↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავავსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია ,უნდა ვინატრო
იქაც და აქაც, აქაც და იქაც.

შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურებით ვსვავ,ალავერდი,
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახლებს,
პასუხს არ მაძლევს დროთა ხავერდი.

....
ვაიმეეე, დამვიწყებია. გალაქტიონი რომ დამავიწყდა, ესეიგი ვერ ვარ მთლად კარგად!:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა შემოდი ჩატში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
ხანდახან ისე მომენატრები
გულში წვეთებად ცრემლები ცვივა
მომენატრები და ავტირდები
რადგან შორსა ხარ და გული მტკივა!

სურათი აღარ არსებობს

=tavfx= =tavfx= =tavfx=

სურათი აღარ არსებობს
=sher= =sher= =sher= :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო, სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები,
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო,ლურჯად ნახავერდები.
ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება,
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო, ვხედავ,ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში,
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში.
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის,მიმოვლის,
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს,ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...
არის გზა, არის ნელი თამაში,
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო.
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთდროს ფარული დარდი მიყვარდა.
მიყვარდა მაშინ ,მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს გაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა,.. ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი,
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს, ამნაირი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...

ამით მოვიბოდიშებ წეღანდელი დავიწყებული ლექსისთვის:) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო, სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები,
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო,ლურჯად ნახავერდები.
ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება,
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო, ვხედავ,ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში,
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში.
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის,მიმოვლის,
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს,ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...
არის გზა, არის ნელი თამაში,
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო.
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთდროს ფარული დარდი მიყვარდა.
მიყვარდა მაშინ ,მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს გაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა,.. ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი,
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს, ამნაირი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...

ამით მოვიბოდიშებ წეღანდელი დავიწყებული ლექსისთვის:) :) :) :)

=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქეთააააააააააააააააააააააააააა, როგორ ხარ????? სად იკავი დაკარგული ამდენი ხანი? ხომ კარგად ხარ? ძალიან მაკლდი თვალში შენი არ ყოფნის დროს! კაია რომ დაგვიბრუნდი! გკოცნი ბევრსსსსსსსსსსსსსსსს! =rose =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

1861, ოკტომბერი,
ს. ყვარელი

ილია ჭავჭავაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ის კი არ არის ბიჭობა,
რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.

მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.

ვაჟა ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ქეთა, შენც გიყვარს იისფერი თოვლი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
ქეთააააააააააააააააააააააააააა, როგორ ხარ????? სად იკავი დაკარგული ამდენი ხანი? ხომ კარგად ხარ? ძალიან მაკლდი თვალში შენი არ ყოფნის დროს! კაია რომ დაგვიბრუნდი! გკოცნი ბევრსსსსსსსსსსსსსსსს! =rose =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love= =love=

გენაცალე გოგოვ შენო!!!!=ko= =ko= =ko= =ko=

bubusuna wrote:
ციტატა:
ქეთა, შენც გიყვარს იისფერი თოვლი?

:) ვ გი ჟ დე ბიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი =ko==ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
ეს ვარდი,
მარტლა ჩემი ვარდია,
ეს მისამარტი
ეხლა შევიტყვე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია.
მსურს, ლეკსში დარჩეს
დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს,
უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს,როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს
ერტვის.
რა დააბერებს,
რა დაამუნჯებს?

მიტომ ძვირფასო,
მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში,
წვიმის ჟგარუნში,
მე ვედზებ ოკროს,
ფოლადს დავედზებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარილში...

გიორგი ლეონიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

1926

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე რომ მიყვარხარ,განა ისე არწივს მთა უყვარს?
ისე მაღალი და სპეტაკი,განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და მთის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში,მე ვის გულში შევინავარდო,
ვის შევუერთდე შენი გული უკვე მკვდარია,
ნუთუ ეს ტრფობა საყვარელო,ნაზი მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ მწარე გაკვეთილა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქრიან ფიქრები თეთრი და შავი,
და ეს დღეებიც სახეს მიცვლიან,
ეხლა ხომ დროა,მოვიკლა თავი,
მეტის მოთმენა არ შემიძლია.
მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი- სისხლის რვეული,
პოეზიაში ვარ უდედესი და
ცხოვრებაში-გზააბნეული.

ტ. გრანელი

=cg=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ პატარა ხარ, ისე პატარა,
ისე საოცრად ნამლევი გოგო,
ისეთი ციცქნა და კაფანდარა,
ვით ნაწვიმარზე მოსული სოკო.

მე ქუჩის თავში რომ გამოვჩნდები,
შენ ქუჩის ბოლოს შეუხვევევ უცებ,
თუ ერთი გზა გვაქვს ჩვენ დამორცხვებით
და უხმაუროდ ავყვებით ქუჩებს.

ვდუმვართ, ნაბიჯი ვერ აგვიწყვია,
დუმილით უნდა ვუმზიროთ დღესაც
მე ქვევით შენი თვალების წყვდიადს,
შენ ზევით, ჩემი თვალების ზეცას.

საით წავიდეთ? რა ვთქვათ ისეთი?
რომ გაგაცილო,სად გაგაცილო?
ქუჩაში როგორ გამოგყვე გვერდით
ასე პატარას და სასაცილოს?

სანამ ვიღაცა ამას გეტყოდეს
გეტყვი, ნათქვამი ნუ გაგაოცებს,
ნეტა მიყვარდე, ნეტა გეტრფოდე,
ხელში აგიყვან,ისე გაკოცებ...

მაგრამ ეს გული მართალი ცამდე,
შენი ოცნების ვარსკვლავი კენტი,
ამბობს:-პატარავ, შენი გზით წადი ,
ჯერ სიყვარული ადრეა შენთვის.

საიდან გამახსენდა???? ჩემს ბავშვობაში ვიცოდი,,,,

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი