↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts54
კარმა51
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან.
მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ,
რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან...
ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს,
რომელიც კი თვალის გუგას დასდენია,
ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს
პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია...
განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს,
უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან,
მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ
და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან.
და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს
რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია
სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის,
გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!!
:)
გამარჯობა ცუდოოოოო. ცუდო კი არა ოქროს; გული გგონია შე კაცო.გაგიმარჯოს.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
გაგა ნახუცრიშვილი.

უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა-
მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია, -
შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალა
დამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?!
შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,
რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი.

შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,
რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს?
ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,
მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს.

მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია,
ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს –
სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,
უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს.
დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებს
და დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ნინიკარაააააააააააა ლოოოოლ :))))
_______________________________

როგორ გიხდება შავი თვალები,
და მაგ თვალებზე ცისფერი წენი,
აგატირებდი ერთ ღამეს მაგრამ,
ხელშესახებად არ მემეტები,
ქალიშვილების ეგ სილამაზე
ისე მატყვევებს და ისე მიპყრობს
დადგება ერთი ლამაზი ღამე
და იმ ღამეში აღარ დაგინდობ,
ვიცი დამიწყებ "ხელი გამიშვი..."
ჩემს მშობლებს მხოლოდ მე ერთი ვყავარ,
არ დავიჯერებ შენს შემკრთალ სიტყვებს
და მხრებზე ხელებს შემოგხვევ მაგრად...
ამიტირდები როგორც პატარა
და დაიწყება ფიცი,ვედრება,
მაგრამ ეგ შენი ლამაზი ტანი
ხელშესახებად არ მემეტება,
"არ გეცოდები?"-მოსთქვამ ტირილით,
"ვაიო"-იტყვის ქალწულის ბედი,
ჩაგიჩურჩულებ:"შეგინდოს ღმერთმა"
და იმ ღამეში გახდები
ქ ა ლ ი !!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
რუდაქი

-მოვიდა ჩემთან...
-ვინა?
-სატრფო.
-ეგ როდის?
-დილით.
-კრთებოდა?
-მაშა!
-რად კრთებოდა?
-მამა ჰყავს ფრთხილი.
სულ დავუკოცნე...
-რა?
-ტუჩები!
-ტუჩები?
-არა.
-მაშ რა?
-მარწყვები.
-ტკბილი იყო?
-თაფლივით ტკბილი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.

ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.

ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივითმაგრამ შენ გიყვარს ის,
ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი- როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი-როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარული დღესასწაული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მაპატიე თუ სათქმელი ვერ გითხარი...
სულში გრძნობა ჩავიხუთე ჩავიტოვე...
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ მაგრამ მაინც
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე....
მარად ისე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაწყურებ ლამაზ იებს...
მაპატიე მოპარული წამები და დაფარული ოცნებები მაპატიე,
მარად ისე თუ ამ წუთში შენზე ვფიქრობ,
და ეს ღამეც შენზე ფიქრში გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ახლანდელი სიყვარული მაპატიე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებს
ჩაყვები ვინცო
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევიბესო....
შენზე თუ უთქვამთ პატარა ციცო!!!!

მე იმ ასაკში არა ვარ ეხლა და
არც იმ ჭკუაზე,
ცოლ-შვილს გავეყარო,
მაგრამ შემომიჩნდა სურვილი მახრა და
პატარა ციცო
უნდა დამეხმარო!!!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და ეგ შენი მახრა
ფეხებზე კიდია ,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს
რომ ეკვე დიდია....

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია_
როგორ ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია.....

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო
დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს აგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ პატარა ციცო!!!!

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts54
კარმა51
OFFLINEPROFILE
დესაპენელებო !აგფრტოვანებული .ვარ თქვენი შემარტებით.დიდი მადლობა . პატივისცემით ვასო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
წავალ ისევ მარტო და დამრჩება უსასრულო დარდი,
როგორ შემეშალე...ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
გითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა,
გითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.
გითხარი, რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს,
მეძნელება თქმა და მაინც მალე მიგატოვებ,
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები...
შენზე ოცნებას და შენზე გადარევას აღარ დავნებდები,
გითხარი და წადი, ჩამიტოვე სულში უსაშველო დარდი,
როგორ შემესალეთ....
ჩემს ერთადერთ იმედს, რა საოცრად ჰგავდით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ეკლესიაში მზემ სხივები ჩუმად გააბა,
კრთის საკმეველი და გუმბათი ოდნავ განათდა,
ქვის მაღალ სვეტთან ჩაიკეცა ქართული კაბა,
ლოცულობს სათნოდ ქალიშვილი ღვთისმშობლის ხატთან.
ის ლოცვით არღვევს ეკესიის ცივსა სიჩუმეს,
ამო გალობით ეკლესიას შორდება მრევლი,
ღამდება უკვე, ვარდის ბაგით ის კვლავ ჩურჩულებს, დაჰკიდებია წამწამებზე ობოლი ცრემლი...
უცებ წამოდგა მომხიბვლელი და წმინდანებმა
ცივ კედლებიდან გადახედეს ერთმანეთს თითქოს.:
,,შენ შეიძლება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა,
მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად."

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
სიკვდილის ვალსი.

გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი,
მე მეშინია მარტო დარჩენის,
არ გვინდა, მოდი, სიტყვები ფარსი'
გვიყურებს მთვარე-ღამის ნარჩენი.
გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი,
მინდა, რომ დავრჩე, ვიყავი როგორც,
თითქოს გავიგე ცხოვრების არსი,
მინდა, არავის არ შევეცოდო.
გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი
რადგან მომბეზრდა დღეების დათვლა,
იქნებ სამყარომ მოიძროს გარსი
იქნება რაღაც შეიგრძნოს მართლა.
გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი'
მე მეშინია მარტო დარჩენის...
თუ სახრჩობელაც გამოდგა ფარსი
შენ მაინც გახდი ჩემი კარმენი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი