თუ ოთახში კედლის საათი კიდია ვერაფრით ვერ დავიძინებ იქ, ან პატარა საათი თუა და წიკწიკებს. განსაკუთრებით თუ სტუმრად ვარ და საათიან ოთახში დამაძინეს ელემენტებს გამოვაძრობ თუ კედლის საათია

ხოლო თუ მაგიდის უჯრაში მივფუთავ ან რაიმეს დავაფარებ ისეთს სულ რომ დავუხშო ხმა. თუ მექანიკური კედლის საათი აქვთ მაშინ ცუდათაა საქმე და მთელი ღამე ტიკტიკს უნდა ვუსმინო:(
საკვირველია... სხვა არავითარი ხმაური ან ხმამაღალი მუსიკა ხელს არ მიშლის მაგრამ სიჩუმეში რომ საათი წიკწიკებს ვერასოდეს ვერ ვადუნებ გონებას და ვერ ვიძინებ.
ასევე არ მიყვარს სინათლეში ძილი. უნდა იყვეს ოთახი ბნელი ან რომანტიულად ფერადად განათებული:)
