.დრო არაფერს არ კურნავს, დროს უბრალოდ რემისიაში გადაჰყავს ყველაფერი.და თუ საშუალება მიეცა , უფრო მწვავდება ყველაფერი.მაგის წამალი ჩვენ ,ექიმებმა არ ვიცით. ამ შემთხვევაში მედიცინა უძლურია.
უფალი და ლოცვა გიშველის!!!გწამდეს და გიშველის!!!
"მრავალმა ანგელოზმა დაგიფაროს მაშინ, როცა შენი ფრთები დაბლა ეშვება".

ვაიმეეე გაიხარე ჩემო გემრიელო და ტკბილო! სიყვარული არ არის ბუბუსუნ! სიყვარულის უკვე აღარ მწამს, ბევრი ვიარე თუ ცოტა ამ ცხოვრების დაუნდობელ ბილიკებზე თავად სიყვარულის ,აი ამ გრძნობის სიყვარულით მივაბიჯებდი ყოველთვის და ძლიერი ჯარისკაცივით გავიძახოდი: "წინ"...მიყვარდა თავად სიყვარული ... მაგრამ თურმე მარტო ვარდის შეხედულება აქვს გარედან,შიგნით კი ჭინჭარზე უარესი ყოფილა,სულში გჩხვლეტს და გამწარებს თავისი უხეში ფოთლებით,მაგრამ ამავე დროს სასარგებლოცაა ,როგორვ ჭინჭარი... სასარგებლოა ამ შემთხვევაში იმიტომ,რომ მეტ ჭკუას და გამოცდილებას გმატებს!.. არ მინდა მეტი, გადავიღალე... რატომ არ შეიძლება,რომ გულმართალი და უღალატო ადამიანები არსებობდნენ ამ ქვეყნად? რატომ ვხვდებით ამდენი სიყალბით გადაპეტნილ გზებს ცხოვრების აღმართზე თუ დაღმართზე?!
დიდი მადლობა საყვარელო რჩევისთვის და კეთილი სურვილებისთვის! ღმერთი გფარავდეს სიყვარულშიც და საერთოდ ცხოვრებაში! გკოცნი
რას ამბობ კარამელკა, სიყვარულის არ მწამსო, რომ იძახი,ღმერთია თავად სიყვარული და ღმერთს უკეტავ კარს??? ღმერთი იმაზე მეტ გასაჭირს არ მოგცემს, რისი ზიდვაც არ შეგიძლია! დამიჯერე, ყველაფერი ცხოვრებაში გაკვეთილია. დაფიქრდი, ყველაფერი გაანალიზე, და თუ მიხვდები ეს ყველაფერი რატომ მოხდა, რა უნდა გესწავლა ამით, ამით შენ გამოცდას ჩაბარებულად ჩათვლიან და შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება.მე ამას ზეპირად არ გელაპარაკები, მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი.აბა, შენ იცი=ko=