"ხო ,მანჩო ,ვფიქრობდი მივწერო თუ არათქო, არ მინდოდა სხვანაირად გამომსვლოდა, მინდა გითხრა ,რომ ულამაზესზე ულამაზესი ლექსები გაქვს, არ ვიცი მართლა ამდენი მშვენიერი და განსაკუთრებული სიტყვების მარაგის შემცველი ლექსები...მართლა ღვთისგან ნაბოძები ნიჭია... მოკლედ არ ვიცი დაიჯერებ თუ არა,ან რა არის რო ვერდასაჯერებელი,მაგრამ იცოდე ,რომ ჩემი იდეალი ხარ, მანამდე ქალი პოეტებიდან ანა კალანდაძე მომწონდა ყველაზე ძალიან და მომწონს, ეხლა კი ორი ქალი პოეტი ანა კალანდაძე და მანანა ფრუიძე! უდიდეს წარმატებებს და წინსვლას გისურვებ! ღმერთს ვსთხოვ მთელი არსებით,რომ საქართველოს უმრავლოს შენნაირი ნიჭიერი ადამიანები! გკოცნი და გეფერები ძალიან ბევრს და ჩემი სახით იცოდე,რომ შენს ლამაზ ლექსებს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ყავს! ღმერთი გფარავდეს!"
კარამელკა,დიდი მადლობა ჩემო მშვენიერო და საყვარელო გოგო

იმდენი თბილი სიტყვაა ამ წერილში,არც კი ვიცი,რა გიპასუხო...
ანას გვერდით ჩემი ხსენება ცოტა უხერხული კია

,მაგრამ ძალიან გამახარე შენი სითბოთი აღსავსე წერილით.
საქართველოს იმდენი ულამაზესი და უნიჭიერესი ქალი-პოეტი ჰყავს...
ღმერთმა გვამრავლოს და წერის ნიჭი არ მოგვკლებოდეს!

მადლობა, ჩემო კეთილო ანგელოზო